ნათია ლომიძე
28.07.2017

 კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების შეზღუდვის შესახებ შემოდგომაზე ძალაში შევა. ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით მორატორიუმია გამოცხადებული. სპეციალისტების თქმით, კანონი დასახვეწია და ყურადღება არა მარტო მიწის მფლობელობაზე, არამედ, ზოგადად, მიწათმოქმედებაზე უნდა გამახვილდეს.

ია აბულაშვილი
28.07.2017

 "მართალია, ამის დამამტკიცებელ ინფორმაციას მე არ ვფლობ, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოროშენკოს გადაწყვეტილება რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი სააკაშვილისთვის იმავე პოროშენკოს მეშვეობით და მან დროულად დატოვა უკრაინა, რითაც სერიოზულ გართულებებს დააღწია თავი უკრაინის ხელისუფლებამ. ექსტრადირებაზე უფრო ხელსაყრელი პოროშენკოსთვის იყო სააკაშვილის ადრე გასვლა უკრაინიდან" - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე ესაუბრა.

ეკატერინე ბასილაია
28.07.2017

 არჩევნებამდე 3 თვეზე ცოტა ნაკლებია დარჩენილი და სოციოლოგიური კვლევებით ერთგვარი მანიპულაციაც უკვე დაიწყო. ამ დროისთვის გამოქვეყნებულია "ენ-დი-აი"-ს კვლევა. "რეზონანსთან" ასევე საუბრობენ, რომ "ქართულმა ოცნებამაც" ჩაატარა პარტიის შიდა კვლევა და პროცენტული მონაცემები და პოლიტიკური სურათი განსხვავებულია. ერთადერთი მსგავსება ისაა, რომ თბილისის მერობისთვის ბროლაში პირველი ადგილი უჭირავს კახა კალაძეს, თუმცა "ენ-დი-აი"-ს კვლევაში მას 30% აქვს და მეორე ტურის ალბათობა დიდია, "ოცნების" შიდა კვლევაში - 40%-მდე და მეორე ტურის საჭიროება არ ჩანს, რადგან ოპოზიცია სერიოზული კონკურენციისათვის საკმარის ხმებს ჯამურადაც ვერ აგროვებს.

გვანცა ღვედაშვილი
28.07.2017

 მთავარმა პროკურატურამ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ. დააკავა. მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის და სამსახურებრივი გულგრილობის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა. შედეგად, ხანძარი გავრცელდა "ბაზრობა ნიუ მოლის" მთელ ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" შენობაში, რამაც ამ შენობების, მათში არსებული სარეალიზაციო საქონლისა და ინვენტარის განადგურება გამოიწვია.

გვანცა ღვედაშვილი
28.07.2017

 პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრსა და "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება. ამჯერად სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს შორის მოხდა. მიზეზი დოლიძის მიერ კობახიძის მისამართით გამოთქმული მწვავე შეფასებები გახდა. რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა.

თამარ მუკბანიანი
28.07.2017

 ღვინის სუბსიდირების წესი შეიცვალა. სახელმწიფოს თანადაფინანსება აღარ შეეხება მაღალი ხარისხის ყურძენს, ხოლო საბრენდე სპირტისა და სხვა ალკოჰოლური სასმელის დასამზადებელ ყურძენზე კომპანია მთავრობის მხრიდან 35 თეთრს მიიღებს. სუბსიდირების ახალი წესი მხოლოდ კახეთს ეხება, რაჭაში კი ნარჩუნდება ძველი ნორმა, რომლის მიხედვითაც, 1 კგ ყურძენზე მევენახე სახელმწიფოსგან 2 ლარს მიიღებს.

მარი ჩიტაია
28.07.2017

 საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს და პროფესორს, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ნორვეგიის ქალაქ ჰამერფესტის საპატიო მოქალაქეს, ხელოვნების ქურუმს, ცნობილ ქორეოგრაფ რეზო ჭანიშვილს 80 წელი შეუსრულდა. როგორც თავად ამბობს, ძალიან რთული გზა განვლო - პირად ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც... მაგრამ სასწაულები რომ სრულდებოდეს და ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა მიეცეს, მაინც ამ გზას აირჩევდა.

ნინო ქეთელაური
28.07.2017

 მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა, შესაძლოა - პოლიტიკურად სასარგებლო, ხოლო საქართველოსა და უკრაინის იმიჯისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს. იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამით სააკაშვილს საშუალება ეძლევა, ორივე ქვეყანაში სამართლებრივი პროცედურები წამოიწყოს, ხოლო გაეროს მისი მფარველობის ქვეშ აყვანა სთხოვოს. ნაწილის აზრით კი, მისი მხრიდან გადაწყვეტილების გასაჩივრებას უკრაინაში მაინც არ დააკმაყოფილებენ, იმის ალბათობა კი, რომელიმე ქვეყანამ თავშესაფარი მისცეს, მინიმალურია.

გვანცა ღვედაშვილი
28.07.2017

 "ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ეყოთ გონიერება, რათა სააკაშვილის ექსტრადირება არ მოითხოვონ. ისეთ ვითარებაში, რომელშიც ჩვენი საბრალო კონსტიტუციაა და ცეცხლოვანი პოლიტიკური გარემო, არ არის აუცილებელი, ცეცხლზე ნავთი დავასხათ და საქართველოში იმ ადამიანის დაბრუნება მოვითხოვოთ, რომელსაც თითქმის 5 წელია, არ უცხოვრია ამ ქვეყანაში, აღარ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

ნინო ქეთელაური
28.07.2017

 "მერობის ნიბისმიერ კანდიდატს მხარს დავუჭერდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსვლის მეორე დღესვე ქალაქგეგმარების აუდიტს დაიწყებს. სააკაშვილის თუ ამჟამინდელი ხელისუფლების დროს აშენებული ყველა შენობის ნებართვის გამცემი, ხელის მომწერი თუ არქიტექტორი უნდა გამოჩნდეს, ვინც ასე უნამუსოდ მოექცა საკუთარ ქალაქს და ეს ინფორმაცია გასაჯაროვდეს. მაშინ დავიჯერებ, რომ ამ მერს ქალქისთვის სიკეთე უნდა," - აცხადებს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე "რეზონანსთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
28.07.2017

 როგორც ქალაქის მესვეურები აცხადებენ, მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქში რეკრეაციული ტერიტორიები გაიზრდება, კერძოდ, ვაკის პარკს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია შეუერთდება, დიღმის ტყე-პარკიც საზოგადოებას დაუბრუნდება, ამ ზონების მოწყობის სამუშაოები კი გააქტიურდება. რაც მთავარია, მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

გვანცა ღვედაშვილი
27.07.2017

 უკრაინის "რადიკალური პარტიის" წევრ იგორ მოსიიჩკის მიერ ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, რასაც ოდესის ყოფილი გუბერნატორის პრესმდივანი დარია ჩიჟი უარყოფს. "საიმიგრაციო სამსახურის სპიკერმა ახლახან ოფიციალურად უარყო ინფორმაცია სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ", - განუცხადა ჩიჟმა უკრაინულ მედიას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×