გვანცა ღვედაშვილი 21.07.2017
შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 3 თვის თავზე სულ 45 000-მდე საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა გადაადგილების თავისუფალი რეჟიმით. საზღვრიდან უკან მობრუნებულთა რიცხვი კი 145-ს არ აღემატება.
|
თიკო ოსმანოვა 21.07.2017
მთავარი კითხვა - როგორ მოხდა პასპორტის გარეშე საზღვარზე ჟურნალისტის გადაყვანა, პასუხგაუცემელია, თუმცა თანამდებობიდან გათავისუფლებულები არიან სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით ნიკოლეიშვილი და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი ოთარ კუპრაშვილი.
|
გვანცა ღვედაშვილი 21.07.2017
"ყველაზე მთავარი ახლა ის არის, რომ ევროპული ინტეგრაციის გზა დარჩეს ჩვენს პრიორიტეტად და საქართველომ იზრუნოს იმაზე, რომ ეს პროცესი არ შეწყდეს", - ამის შესახებ "რეზონანსთან" საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი საუბრობს და აქვე აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმის პროცესი ჯერჯერობით მშვიდად მიმდინარეობს და რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ ყოფილა.
|
ია აბულაშვილი 21.07.2017
"მოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ცნობილი გამომცემელი და "საქართველოს სამოთხის", "საქართველოს დიდების" და სხვა ისტორიულ თხზულებათა საქართველოს შესახებ ავტორი, მიხეილ საბინინი" - ასეთი მოკრძალებული განცხადება გამოქვეყნდა გაზეთ "ცნობის ფურცელში" 1900 წლის 13 მაისს საქართველოს სიძველეებისა და ეკლესიის ისტორიის გამორჩეული მკვლევარის - მიხეილ საბინინის გარდაცვალების შესახებ, რომელიც მოსკოვში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.
|
სოფო ჩხიკვაძე 21.07.2017
უძილობა, ანუ ინსომნია, ფართოდ გავრცელებული და საკმაოდ სერიოზული დაავადებაა. ხშირად მას მხოლოდ ნევროზულ ფონს უკავშირებენ, თუმცა რეალურად გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია - მსუბუქი ნერვიულობით დაწყებული, ქრონიკული დაავადებებით დამთავრებული. 21-ე საუკუნის საქართველოში მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც უძილობის პრობლემა აწუხებთ.
|
თიკო ოსმანოვა 21.07.2017
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა - "მოამბის" აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ფუტკარაძემ ტელეკომპანია დატოვა და, სავარაუდოდ, "მაესტროში" გააგრძელებს მუშაობას. კონკრეტულად რა თანამდებობაზე, ამ დეტალებზე არც ფუტკარაძე და არც არხის გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური ჯერჯერობით არ საუბრობენ.
|
ნინო ქეთელაური 20.07.2017
სიცხესთან დაკავშირებით სპეციალისტები მოქალაქეებს სითხის მიღებას, ჩაცმულობაზე ყურადღების გამახვილებას და შუადღის საათებში ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
|
თიკო ოსმანოვა 20.07.2017
თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვით ადრე ჯერ კიდევ უცნობია რეგიონებში პოლიტიკური პარტიების მერობის კანდიდატები. თბილისისგან განსხვავებით, ქუთაისში კანდიდატი არც ერთ პარტიას არ დაუსახელებია, თუმცა გამარჯვებას აქედანვე მმართველი ძალის კანდიდატს უწინასწარმეტყველებენ. მეტიც, "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენელი გოგი წულაია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება უკვე დაიწყო.
|
სოფო ჩხიკვაძე 20.07.2017
ზაფხულის დადგომასთან ერთად, დედაქალაქში მომრავლდნენ ველოსიპედით მოსიარულე ადამიანები. ვინც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს, ცდილობს, დრო ველოსიპედით სეირნობაში გაატაროს. ეს არა მარტო განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. ბოლო წლებში ველოსიპედით გადაადგილება თავისებურ მოდად იქცა.
|
გვანცა ღვედაშვილი 20.07.2017
მცირე პაუზის შემდეგ "ქართულ ოცნებასა" და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონფლიქტი განახლდა. "ქართული ოცნების" დეპუტატები პრეზიდენტისგან ბოდშის მოხდას მოითხოვენ. მმართველი ძალის უკმაყოფილება და გაღიზიანება საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ თენგიზ ფხალაძის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებები "ამბასადორიალზე" "ელჩებისთვის პარტიული დავალებების მიცემად" შეაფასა.
|
მარი ჩიტაია 20.07.2017
საქართველო საგარეო ვაჭრობაში არ ცვლის ტრენდს და კვლავ ნედლეულის ექსპორტიორ ქვეყნად რჩება. როგორც ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს, სხვაობა მხოლოდ ციფრებშია და ბოლო 15 წლის განმავლობაში სტრუქტურულად ქართულ ეკონომიკას თითქმის არაფერი შემატებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის იანვარ-ივნისის მონაცემითაც, ექსპორტზე პირველ ადგილს კვლავ ფეროშენადნობები იკავებს.
|
გვანცა ღვედაშვილი 20.07.2017
"ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელს, თათია დოლიძეს, ოს სეპარატისტებთან კავშირში ადანაშაულებს და უშიშროებისგან მის დაკითხვას მოითხოვს. იგი მტკიცებულებად ოსი ჟურნალისტის - თემურ ცხურბატისა და თათია დოლიძის ერთობლივ ფოტოს და ცხურბატის ვიდეოს აქვეყნებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ სადღობელაშვილის მიერ სეპარატისტად მოხსენიებული ჟურნალისტი ბოლო წლებში აქტიურად არის ჩართული ოსებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში.
|