გვანცა ღვედაშვილი 15.08.2017
"შესაძლებელია, ხელისუფლებას აქვს მცდელობა, უპირატესობა მიიღოს პატარა ფინიებისთვის პატარა ძვლების გადაგდებით", - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების შესაძლო უბარიეროდ ჩატარებასთან დაკავშირებით.
|
მარი ჩიტაია 15.08.2017
რაჭა საკუთარ მოსახლეობას დასასვენებლადაც ვეღარ იზიდავს. აქამდე თუკი რაჭველები მშობლიურ სოფლებსა და დაბებში წელიწადში 2-3 კვირით მაინც ცდილობდნენ დარჩენას, ახლა ამასაც ვერ ახერხებენ. თავგადასავლების მოყვარული ადამიანების გარდა, რეგიონს იშვიათად ვინმე ესტუმროს. წელს ეს ყველაზე თვალში საცემია. მთას შემორჩენილი რაჭველებისთვის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. ფაქტობრივად, ეს არის რეგიონი, სადაც ხელისუფლებას არაფერი აქვს თავმოსაწონი. ასე იყო ადრეც და მდგომარეობა ახლაც იგივეა.
|
მარი ჩიტაია 15.08.2017
დღეიდან გადამეტებული ხმაური დასჯადია. დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმას კანონი დაარეგულირებს. ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" მიმდინარე წლის ივნისში შევიდა და 15 აგვისტოდან ამოქმედდა. რამდენად მოხერხდება კანონის აღსრულება, ეს სულ მალე გამოჩნდება.
|
ია აბულაშვილი 15.08.2017
1951 წლის 26 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დინ აჩენსონმა ამერიკის მთავრობის სახელით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე რადიოსადგურ "ამერიკის ხმის" ახლად შექმნილი ქართული რედაქციიდან მიულოცა. მაშინ მიკროფონთან ბაგრატიონთა გვარის შთამომავალი, ცნობილი ქართველი პიანისტი ერეკლე ორბელიანი იჯდა.
|
თიკო ოსმანოვა 15.08.2017
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება "ოცნებას" იმიტომ არ აძლევს ხელს, რომ შეიძლება ბევრი ისეთი რამე თქვას, რისი გამხელაც დღევნდელ ხელისუფლებას არ სურს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლია მუხაშავრია, რომელიც ფიქრობს, რომ "ოცნება" ამა თუ იმ ქვეყანას სააკაშვილის გადმოცემას არ სთხოვს, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე თავისუფლად წინ და უკან არ ივლიდა.
|
თამარ მუკბანიანი 15.08.2017
მუშაობის პროცესში დაშავებული და გარდაცვლილი მეშახტეების რიცხვი საგანგაშოდ დიდია. ჯერჯერობით არც ერთ ფაქტზე გამოძიებას არ დაუდგენია ტრაგედიის მიზეზები და არავინ დასჯილა. ბოლო ფაქტი 9 მაისს მოხდა და მას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ფაქტის შესასწავლად ადგილზე იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი რეკომენდაციების გაასაჯაროება ვერ ხერხდება, რადგან, მთავრობის დადგენილების მიხედვით, ამისთვის კომპანიის ნებართვაა საჭირო.
|
გვანცა ღვედაშვილი 14.08.2017
თბილისის მერობისთვის ბრძოლაში მომავალი კვირიდან, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კანდიდატი ჩაერთვება. ორშაბათს "პატრიოტთა ალიანსი" დაასახელებს თავის კანდიდატურას და, სავარაუდოდ, ეს ირმა ინაშვილი იქნება. გარდა ამისა, საკუთარი კანდიდატურის წარდგენას ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობაც" აპირებს. არაოფიციალური ინფორმაციით, "დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი, სავარაუდოდ, დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნება, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კი - კახა კუკავა. თუმცა თავად ლორთქიფანიძე ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
|
თიკო ოსმანოვა 14.08.2017
წინასაარჩევნოდ რეგიონებში დაწყებული საკადრო გადაადგილების შემდეგ, შესაძლოა, სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს. დღეს მმართველ გუნდში ამაზე ღიად არავინ საუბრობს და მიაჩნიათ, რომ ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. თუმცა გაზაფხულზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობაში ცვლილებები ზაფხულში უნდა განხორციელდეს, რადგან ამის ლოგიკური აუცილებლობა არსებობს. კონკრეტულად რას გულისხმობს ამაში, უცნობია. "მთელმა კვირამ" მასთან დაკავშირება ვერ შეძლო.
|
თიკო ოსმანოვა 14.08.2017
14 წელი მონობაში - სომხეთის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეებს შრომით ექსპლუატაციაში ადანაშაულებს. მეზობელი ქვეყნის პროკურატურამ ამ საკითხზე სისხლის სამართლის გამოძიება უკვე დაიწყო. დაინტერესდა თუ არა ამით ქართული მხარე, ჯერჯერობით უცნობია. "მთელი კვირა" პროკურატურისგან ინფორმაციის მოწოდებას მთელი დღის განმავლობაში ამაოდ ელოდა. შოთაძის უწყებაში საქმის გარკვევას დაგვპირდნენ, თუმცა გვიან ღამემდე ინფორმაციის მოწოდებას უშედეგოდ ველოდით.
|
ია აბულაშვილი 14.08.2017
1952 წელს ჰოლივუდში ცნობილმა რეჟისორმა ჯორჯ სიტინმა გადაიღო ფილმი ჯორჯ პაპაშვილის რომანის მიხედვით - "ყველაფერი შეიძლება მოხდეს". ამ წიგნის ავტორი ბოლშევიკებს გაქცეული და ნიუ-იორკში ემიგრანტის სტატუსით ჩასული, დუშეთის პატარა სოფელ კობიაანკარში დაბადებული გიორგი პაპაშვილია, რომლის წიგნიც უოლტ უიტმანის, მარკ ტვენის, უილიამ ფოლკნერის, ერნესტ ჰემინგუეის ნაწარმოებების გვერდით მოიხსენიება.
|
გვანცა ღვედაშვილი 14.08.2017
"ახლა ეკლესიის ლანძღვით, უნდათ, რეიტინგი აიწიონ? კი, ბატონო, გვლანძღონ რამდენიც უნდათ... თავის თავში ეძებონ მიზეზი, რატომ არიან ასეთი დაბალრეიტინგულები და პოლიტიკურად გაკოტრებულები. ეს გააკეთონ მათ და ეკლესიას თავი დაანებონ", - ამბობს "მთელ კვირასთან" მამა მიქაელ ბოტკოველი "რესპუბლიკური პარტიის" წევრ დავით ბერძენიშვილის განცხადებაზე საპასუხოდ.
|
მარიამ ელიაშვილი 14.08.2017
მზე შედგება ბირთვის, რადიაციული ზონის, კონვექციური ზონისა და ატმოსფეროსგან. მისი ხილული ზედაპირის - ფოტოსფეროს შესახებ მეცნიერებს საკმარისი ინფორმაცია, დიდი ხანია, აქვთ, თუმცა დღემდე საიდუმლოდ რჩებოდა თვალით უხილავი ნაწილის - ბირთვის თავისებურებები. ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ მზე ენერგიას ბირთვში მიმდინარე თერმობირთვული რეაქციების წყალობით იღებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|