ეკატერინე ბასილაია 08.08.2017
"2008 წლის აგვისტოში მოხდა ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეალობა შეიცვალა, კოდორზე კონტროლი მთლიანად დაიკარგა. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ ვითარება გაცილებით უარესადაა. გარდა იმისა, რომ უამრავი სოფელი განადგურდა, ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დავკარგეთ გავლენა, რაც კონფლიქტამდე არსებულ პერიოდთან შედარებით გაცილებით უარეს მდგომარეობაში გვაყენებს და, შესაბამისად, ვადებიც გაურკვეველ პერსპექტივაში გადააქვს. დღეს ვადებთან დაკავშირებით ვერავინ ილაპარაკებს სერიოზულად," - აცხადებს ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე.
|
ია აბულაშვილი 08.08.2017
"მსოფლიოში მომხდარი ომების აბსოლუტური უმრავლესობის თავიდან აცილება, თეორიულად, შეიძლებოდა, მაგრამ იმის დადგენა, რომ ესა თუ ის ომი და მისი თავიდან აცილება იყო თუ არა შესაძლებელი, პირველ რიგში, საჭიროა მთელი რიგი პირველწყაროების საფუძველზე. ჩვენს შემთხვევაში საჭიროა საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი დოკუმენტური მასალების გაცნობა. საბოლოო ვერდიქტი 2008 წლის ომის აცილება-აუცილებლობაზე ჯერ კიდევ ელოდება თავის დროს," - აცხადებს "რეზონანსთან" პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
|
ნათია ლომიძე 08.08.2017
იპოთეკური უზრუნველყოფით რეალიზებული ქონების რიცხვი საქართველოში საკმაოდ მაღალია. დაზარალებულთა უმრავლესობას კერძო მევახშეები აწიოკებენ, რომელთა საქმიანობა არც ერთი ორგანოს მიერ არ კონტროლდება. ეკონომისტები ქვეყანაში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო საფინანსო ინსტიტუტებსა და მოსახლეობას შორის ურთიერთშეთანხმება ვერ ხერხდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.08.2017
"რელიგიის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხე" - ასე აფასებენ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ერთ-ერთ დამატებს. 19-მა რელიგიურმა გაერთიანებამ პარლამენტს უკვე მოუწოდა, "არ დაუშვას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუარესება და არ გადადგას ნაბიჯი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედის - რელიგიის თავისუფლების ხელყოფის სასარგებლოდ."
|
ეკატერინე ბასილაია 07.08.2017
ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმირ პუტინს ელოდებიან და რუსეთის პრეზიდენტს იქ უკიდურესად მძიმე ვითარება ხვდება: რუსი ტურისტებისგან დაცარიელებული სანაპირო ზოლი და ჩავარდნილი საკურორტო სეზონი; სამხედრო ბაზაზე აფეთქება, რასაც 2 რუსი ტურისტი ემსხვერპლა, რამდენიმე ათეული კი საავადმყოფოში აღმოჩნდა; მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობა, რუს ტურისტებზე თავდასხმა, გატაცება, დაყაჩაღება, მკვლელობაც კი.
|
გვანცა წულაია 07.08.2017
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში აბორტების რაოდენობა შემცირებულია. საგანგაშო სიტუაცია იყო 2008 წლიდან 2012 წლამდე იყო, როცა აბორტების რაოდენობა წელიწადში 22 ათასიდან 39 ათასამდე გაიზარდა; 2012 წლიდან 2016 წლამდე კი 39 ათასიდან 30 ათასამდე შემცირდა.
|
მარიამ ელიაშვილი 07.08.2017
წელიწადის ამ დროს ჩვენი პლანეტა გაივლის ღრუბლის მტვერსა და ბორცვებს შორის, რომელიც კომეტა სვიფთი-თათლმა დატოვა. მან 1992 წელს ჩვენს სამეზობლოში ჩაიარა, მსგავსი რამ 2126 წელსაცაა მოსალოდნელი. ჩვენს ატმოსფეროში დარჩენილი კომეტის მტვრიანი ნაკვალევი ვარსკვლავების თვალწარმტაც სანახაობას ქმნის, თუმცა მცირე დროით.
|
ია აბულაშვილი 07.08.2017
"ქართველები ჩემს ღირსებას მეტად აფასებენ, ჩემგან ნაშრომებს მათი მწერლობისთვის, რომელთაგან სიამოვნების გარდა მიმიღია დიდი ბედნიერება. მახსოვს დრო ესე, როდესაც ჩემნი მემამულენი გიჟად მწოდებდნენ, ვითომ ქართული მწერლობა არა ღირს არაფრისა. მეღირსა, ღვთის წყალობით, წინააღმდეგის დამტკიცება", - წერდა სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე ზაქარია ჭიჭინაძისთვის მიწერილ წერილში მარი ბროსე, კაცი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ენის, ლიტერატურის, ისტორიის, ხელოვნების კვლევა-ძიების საქმეში.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.08.2017
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მიხედვით, საქართველო, 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 192 სახელმწიფოს შორის 43-ე ადგილს იკავებს. ეს ერთგვარი რეიტინგი გაეროს ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ამჟამად საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 76.55 წელია, მამაკაცებში - 73 წელი, ხოლო ქალებში - 81.
|
მამუკა ნაცვალაძე 07.08.2017
იმპერიული ლოგიკისათვის სიბრალული უცხო ცნებაა, ნებისმიერ პოლიტიკოსსა თუ სახელმწიფოს, რომელიც იმპერიის ინტერესებს ეწინააღმდეგება და ეურჩება, სასიკვდილო ვერდიქტი აქვს გამოტანილი. ეს ისტორიის კანონია, ამ კანონს შეეწირა არაერთი მოაზროვნე და ხელისუფალი, მათ შორის ფარსმან ქველი, ჯერ კიდევ ქრისტეშობიდან მეორე საუკუნეში კავკასიური კოზირის წყალობით თავის ნებაზე რომ ატრიალა იმდროინდელი მსოფლიო ჰეგემონი რომის იმპერია.
|
ეკატერინე ბასილაია 07.08.2017
"ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, თუ რამდენიმე კვირაში შესაძლებელი გახდება, აშშ-ს საქართველოში ჰყავდეს სპეციალური წარმომადგენელი. ეს იყო ქვეყნის მთავარსარდლის შეთავაზება, რომელსაც მოჰყვა, მაგრამ რა მოჰყვა... ჩვენი გაბიძინებული უმრავლესობა თავისი ბნელი სახით ამოტივტივდა.
|
მარიამ ელიაშვილი 07.08.2017
ფინეთის ლაპარენრათის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ვითითის ტექნოლოგიური კვლევითი ცენტრის თანამშრომლობით მეცნიერებმა ელექტროდენის, წყლის, ნახშირორჟანგისა და მიკრობების კომბინაციით ცილა დაამზადეს, რომლის საკვებად გამოყენება მიზანშეწონილია.
|
|