ეკატერინე ბასილაია
27.07.2017

 რუსეთმა ჩრდილოეთ ოსეთში სარაკეტო სისტემა "ისკანდერები" სრულ სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთშიც ორშაბათიდან გრძელდება მასშტაბური რუსული სამხედრო წვრთნები, რაც, უსაფრთხოების სპეციალისტების განცხადებით, არის "მოსკოვის ძალის დემონსტრირება მუქარის ქვეტექსტით."

ნინო ქეთელაური
27.07.2017

 "თუ ამ სანქციებმა აშშ-ევროპის დაპირისპირება გამოიწვია, შესაძლოა, ეს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეც აისახოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ევროპამაც დაუჭიროს მხარი," - ასეთია ექსპერტთა შეფასება რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

გვანცა ღვედაშვილი
27.07.2017

 "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი, წინა კვლევასთან შედარებით, მომატებულია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 23% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში.

ნათია ლომიძე
27.07.2017

 რეგიონებში ტექდათვალიერებისთვის განკუთვნილი ცენტრების მშენებლობა არ დაწყებულა, არადა, ავტომობილების ინსპექტირებისთვის ბაზა 2018 წლის პირველ იანვრამდე უნდა მომზადდეს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ შერჩეული შვეიცარიული კომპანია ღიად არ მუშაობს და არ ასაჯაროებს იმ მნიშვნელოვან საკითხებს. სავარაუდოდ, ტექდათვალიერების თარიღი კიდევ გადაიწევს, რადგან პროცესი ზედმეტად ბუნდოვანია.

გვანცა ღვედაშვილი
27.07.2017

 "დასავლეთმა კონკრეტული მოთხოვნები უნდა წაუყენოს მოსკოვს და არა მხოლოდ მინსკის შეთანხმების შესრულება უნდა იყოს სავალდებულო, არამედ მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყირიმის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოგვარებაზეც"- აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" ინტერვიუში და აქვე აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დასარეგულირებლად აუცილებელია, უკრაინას შეტევითი ხასიათის იარაღი გადაეცეს.

ნინო ქეთელაური
27.07.2017

 "აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ახალი ადმინისტრაცია არ აპირებს სტრატეგიული მოკავშირეების უყურადღებოდ დატოვებას და ერთგულია იმ მისწრაფებების, რაც აკავშირებს საქართველოსა და უკრაინასთან," - აცხადებს პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
27.07.2017

 როდის დაიწყო საქართველოში მინის წარმოება, ამაზე ცნობები არც ქართულ და არც უცხოურ წყაროებში არ მოიპოვება, თუმცა არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე მრავლად არის აღმოჩენილი როგორც მინის ჭურჭელი, ასევე მინის წარმოების საამქროები.

ნათია ლომიძე
27.07.2017

 5-წლიან დავაზე, რომელიც 2010 წელს კომპანიის აქციონერების მიერ ქონების იძულებით დათმობას ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლომ "თბილავიამშენის" აქციონერების სარჩელი არ დააკმაყოფილა. "თბილავიამშენის" საკონტროლო პაკეტის ყოფილი მფლობელი პანტიკო თორდია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. მისი თქმით, პროცესი ზემდგომი პირებისგან იმართებოდა, პროცესის მონაწილეები მათ დავალებებს ასრულებდნენ.

ნათია ლომიძე
26.07.2017

 თბილისში ავარიულ უბნებს ახალ-ახალი დასახლებები ემატება. ტრადიციულად, პრობლემურ უბნებს უკვე ნაძალადევი, დიდუბე და აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაც დაემატა. იქ ავარიული სახლების რაოდენობა უკვე ნორმას აღემატება. ასეთ სახლებში ცხოვრება სახიფათოა. ურბანისტების თქმით, ქვეყანაში არ არსებობს გასახლების როგორც პოლიტიკა, ასევე სტრატეგია.

ნინო ქეთელაური
26.07.2017

 "როგორც იქნა, ტრამპმა მოიცალა საქართველოსთვის", - ასე ეხმაურებიან პოლიტოლოგები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში. როგორც ცნობილია, მაიკ პენსი 31 ივლისს, ორი დღით ჩამოვა და საქართველოს პირველ პირებს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

თამარ მუკბანიანი
26.07.2017

 საბაჟო გადასახადის გვერდის ავლით ტვირთის შემოტანის მცდელობა საკმაოდ ხშირია. პარალელურად, გაზრდილია საგამოძიებო სამსახურის მხრიდან კონტროლი და პრევენციაც. აღნიშნული სახის დანაშაული აზიანებს როგორც მოქალაქეების და სახელმწიფო ინტერესებს, ასევე ხელს უშლის ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნას.

ნათია ლომიძე
26.07.2017

 რეგიონებში გაზის ტარიფის მატება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ბუნებრივი აირის გაძვირება ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და გაიზრდება როგორც სურსათის ფასი, ასევე კომუნალური ხარჯი. ეს რეგიონებში არსებულ სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს. ენერგეტიკოსების აზრით, ტარიფის ამ მასშტაბით გაზრდა სულაც არ იყო აუცილებელი. მაღალი გადასახადის გამო მოსახლეობა ვეღარ შეძლებს გასათბობად გაზის გამოყენებას და მასობრივად გადავა შეშის მოხმარებაზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×