ნათია ლომიძე 20.07.2017
უმუშევრებისთვის კომპენსაციის დაწესებას სპეციალისტების უმეტესობა შორეულ პერსპექტივაშიც კი ძნელად ვარაუდობს. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა გაცნობიერებული აქვს სახელმწიფოსაც, ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. დასაქმების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მთავრობას ადრე თუ გვიან მოუწევს უმუშევარი მოქალაქეების ხელშემწყობი ღონისძიების გატარება, თუმცა კონკრეტული მოდელი, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს, ჯერჯერობით არ აქვთ.
|
მარი ჩიტაია 20.07.2017
არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციები ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ. "არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაცია", - ასე ეწოდება ორგანიზაციას, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა. ასოციაციის შექმნის მიზანია, ხელი შეეწყოს არასაბანკო ფინანსური ბაზრის განვითარებას, სექტორის მონაწილეების დაცვასა და მთლიან საფინანსო ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას.
|
ია აბულაშვილი 20.07.2017
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის არ მიუმართავს. თუმცა მოგვიანებით "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია გადაამოწმა და გაირკვა, რომ უკრაინამ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი გასცა და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია.
|
ნინო ქეთელაური 20.07.2017
"ჩვენ თვითმიზანი არ უნდა გავიხადოთ სააკაშვილის დასჯა და უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩავაყენოთ უკრაინის პრეზიდენტი," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "რეზონანსთან" საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 20.07.2017
"ყველაზე უფრო მისი ნიჭის თაყვანისმცემელი იყო ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობდა, რუსთაველის შემდეგ ჩვენ ასეთი ნიჭიერი პოეტი არ გვყოლიაო. "ხუთაშაბათობის სხდომებზე", რომელნიც ილიას ბინაზე ეწყობოდა-ხოლმე და რომელთაც ესწრებოდნენ რედაქციის ყველა წევრი, მწერლები და ილიას მეგობრები, ხშირად კითხულობდნენ ვაჟა-ფშაველას ამა თუ იმ თხზულებას" - წერდა თავის მოგონებებში ვაჟაზე ექვთიმე თაყაიშვილი.
|
მარი ჩიტაია 19.07.2017
სემეკ-მა თბილისელების გული მოიგო, მაგრამ რეგიონში მცხოვრებლებს იმედი აშკარად გაუწბილა. სპეციალისტების თქმით, რეგიონებში განხორციელებული ინვესტიციები ტარიფზეც აისახა, რის გამოც გადასახადი, თბილისთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუძვირდათ.
|
ნინო ქეთელაური 19.07.2017
ახალი მეტროსადგურები, მიწისქვეშა სივრცეების მაქსიმალური გამოყენება, მტკვარზე წყლის ტრანსპორტის აღდგენა, სპეციალიზებული სავაჭრო ცენტრების განვითარების შეზღუდვა - ეს ის საკითხებია, რომლებსაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ახალი კონცეფცია ითვალისწინებს.
|
ნინო ქეთელაური 19.07.2017
აფხაზეთში კრიმინალმა საგანგაშო ხასიათი მიიღო. დაყაჩაღება, გატაცება, გაუპატიურება, მკვლელობა, ეს ის დანაშაულებია, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე სისტემატურად ხდება.
|
თეო გუდავაძე 19.07.2017
ივლისის შუა რიცხვებია, ტემპერატურა უკვე პიკზეა, ადამიანის ორგანიზმს წყალი მაქსიმალური დოზით სჭირდება. დღესდღეობით დედაქალაქში სასმელი წყლის დალევა თითქმის შეუძლებელია, რადგან წყლის სოკოები, რომლებიც ქუჩებში, სკვერებსა და პარკებშია დამონტაჟებული, მწყობრიდანაა გამოსული. საუკეთესო შემთხვევაში, ყოველი ათიდან ორი-სამი თუ მუშაობს. წყლის რესურსი ქვეყანაში საკმარისზე მეტია, ხალხი კი სკვერებში გაფუჭებულ სისტემებზე წუწუნებს.
|
ნათია ლომიძე 19.07.2017
შარშანდელთან შედარებით, ხორბალი წელს ოდნავ ნაკლებია. თუმცა, არასახარბიელო საერთაშორისო ტენდენციის ფონზე, ქართველი მეხორბლეები გაცილებით იმედიანად არიან. კახეთში ალოობას მალე დაასრულებენ. ამ დროისთვის დიდ ნაკვეთებზე საშუალოდ 3-დან 4 ტონამდე (1 ჰა ფართობზე) ხორბალია აღებული. მიუხედავად იმისა, რომ ფასი დაბალია, მოსახლეობა სეზონის დასრულებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 19.07.2017
"რუსეთისადმი დაკისრებულ სანქციებს თანდათან მოაქვს შედეგი, ამას ორიოდე დღის წინ რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებაც მოწმობს, რომ რუსეთში უცხოური ვალუტის შედინება შემცირდა. ამიტომ მგონია, რუსეთს თანდათან მოუწევს დათმობაზე წასვლა, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე დასავლურ სამყაროსა და ამერიკასთან მიმართებაში," - აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" საუბრისას.
|
გვანცა ღვედაშვილი 19.07.2017
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოში მეუფე დიმიტრის დაკითხვისას, პროკურორის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საპატრიარქოში ქონებრივ მაქინაციებთან დაკავშირებით დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებები კონკრეტული სასულიერო პირებისა და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. მამალაძის ადვოკატი კი აცხადებს, მეუფე დიმიტრის დაკითხვის შედეგად გამოირიცხა გამოძიების ის ვერსია, რომ დეკანოზის კარიერული წინსვლის ხელისშემშლელი შორენა თეთრუაშვილი იყო.
|
|