ნინო ქეთელაური
17.08.2017

 მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა ხვალ, 18 აგვისტოს, პარლამენტში გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო რეფორმის საკითხი, უფრო კონკრეტულად კი, საარჩევნო სისტემა განიხილება.

გვანცა ღვედაშვილი
17.08.2017

 "უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკოსის - ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას" - აცხადებს საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, რასაც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაჩი ცაგურიას განცხადება შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც პროფკავშირების წინააღმდეგ მიმართული ანტიკამპანია, რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.

თიკო ოსმანოვა
17.08.2017

 არჩევნებამდე 2 თვით ადრე პოლიტიკური პარტიების რეალური რეიტინგები ცნობილი არ არის, თუმცა დაპირისპირებული ბანაკები ერთმანეთს უკვე ხმამაღლა ადანაშაულებენ სოციოლოგიური კვლევებით მანიპულაციაში. მართალია, ყველა კვლევაში "ქართული ოცნების" კანდიდატი კახი კალაძე უალტერნატივო ლიდერია, თუმცა თუ მეორე ტურზე მიდგა საქმე, მაშინ სიტუაცია უკვე გაურკვეველია. პოლიტოლოგთა ნაწილი მეორე ტურს გარდაუვლად მიიჩნევს, ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ეს არ მოხდება.

სოფო ჩხიკვაძე
17.08.2017

 კოსმეტიკურ საშუალებებზე ფასმა მოიმატა. პარფიუმერიული მაღაზიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ერთ წელიწადში პარფიუმერიული ნაწარმი 15%-ით გაძვირდა. წამახალისებელი აქციების ფარგლებშიც, მომხმარებელი კოსმეტიკაში საკმაოდ ძვირს იხდის. მიუხედავად ამისა, პარფიუმერიული ბიზნესის წარმომადგენლებს პროდუქციის რეალიზაცია არ უჭირთ. მყიდველის უკმაყოფილება კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვაზე ნაკლებად აისახება.

ნინო ქეთელაური
17.08.2017

 თურქეთის მოთხოვნით საქართველოში დაკავებული თურქი ბიზნესმენების ბედი კვლავ გაურკვეველია. მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე საექსტრადიციო პროცესთან დაკავშირებით სასამართლო 25 აგვისტომდეა ჩანიშნული, ხოლო სინან სარაჩზე მოთხოვნა მტკიცებულებების უქონლობის გამო თურქეთის მხარეს ჯერ არ გამოუგზავნია.

ია აბულაშვილი
17.08.2017

 "ისტორიაზე დიდი მოსამართლე არ არსებობს, ისტორიის მესიტყვემ კი მხოლოდ სიმართლე უნდა თქვას და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოს. შორეული წარსული კვდება და ეს კანონზომიერებაა, მაგრამ ისტორია ჩვენთვის ქმნის ახალ წარსულსაც, რომელიც შეძლებისდგვარად ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს" - ამბობს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი იგორ კვესელავა თავისი ისტორიული თხზულებების სერიის ახალ, მე-4 წიგნში. მასთან ერთად გამოიცა, აგრეთვე, მე-5 და მე-6 ტომები.

ნათია ლომიძე
17.08.2017

 მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესსესხებზე საზედამხედველო ტვირთის შემსუბუქება დარგს განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს. საკანონმდებლო ცვლილება რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განხორციელდა.

თიკო ოსმანოვა
17.08.2017

 "როგორც წესი, ხელისუფლება ჩვენთან პოლიტიკურ ქულებს ვერ იწერს. მაგრამ შეიძლება ოპოზიციამ ჩაიწეროს იმხელა მინუსი, რომ თავისთავად ხელისუფლების მხარეს გადავიდეს ამომრჩევლის გადაწყვეტილება," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალოტიკოსი არჩილ გამზარდია.

ია აბულაშვილი
17.08.2017

 "სასწაული - მოვლენაა, რომელიც ბუნების საზღვრებს იქით არსებობს და განა თეატრი კი არ არის სასწაული? როდესაც სცენაზე არასოდეს არსებული ცხოვრება, ტანჯვა, სიხარული, ადამიანები იბადებიან?! თეატრი - სასწაულია" - იტყვის დიდი მაესტრო მიშა თუმანიშვილი, რომელმაც ამ სასწაულში მარცხი და ტრიუმფი ერთად იგემა, თუმცა მაინც ბედნიერი იყო, შექმნა თეატრი, პატარა, მაგრამ თავისი თეატრი.

მარი ჩიტაია
17.08.2017

 საკურორტო რეგიონებში დამსვენებლების ბუმია. წელს ტურისტულ სექტორში დაკავებული ადამიანების მთავარი სამიზნე რუსი და უკრაინელი ტურისტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ერთ-ერთი ძვირი საკურორტო ქვეყანაა საქართველო, სამთო და საზღვაო კურორტებს ყველაზე ბევრი სტუმარი სწორედ ამ ქვეყნებიდან ჰყავთ.

ნინო ქეთელაური
16.08.2017

 აფხაზეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა. ამის მიზეზი იქ არსებული კრიმინოგენული მდგომარეობა და ფასების ზრდა გახდა. როგორც რუსული წყაროები იუწყებიან, ტუროპერატორების მონაცემებით, სასტუმროებზე ტურისტების მოთხოვნამ 15-20%-ით იკლო, ხოლო, მთლიანობაში, გასულ წელთან შედარებით, აფხაზეთში დამსვენებლების რიცხვი 30%-ით შემცირდა (ზოგიერთი ცნობით, 80%-ითაც კი).

მარი ჩიტაია
16.08.2017

 ბოლო 7 წელიწადში სამშენებლო კომპანიების 20-25% გაკოტრდა - ის ფირმები, რომელთაც ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლეს. მართალია, დეველოპერების გარკვეულმა ნაწილმა მდგომარეობის გამოსწორება მოახერხა, თუმცა ნაწილი საბოლოოდ გაბანკროტდა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×