ნათია ლომიძე 15.07.2017
მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ხან ელვისებურად იაფდება, ხანაც - ძვირდება. თუკი რამდენიმე დღის წინ 1 ბარელი 45 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, დღეს უკვე 49 აშშ დოლარს მიაღწია. ამის გამო საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასის კლებაზე თავს ყველა იკავებს.
|
გვანცა ღვედაშვილი 15.07.2017
პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის ჩვენების საფუძველზე, პროკურორის განცხადებით, დადასტურდა, რომ თეთრუაშვილი დეკანოზის კარიერული წინსვლისთვის დამაბრკოლებელი გარემოება იყო. თუმცა დეკანოზის ადვოკატ გიორგი ფანცულაიას პოზიცია განსხვავებულია. მისი თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი მოკვლის საბაბი არ ჰქონდა.
|
ნინო ქეთელაური 15.07.2017
"დაიწყო ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა" - ასე შეაფასა "ქართველთა მარშის" ერთმა ორგანიზატორმა სანდო ბრეგაძემ გუშინ გამართული მსვლელობა, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, 24-ე საჯარო სკოლიდან დაიწყო და "მარჯანიშვილის" მეტროსთან სიტყვით გამოსვლებით დასრულდა.
|
მარი ჩიტაია 15.07.2017
სესხების გაცემის ტენდენცია გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ გაცემული კრედიტების დაბრუნების მხრივ როგორც ბანკებს, ასევე ონლაინ კომპანიებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სერიოზული პრობლემა აქვთ, მოთხოვნაც და მიწოდებაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სპეციალისტები ჭარბვალიანობის საფრთხეზე ალაპარაკდნენ, რაც სამომავლოდ ათასობით ოჯახის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. იშვიათად მოიძებნება ადამიანი ან ოჯახი ერთი საკრედიტო ვალდებულებით, მოსახლეობის უმეტესობას რამდენიმე მიმდინარე სესხი აქვს.
|
მამუკა ნაცვალაძე 15.07.2017
მცხეთის ჯვარი საქართველოს ისტორიის ყველა დროის გამორჩეული სიმბოლოა. უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ადგილას მეშვიდე საუკუნეში აგებული კულტურის ეს უბრწყინვალესი ნიმუში იმთავითვე ქვეყნის თავისუფლების გამოხატულებად იყო ჩაფიქრებული.
|
გვანცა წულაია 15.07.2017
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, მეტსახელად "ბახალა" 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
|
ია აბულაშვილი 15.07.2017
უცხოეთში გადახვეწილი ქართველი მოღვაწეების კვალის ძიების საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რეზო თაბუკაშვილს, რომელმაც ამ თემას დოკუმენტური ფილმების მთელი ციკლი მიუძღვნა. მისი დამსახურებაა, რომ საქართველოს დაუბრუნდა სხვადასხვა წიგნთასაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები და ფოტომასალა, მათ შორის თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების გერონტი ქიქოძის მიერ გადაღებული ფოტოები; ერეკლე მეფის წერილები ვენეციის გამგებლისადმი; სულხან-საბა ორბელიანის სამაჯური, რომელიც რომის პაპმა აჩუქა და უცხოეთში წლების განმავლობაში გაბნეული საქართველოს ბევრი უნიკალური ნივთი.
|
ნინო ქეთელაური 15.07.2017
"მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ისეთი სახის დათმობაზეა საუბარი, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს იმ დავიდარაბას, რომელშიც საცოდავი ქართული კონსტიტუცია გაეხვია," - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "ქართულ ოცნებასა" და 20 პოლიტიკურ პარტიას შორის დაწყებული ახალი მოლაპარაკების შესაძლო შედეგს.
|
ნათია ლომიძე 14.07.2017
მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მიწის უფასო რეგისტრაცია ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ივნისის მონაცემების მიხედვით, მიწა მხოლოდ 144 517-მა მოქალაქემ დაიკანონა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. პროექტის დასრულებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და ნაკლებად სავარაუდოა, ამ პერიოდში მოსახლეობა გააქტიურდეს.
|
მარი ჩიტაია 14.07.2017
საქართველოში მეორადი საბურავების გადამუშავება უკვე შესაძლებელია. ინოვაციური პროექტის ფარგლებში, მულტიფუნქციური სპორტული მოედნებისა და მოდერნიზებული ასფალტის წარმოება იგეგმება. ახალ ბიზნეს წამოწყებას ბიძგი გაზეთმა "რეზონანსმა" და მისმა კვლევამ მისცა.
|
გვანცა ღვედაშვილი 14.07.2017
თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტოლოგები "ქართული ოცნების" გამარჯვებას პროგნოზირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საარჩევნო კამპანია სერიოზულად არც კი დაწყებულა, მიაჩნიათ, რომ ფავორიტი მაინც სახელისუფლებო პარტიაა, რადგან 2016 წლის არჩევნების შემდგომ ოპოზიციამ ჩამოყალიბება ვერ მოახერხა.
|
თიკო ოსმანოვა 14.07.2017
თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე ჯერ კიდევ უცნობია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები. შესაბამისად, გაურკვეველია, გახდება თუ არა რომელიმე რეგიონი "ოცნებისთვის" აქილევსის ქუსლი. "ოცნების" მარცხს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პროგნოზირებს. ამბობს, რომ მთავარი ორთაბრძოლა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს შორის გაიმართება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|