მარიამ ელიაშვილი
31.07.2017

 პრინსტონის უნივერსიტეტის ბიოლოგები ძაღლების ერთგულების მიზეზით დაინტერესდნენ და მათი გენეტიკური შედგენილობის დეტალური ანალიზი ჩაატარეს. მეცნიერებმა ადამიანისა და ძაღლის ქრომოსომულ მასალას შორის მსგავსება შენიშნეს. როგორც აღმოჩნდა, ადამიანის საუკეთესო მეგობრად მიჩნეულ ცხოველებსაც უილიამსის სინდრომი ახასიათებთ, რაც მათ სოციალურ აქტივობას სრულებით ხსნის. ეს კი იმაზე მიგვითითებს, რომ ძაღლის სიყვარული ადამიანის მიმართ არა მოშინაურებით, არამედ გენეტიკური მსგავსებით უნდა ავხსნათ და მოშინაურებაც ამ მსგავსებას უნდა მივაწეროთ.

ია აბულაშვილი
31.07.2017

 "კახი კალაძეს პიროვნული გამოცდილება და თუნდაც ის ფიზიკური გამოცდილება, რომელიც სპორტში აქვს გადატანილი, ხასიათის წრთობა ძალიან კარგ სიმაღლეზე აქვს. იმედია, გამარჯვების შემთხვევაში იგი არ მიემატება დაპირებების მიმცემ და მატყუარა მერთა სიას" - აცხადებს რუსთაველის პრემიის ლაურეატი რევაზ მიშველაძე, რომელსაც "მთელი კვირა" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და მიმდინარე საკითხებზე ესაუბრა.

მარიამ ელიაშვილი
31.07.2017

 საუკუნეების განმავლობაში მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი აბსოლუტურად მშრალი იყო. ეგონათ, რომ მტვრით დაფარულ ამ რუხ სხეულს წყლის მოლეკულების შენარჩუნებისთვის საკმარისი გრავიტაცია არ გააჩნდა. უკანასკნელმა კვლევამ კი საპირისპირო აჩვენა და მთვარეზე წყლის რამდენიმე ტიპის არსებობა დაადასტურა. ეს მოულოდნელი აღმოჩენა თავდაყირა აყენებს მეცნიერების წარმოდგენას დედამიწის კომპანიონზე, იცვლება შეხედულებები მთვარის წარმოქმნისა და მისი აღნაგობის შესახებ. კვლევის შედეგები ასტრონომებს შემდგომი მისიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. ამას გარდა, მეცნიერები არც იმას გამორიცხავენ, რომ ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრზე აღმოჩენილი წყალი ოდესმე დედამიწის რესურსად იქცევა.

გვანცა ღვედაშვილი
29.07.2017

 ფეისბუქზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც მგზავრისა და ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული, თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა და სატრანსპორტო კომპანიას მოუწოდა, მეტი ყურადღება მიაქციონ მძღოლებს და მიკროავტობუსების გამართულობას.

ეკატერინე ბასილაია
29.07.2017

 კომკავშირლები, მედროვეები, "ნაციონალებიდან" პორტირებულები - გიორგი მარგველაშვილმა ამ სიტყვებით შეამკო "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომლებიც მისგან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის, დაგმობას ითხოვდნენ და მისმა ამგვარმა განცხადებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ისედაც ქრონიკულად მწვავე ურთიერთობა უკიდურესად გაამწვავა. შედეგად კი, მომავალში, დიდი ალბათობით, შესაძლოა, პრეზიდენტის წარმომადგენლის - ანა დოლიძის პარლამენტში გამოსვლისას მმართველი პარტიის წევრებმა დარბაზი დატოვონ.

ნინო ქეთელაური
29.07.2017

 სოხუმში პატრულირება ნიღბიანმა ე.წ. სპეცრაზმელებმა დაიწყეს. მიზეზი ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინოგენური ვითარების უკიდურესი გამწვავება გახდა.

გვანცა ღვედაშვილი
29.07.2017

 "დავიწყებთ პერმანენტულ და საჭიროების მიხედვით უწყვეტ აქციებს არამხოლოდ მთავარ პროკურატურასთან, არამედ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან," - ამ განცხადებას "ბავშთა სამყაროს" აქციონერები გიორგი მაჭავარიანის დაკავებასთან დაკავშირებით ავრცელებენ. მათი თქმით, დირექტორი უსამართლოდ არის დაკავებული და გამოძიებისგან რეალური დამნაშავის დადგენას მოითხოვენ.

მამუკა ნაცვალაძე
29.07.2017

 ისტორიას ადამიანური ურთიერთობები კვებავს, ყველა დროსა და ეპოქაში სწორედ ეს ურთიერთობები ალამაზებს სამყაროს. მიუხედავად სიძნელისა და უმძიმესი ვითარებისა, ადამიანები არ ერიდებიან წინააღმდეგობებს და ზოგადსაკაცობრიო პრინციპებით საზრდოობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ნათია ლომიძე
29.07.2017

 მენავთობეებმა კონკურენციის სააგენტოს მორიგი სასამართლო მოუგეს. საქმე იქითკენ მიდის, რომ 55-მილიონიანი ჯარიმიდან აღარაფერი დარჩება. გუშინ კონკურენციის სააგენტოს მიერ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისთვის" დაკისრებული 14 მლნ-ის ჯარიმა სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო. კონკურენციის სააგენტო დავების დასრულების შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებას გეგმავს.

ია აბულაშვილი
29.07.2017

 "ალბათობა იმისა, რომ თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური შედგეს, არის ძალიან მცირე, ვინაიდან ადმინისტრაციული რესურსის გარეშეც კალაძე გაცილებით უფრო პოპულარულია დანარჩენ კანდიდატებზე" - აცხადებს ექსპერტი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და მიმდინარე საკითხებზე ესაუბრა.

ია აბულაშვილი
29.07.2017

 ძველი თბილისური სადარბაზოების შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, რამდენიმე საინტერესო ამბავი გავიხსენოთ თბილისური სადარბაზოების ისტორიიდან.

ნინო ქეთელაური
29.07.2017

 "დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესების მოთვალთვალეა. ეს ეხება როგორც ეკონომიკურ, ისე საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა და აღნიშნავს, რომ ქვეყანას ძლიერი მინისტრები რომ ჰყოლოდა, ბიძინა ივანიშვილის საჭიროება არ იქნებოდა, მაგრამ როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება სუსტია, "ივანიშვილი ყველაფერზე მაღლა დგას."


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×