თამარ მუკბანიანი
22.08.2017

 წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში პრესის გამავრცელებლები დიდ პრობლემებს აწყდებოდნენ. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ჟურნალ-გაზეთების გამავრცელებელი ჯიხურები მასობრივად აიღეს და ამ საქმიანობისათვის მხოლოდ და მხოლოდ სტელაჟები დატოვეს, პარალელურად კი დედაქალაქის ცენტრალურ ადგილებში საგაზეთო სტენდებსაც უცხადებდნენ ბრძოლას. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ამ მხრივ ვითარება ჯერ კიდევ არ არის განმუხტული.

ნათია ლომიძე
22.08.2017

 იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაზრდილია. საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი ითხოვს სახელმწიფოსგან დახმარებას და თავს ღატაკად მიიჩნევს. სპეციალისტების აზრით, სოციალური დახმარება მკაცრად გასაკონტროლებელია და აუცილებლად უნდა გადაიხედოს იმ ადამიანთა პირადი მონაცემები, რომლებიც სახელმწიფოსგან შემწეობას იღებენ. ვისაც ფიზიკური შრომა შეუძლია, სახელმწიფომ უნდა დაასაქმოს და არა დახმარება დაუნიშნოს, რადგან საქართველოს მოსახლეობის ეს სეგმენტი "ერთმანეთს სიღარიბეში ეჯიბრება".

მარი ჩიტაია
22.08.2017

 პატარძეულში ტყე უკანონოდ იჩეხება, ხევი ნაგავსაყრელის ფუნქციას ასრულებს, არ არის წყალი და არც საქმის გამკეთებელი ჩანს. ასე გრძელდება წლობით. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ამ ცნობილ სოფელში ხალხს ელემენტარული პირობებიც არ აქვს, რომ ღირსეულად იცხოვროს.

ნინო ქეთელაური
22.08.2017

 "გაისროლე-დაივიწყე-მოარტყი", - მოქმედების ასეთი პრინციპით ხასიათდება ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "ჯაველინი", რომელიც საქართველოში "ღირსეული პარტნიორი 2017-ის" ფარგლებში უკვე გამოიცადა.

თიკო ოსმანოვა
22.08.2017

 "ივანიშვილს გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის, მაგრამ არჩევნებში იგი აღარ გამოვა და აღარ იტყვის, ვინც ჩემი მომხრეა, ყველამ ხმა მიეცით... იგი აღარ იტყვის, რომ "ოცნება" მე ვარ. "ხელისუფლება დარჩა მეფე ლირივით, ყველამ მიატოვა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

თიკო ოსმანოვა
22.08.2017

 უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა თუ განგებ გაჩენილი ხანძრები - სახანძრო-სამაშველო სამსახურს, რამდენიმე კვირაა, დაძაბულ გრაფიკში უწევს მუშაობა. გადამწვარი ბაზრობების შემდეგ ახლა ხანძარი თითქმის ერთდროულად საქართველოს ტყეებში ჩნდება.

მარი ჩიტაია
22.08.2017

 საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი მატულობს. როგორც მოსალოდნელი იყო, იმპორტმა ზაფხულიდან გეზი ზრდისკენ აიღო და ბოლო თვეების სტატისტიკა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, წინა თვეებისგან განსხვავებით, ნავთობპროდუქტების იმპორტში ივლისი განსაკუთრებით წარმატებული თვეა და იგი აშკარად გამოკვეთილი ზრდადი ტრენდით გამოირჩევა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ საწვავის გაზრდილი იმპორტი ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას ადასტურებს, რასაც ტურიზმის სფეროში მიღწეული შედეგიც ცხადყოფს.

რებეკა სოლნიტი
22.08.2017

 იყო და არა იყო რა, იყო ერთი შეძლებული ოჯახი. შეეძინათ ვაჟი, რომელსაც იმდენად თავზე საყრელად ჰქონდა ყველაფერი, რომ სანატრელი აღარაფერი დარჩა, მაგრამ შეპყრობილი იყო უკიდეგანო, დაუოკებელი, ხარბი ნატვრით და ნატრობდა ერთს: ჰქონოდა მეტი და იღებდა მეტს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი და მეტი უნდოდა დაუსრულებლად.

ნინო ქეთელაური
21.08.2017

 თუ ხელისუფლება განსახილველად სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის მოდელს არ დააბრუნებს, ოპოზიცია მასთან მოლაპარაკებას არ გამართავს. როგორც ოპოზიციაში აღნიშნავენ, ეს მათთვის ყველაზე პრინციპული საკითხია და თუ ხელისუფლების მზაობა არ იქნება, ვერანაირი კონსენსუსი ვერ შედგება.

ამის პარალელურად, "ქართული ოცნება" ოპოზიციურ სპექტს ისევ მოსალაპარაკებლად ეპატიჟება და მოუწოდებს, რომ ხელისუფლებას წერილობით მაინც აცნობონ, კონსტიტუციის პროექტს რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პრინციპული საკითხის გვერდის ავლით, მეორეხარისხოვან თემებზე მსჯელობით თავის მოტყუებას ოპოზიცია არ აპირებს.

თიკო ოსმანოვა
21.08.2017

 რა ფორმით მოქმედებს საქართველოში რუსული პროპაგანდა და რამდენად ძლიერია ის? ქართველი ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ საქართველოში "რბილი ძალის" აქტიურად გამოყენებაზე საუბარი რეალობის მუქ ფერებში დანახვა და გაზვიადება იქნება.

ნინო ქეთელაური
21.08.2017

 "სიტყვა "კოაბიტაცია" "ქართულმა ოცნებამ" ჭაში ჩააგდო, რადგან მიხვდა, რომ გარდა "ნაციონალების" ლანძღვა-გინებისა, საკუთარი ამომრჩევლების თვალის ასახვევად სხვა არაფერი გააჩნია", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას.

თიკო ოსმანოვა
21.08.2017

 სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში დაიდება. შესაბამისად, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილიც საპატიმროს დატოვებენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დაზარალებულები, რომლებიც ჯერ ობიექტებზე მშენებლობის დასრულებას ითხოვენ. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი ამბობს, "ცენტრ-პოინტი" იყიდება და დაზარალებულების მოთხოვნას უკვე ახალი კომპანია შეასრულებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×