სოფო ჩხიკვაძე
04.08.2017

 თანამედროვე ცხოვრებაში თაღლითები "საქმიანობის" არეალს უფრო და უფრო აფართოებენ და მათი მეთოდები უფრო მეტად სრულყოფილი ხდება. დღეს არავინ არის დაცული თაღლითობისგან. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც სერიოზული ორგანიზაციის თანამშრომლები, ასევე, სახელმწიფო მოხელეები და ფიზიკური პირები. ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან მომრავლდა სხვადასხვა ფინანსური მაქინაციები სხვისი პირადი მონაცემების გამოყენებით.

გვანცა ღვედაშვილი
04.08.2017

 "ხელისუფლებას რომ კონსენსუსის მიღწევის მზაობა პქონოდა, ორი მოსმენით არ უნდა მიეღო საკონსტიტუციო კანონი. ამის შემდგომ კონსულტაციები, მინიმუმ, უმწიფრობაზე მეტყველებს, თავი რომ დავანებოთ იმას, თუ რა ვირეშმაკობაა ამ ყველაფერში ჩადებული", - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით 6 სექტემბერს სტრასბურგში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაგეგმილ კონსულტაციებს.

ია აბულაშვილი
04.08.2017

 "სად არის მხატვარი, ის გენიოსია", - ყვიროდა ნიუ-იორკში სუხიშვილების ანსამბლის კონცერტზე მისული, ქართული ცეკვის სამოსით გაოცებული სალვადორ დალი. ხელოვანი, რომელმაც არა მხოლოდ სალვადორ დალი, არამედ მსოფლიო აღაფრთოვანა, სოლიკო ვირსალაძე იყო.

გვანცა ღვედაშვილი
03.08.2017

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადის. ამ ვიზიტს ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მხრიდან მორიგ პროვოკაციად აფასებს. მათი თქმით, პუტინის აფხაზეთში ვიზიტი "განგრძობადი ოკუპაცია" და ფაქტობრივი ანექსიის მცდელობაა.

თეო გუდავაძე
03.08.2017

 ტაქსისტების ლიცენზირებაზე ახალი არაფერი ისმის და ამ სფეროს ისევ არავინ აქცევს ყურადღებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მგზავრთა სატრანსპორტო კერძო გადაზიდვის სფერო არ რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს, რომელიც ტაქსის ტრაფარეტს შეიძენს, ამ საქმიანობის დაწყება შეუძლია ყოველგვარი სალიცენზიო გადასახადისა და დაბეგვრის გარეშე. როგორც ჩანს, არათუ 2017 წელს, არამედ 2018 წელსაც სატაქსო ბიზნესში ახალი სისტემის ამოქმედება არ იგეგმება.

ეკატერინე ბასილაია
03.08.2017

 აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინის მსგავსად, საქართველოს თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს, საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე. ეს მოლოდინი და ვარაუდი თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის - მაიკ პენსის განცხადებებმა გააჩინა.

სოფო ჩხიკვაძე
03.08.2017

 ადამიანები სულ უფრო მეტად ხდებიან ფულზე დამოკიდებული. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, ათასგვარი მარტივი მეთოდით მოახერხონ მისი შოვნა. ფული ცხოვრებისა და ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა, მის გარეშე თანამედროვე სამყაროში ცხოვრება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ფულთან დამოკიდებულებას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება. ახალგაზრდები ხშირად არასწორ გზას მიმართავენ ფულის საშოვნელად, როგორებიცაა აზარტული თამაშები, ონლაინ სესხები და ა.შ.

თამარ მუკბანიანი
03.08.2017

 თბილისის ქუჩების დიდი ნაწილის გამტარუნარიანობა ძალიან დაბალია. ამას ემატება "სითი პარკის" მონიშვნები, რაც მჭიდროდ დასახლებულ უბნებშიც კი ხშირად ორივე მხარესაა. იქ, სადაც კომპანიას ჯერაც არ გაუკეთებია საპარკინგე ადგილები, მანქანების ნაწილი ტროტურებზეა გაჩერებული და ქვეითებს ხელს უშლის გადაადგილებაში. დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა უკვე შემუშავდა, თუმცა იქ ვიწრო ქუჩებსა და უბნებში გამტარუნარიანობის პრობლემის მოგვარებაზე ყურადღება გამახვილებული არ არის.

გვანცა ღვედაშვილი
03.08.2017

 ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულებს, დავით და ტარიელ მახარობლიძეებს, გიორგი რეხვიაშვილს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების საპატიმროში დატოვებაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროცესი რამდენჯერმე შეწყდა. ჯერ პროკურორსა და დაკავებულ გიორგი რეხვიაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკების, შემდგომ კი ბრალდებული ტარიელ მახარობლიძის შეუძლოდ გახდომის გამო.

ია აბულაშვილი
03.08.2017

 "ვუყურებდი როკვას ჩვენი ქალებისა, ჩვენი ვაჟებისა და ვერთვოდი მათ როკვით, ვერთვოდი ისე, რომ ხანდახან გრიგოლ რობაქიძე აღარ ვიყავი. ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი, ზოგადად ქართველი... ოღონდ არა განყენებით, არამედ ნამდვილი, ცოცხალი... ვაშა, როკვის ჯადოქარნო ქალებო და ვაჟებო!" - ასე ლამაზად გამოხატა თავისი ემოცია გრიგოლ რობაქიძემ ჟენევაში გამართული სუხიშვილების კონცერტის შემდეგ იმ ანსამბლის მიმართ, რომელსაც მსოფლიო პრესამ "მერვე საოცრება" უწოდა, მათ "ცეცხლოვან ცეკვებს" კი მაყურებული შინ თუ გარეთ ფეხზე წამომდგარი, ოვაციებით ხვდებოდა.

ია აბულაშვილი
03.08.2017

 "მეორე ტურზე საუბარი ნაადრევია, ალბათ მმართველი გუნდი მთელი ძალების მობილიზებას პირველი ტურისთვის მოახდენს" - ასეთ პროგნოზს გამოთქვამს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელსაც "რეზონანსი" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და მიმდინარე საკითხებზე ესაუბრა.

თეო გუდავაძე
02.08.2017

 ზაფხულობით, ცხელ დღეებში, დედაქალაქში ტოქსიკური ნივთიერებები უფრო აქტიურდება. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი კიდევ უფრო მეტად შეიგრძნობს მავნე ნივთიერებების ზეგავლენას. მომდევნო 2 კვირის განმავლობაში თბილისში ტემპერატურა 40 გრადუსის ზღვარზე შენარჩუნდება. ქალაქში სიცხის გამო ჰაერი საშინლად ჩახუთულია და სწორედ ასეთ დროს მომწამვლელი ნაწილაკები უფრო მეტ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ასეთ დროს ვითარდება სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×