მამუკა ნაცვალაძე 26.08.2017
1795 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. სპარსეთის იმდროინდელი მმართველის აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის დარბევამ საფუძვლიანად შეარყია ქართლ-კახეთის სამეფო. ერთიანად ააოხრეს ირანელებმა თბილისი, ტრაგედიის მასშტაბების გაცნობიერება იოლი იქნება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მთლიანად განადგურდა უნიკალური სამეფო არქივი, ბიბლიოთეკა, სტამბა... და რაც მთავარია, ამ ვანდალიზმის შედეგად, თუ არ ჩავთვლით სიონს, ანჩისხატსა და მეტეხს, თბილისში დანგრევისაგან მხოლოდ სამეფო სასახლე გადარჩა.
|
ია აბულაშვილი 26.08.2017
24 ნოემბერს ბრიუსელში "აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, უკრაინის, ბელორუსის, მოლდოვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები. როგორც უკრიანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პაველ კლიმკინი აცხადებს, იგი უკვე შეხვდა თავის ქართველ და მოლდოველ კოლეგებს, რომლებთანაც ერთად უკვე განიხილა მომავალ სამიტთან დაკავშირებული საკითხები.
|
თიკო ოსმანოვა 26.08.2017
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემაც გამოუცხადა. იგი ვარკეთილში მივიდა და ხელმოწერების შეგროვების პროცესში თავადაც ჩაერთო. იურისტები ამაში კანონდარღვევას ვერ ხედავენ, მაგრამ, როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, ასეთმა მხარდაჭერამ შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ელისაშვილის რეიტინგზე.
|
ია აბულაშვილი 26.08.2017
1955 წელს თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ "მაგდანას ლურჯა" გადაიღეს. 1956 წელს სურათმა კანის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გაიმარჯვა და "ოქროს პალმის" პრიზიორი გახდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქართველი რეჟისორების ნამუშევარმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, თუმცა ამ წარმატების შესახებ თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ მოგვიანებით, ისიც რადიოს საშუალებით შეიტყვეს.
|
მარი ჩიტაია 26.08.2017
"საქართველოს რკინიგზა" პოზიციას არ ცვლის. პროფკავშირების მოთხოვნას უწყება პასუხობს იმით, რომ თანახმაა, ერთ კაცთან დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის მოშიმშილე უჩა ღვთისიაშვილი. თუმცა მისთვის და პროფკავშირებისთვისაც რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან ასეთი შეთავაზება მიუღებელია. თავის მხრივ, პროფკავშირებში ითხოვენ, დადგეს "საქართველოს რკინიგზის" პასუხისმგებლობის საკითხი.
|
ნინო ქეთელაური 26.08.2017
"დარწმუნეული ვარ, ხელისუფლება არ არის იმაზე წამსვლელი, რასაც ოპოზიცია ითხოვს. ის უბრალოდ ცდილობს, პინგ-პონგის რეჟიმში გადაიყვანოს პოლიტიკური პროცესი და საბოლოო ჯამში თქვას, ვერ შევთანხმდითო", - ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს.
|
ნინო ქეთელაური 25.08.2017
ბორჯომი, ატენი, წყალტუბო, ჟინვალი, თიანეთი, ლაგოდეხი, წეროვანი, ანდაქის ხეობა, ფშავი, მესტია, ბოდბიხევი, პანკისი, მთაწმინდა, გლდანი, ვარკეთილი, - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხანძარია. უსაფრთხოების ექსპერტები "რეზონანსთან" საუბრისას დივერსიაზე მიანიშნებენ და შესაძლო ავტორსაც ასახელებენ.
|
თიკო ოსმანოვა 25.08.2017
რუსეთმა ბელორუსიასა და საქართველოში მორიგი სამხედრო წვრთნები დაიწყო. პოლიტოლოგთა შეფასებით, ჩრდილოელი მეზობელი ფრონტის ახალ ხაზს ხსნის და საკუთარი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.
|
ნინო ქეთელაური 25.08.2017
"ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე სრულიად შესაძლებელია, რომ ბელორუსიაში რუსული დაჯგუფება გაიზარდოს და აქტიური საშუალებები განლაგდეს. ეს საკმაოდ შეზღუდავს ბელორუსიის სუვერენიტეტს", - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ უკრაინული სცენარის ბელორუსიაში განხორციელებასთან დაკავშირებით შიში არსებობს.
|
თიკო ოსმანოვა 25.08.2017
"რუსეთი არის იმპერია, ძალიან პრაგმატული და სახიფათო. ემოციებით ის არ მოქმედებს, არც შურისძიებისა და თითის ჩვენების პრინციპით. ის თუ რამე ოპერაციას იწყებს, ამას აქვს თავისი ამოცანები, მიზნები და გათვლილია გარკვეულ შედეგზე.
|
ია აბულაშვილი 25.08.2017
უკვე ერთი კვირაა, ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძარს აქრობენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ცეცხლის ჩაქრობას ხელს რთული რელიეფი და მეტეოროლოგიური პირობები უშლის. დაახლოებით ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე 20-მდე ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა.
|
ია აბულაშვილი 25.08.2017
1924 წლის აჯანყებაზე ბევრი დაწერილა და მომავალშიც ალბათ ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევთავაზოთ ამბავი ხევსური ქალისა, რომელიც 1924 წლის აჯანყებაში ქართველი ვაჟკაცების გვერდით გმირულად იბრძოდა.
|
|