მარიამ ელიაშვილი
14.08.2017

 ტრანსპლანტაციისთვის ორგანოთა დეფიციტისა და თავსებადობის პრობლემა ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვანი პრობლემაა სამედიცინო სფეროში. ყოველდღიურად დაახლოებით 18 ადამიანი ორგანოს დონორების და რბილი ქსოვილების არარსებობის გამო იღუპება. შარშან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოთა ტრანსპლანტაციის კომიტეტის მთავარმა მედიკოსმა დევიდ კლასენმა განაცხადა, რომ 33 600 ორგანოს ტრანსპლანტი შეისწავლეს, რომელთაც 116 800 ადამიანი ელოდება.

გვანცა ღვედაშვილი
14.08.2017

 საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, ნატოს მხრიდან შავი ზღვის რეგიონში გაძლიერების ინტერესი, აშშ-ის მთავარ მოწინააღმდეგე რუსეთთან უშუალო საზღვარი - პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის მოსაზრებით, სწორედ ამ მიზეზების გამოა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს მისამართით აშშ-ის მიერ მკვეთრად მხარდამჭერ განცხადებებს ვისმენთ.

მამუკა ნაცვალაძე
14.08.2017

 ურთულესი რეგიონია კავკასია, ყველა დროისა და ფორმაციის მსოფლიო გეოპოლიტიკური სივრცისთვის საინტერესო და მიმზიდველი. სწორედ ეს ინტერესი ქმნიდა ქართული სახელმწიფოსათვის საკმაოდ რთულ და ხშირ შემთხვევაში ძნელად დასაძლევ რეალობას.

ია აბულაშვილი
14.08.2017

 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დუმას დასამტკიცებლად წარუდგინა ცვლილება რუსეთ-ბელარუსის შეთანხმებაში ერთობლივი სახელმწიფოს შექმნის შესახებ, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის გარე საზღვრების ერთობლივად დაცვას გულისხმობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ შეთანხმების თანახმად, ბელარუსის დასავლეთ საზღვარზე რუსული სამხედრო ნაწილები განლაგდებიან.

თიკო ოსმანოვა
12.08.2017

 აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო აქტიური ხდება. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის ვიზიტის შემდეგ საქართველოს აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი ესტუმრა, რომელიც საქართველოში გერმანიის "ჰოჰენფელსის" ბაზის ანალოგიური საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს.

გვანცა ღვედაშვილი
12.08.2017

 სასამართლოს მიერ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და 10 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისთვის სასამართლოს მიერ გამოცხადებული სიტყვიერი შენიშვნა იურისტთა ნაწილში კრიტიკას იმსახურებს. მიზეზი ზედმეტად მსუბუქი განაჩენია - მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მოთხოვნის შეუსრულებლობა საკმაოდ მაღალ ფულად ჯარიმას გულისხმობს, სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

თამარ მუკბანიანი
12.08.2017

 ერთი შეხედვით უწყინარი საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელიც ადამიანს დიდ კომფორტს უქმნის და გაუსაძლისი სიცხის დროს შვებას გვრის, შესაძლოა, სერიოზული დაავადებების მიზეზად იქცეს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, გარემოსა და ოთახის ტემპერატურას შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 4-6 გრადუსს, რომ ჯანმრთელობის ზიანი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

ნათია ლომიძე
12.08.2017

 საქართველოში შაქარი დღეიდან კიდევ რამდენიმე თეთრით გაიაფდება. მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობა შაქრის ფასს დღითი დღე ეტყობა და ვითარება მომხმარებლის სასიკეთოდ უკვე საქართველოშიც იცვლება. ბოლო 1 წელიწადში საერთაშორისო ბირჟებზე თეთრი შაქრის ფასი ლამის განახევრდა. ამჟამად ექსპორტიორ ქვეყნებში დიდი მოსავალია და ამიტომ წლის ბოლომდე შაქარზე დაბალი ფასი შენარჩუნდება.

გვანცა ღვედაშვილი
12.08.2017

 თეატრალიზებული წარმოდგენები, გამოფენები, სახალხო სეირნობა, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, დოღი - ეს იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით 12 აგვისტოს დიდგორის ველზე გაიმართება.

მამუკა ნაცვალაძე
12.08.2017

 ერთიანი კავკასიური სივრცე ყოველთვის დიდ თავსატეხს უჩენდა მსოფლიო პოლიტიკას, სწორედ ამიტომაც ისახავდნენ მიზნად იმპერიები კავკასიური კოზირის განეიტრალებას. ამ მხრივ პირველი წარმატებული ცდა სასანიანურ ირანს ეკუთვნის, რომელმაც კარგად გააანალიზა კავკასიის პოლიტიკური და კულტურულ-სარწმუნოებრივი რეალობა და მეშვიდე საუკუნის დასაწყისიდან უარი თქვა ამ რეგიონში მაზდეანური აგრესიული სარწმუნოებივი მოდელის დამკვიდრებაზე.

გვანცა წულაია
12.08.2017

 გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის ივლისში ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მერვე ეტაპი ჩაატარა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს 20 ქალაქში 134 ცალი ინდიკატორული მილაკი იყო განთავსებული. აქედან აზოტის დიოქსიდის შემცველობის განსაზღვრის მიზნით 68 მილაკი, ოზონის - 28, გოგირდის დიოქსიდის - 28 და ბენზოლის - 10.

ია აბულაშვილი
12.08.2017

 "ძნელი სათქმელია, რა უფრო უყვარს მას - მუსიკა თუ თეატრი, ორივე ეს ხელოვნება ორგანულადაა მასში შერწყმული. მე მეჩვენება, რომ რამაზი სახეს კი ვერ "ხედავს", არამედ ყოველთვის "ისმენს" მას. იგი სახისთვის პოულობს მელოდია-კამერტონს და მას უმორჩილებს თავის სულსა და სხეულს. ასე იყო "ესპანელ მღვდელში" ლეონარდოს როლზე მუშაობისას, ასე იყო "ჭინჭრაქაშიც" და ყველა სხვა როლში", - იტყვის წლების შემდეგ მიხეილ თუმანიშვილი რამაზ ჩხიკვაძეზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×