ვახტანგ შამუგია
12.07.2017

 ბაქოს საზღვაო პორტში რუსული იარაღითა და საბრძოლო მასალებით დატვირთული კიდევ ერთი ბარჟა შევიდა - ეს ტვირთი აზერბაიჯანმა რუსეთთან ჯერ კიდევ 2010 წელს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო.

ია აბულაშვილი
12.07.2017

 მეორე მსოფლიო ომი, რომელიც ყველაზე სისხლისმღვრელი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში, საქართველოსთვის ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა. ამ პატარა ქვეყნიდან 800 ათასი მეომარი გაიწვიეს ომის წლებში, აქედან 300 ათასზე მეტი ბრძოლის ველზე დაეცა, ბევრი უგზოუკვლოდ დაიკარგა.

ვახტანგ შამუგია
12.07.2017

 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამატებითი სამხედრო შეიარაღების შეძენას გეგმავს. საუბარია ქართული არმიის შეიარაღებაში არსებული საბჭოური წარმოების ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვიამფრქვევების დასავლური ანალოგებით ჩანაცვლებაზე. ამ ეტაპზე ქართველ ჯარისკაცებს შეიარაღებაში მეტწილად "აკ" სისტემის ავტომატები და "პკ" ტიპის ტყვიამფრქვევები აქვთ.

ნინო ქეთელაური
11.07.2017

 ბოლო დროს საერთაშორისო დონის შეხვედრებზე საქართველო აქტუალობას კარგავს, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, ჩვენი ქვეყნის დიპლომატიის შესუსტებითა და დასავლეთის მხრიდან მოვლენების არასწორი შეფასებითაა განპირობებული. ეს "დიდი ოცეულის" სამიტზეც გამოიკვეთა, სადაც მხოლოდ უკრაინის ოკუპაცია ახსენეს და საქართველო "სხვა ქვეყნების" რიგებში მოხვდა.

მარი ჩიტაია
11.07.2017

 ჰაერის დაბინძურების მხრივ თბილისი ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება კატასტროფულად მაღალია, რაც უმეტესწილად ავტომობილების გამონაბოლქვით არის გამოწვეული. განსაკუთრებით მეტია საფრთხე იმ უბნებში, რომლებიც ტრანსპორტის ნაკადით არის გადატვირთული. თბილისის შემდეგ ჰაერის მდგომარეობა ყველაზე მეტად საშიშია ზესტაფონში, ჭიათურაში, რუსთავში, ტყიბულსა და კასპში. 6 ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქებიდან 3 აღმოსავლეთ საქართველოშია და 3 კი - დასავლეთში.

თამარ მუკბანიანი
11.07.2017

 საქართველოში ბოლო პერიოდში საშუალო და დაბალი პოზიციის ვაკანსიებზე ხელფასი შემცირებულია. კომპანიები ფინანსური სირთულეების გადალახვას და ხარჯების დაზოგვას დასაქმებული ადმიანების ხარჯზე ცდილობენ. ყველა იაფი მუშახელის ძიებაშია.

მარი ჩიტაია
11.07.2017

 პირამიდულმა საფინანსო კომპანიებმა მოსახლეობას ბოლო წლებში წელიწადში 100 მლნ დოლარზე მეტი გამოსძალეს. ეს მონაცემი სხვადასხვა დროს მეანაბრეებისთვის მიყენებული ზარალის ამსახველ ციფრებს ეყრდნობა. მარტო საფინანსო კომპანია "საქართველოს" შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 70 მლნ დოლარს შეადგენს. "ემეფიქს ბროკერ ჯორჯიას" მეანაბრეებისგან 20 მლნ დოლარზე მეტო თანხა აქვს მითვისებული, ხოლო უფრო ადრე "ოქროს ირემმა" კლიენტების 10 მლნ დოლარი მიითვისა. მიუხედავად ამისა, მომხმარებლების უფლებების დაცვაზე საქართველოში არავინ ზრუნავს.

მარი ჩიტაია
11.07.2017

 დედაქალაქის შემდეგ ბაზრობები უკვე რეგიონებშიც იწვის. აქამდე ხანძარი მხოლოდ თბილისს უკავშირდებოდა, მაგრამ ფოთის ბაზრის განადგურებამ ეჭვი ძალიან გაამძაფრა. მოვაჭრეებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების გარდა, კითხვებს უკვე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც სვამენ. ფოთის მერ ირაკლი კაკულიას უკვირს, რატომ ჩნდება სავაჭრო ცენტრებში ხანძარი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით.

ნათია ლომიძე
11.07.2017

 თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებსა და კომპანიას შორის დაპირისპირების ახალი ფაზა დაიწყო. რასაკვირველია, ზაფხულის პერიოდში ამის მიზეზი კონდიციონერია, რომლის ჩართვასაც მგზავრები დაჟინებით ითხოვენ. მძღოლების თქმით, გაუმართავი მანქანები მალე ზიანდება და კონდიციონერის ჩართვა სხვა უფრო მაღალფასიანი ნაწილის დაზიანებას იწვევს, რის ხარჯებსაც კომპანია არ ანაზღაურებს. გარდა ამისა, აპარატურის შესაკეთებლად რიგში უწევთ დგომა.

თიკო ოსმანოვა
11.07.2017

 "მიდის ერთმანეთზე გადაბრალება - ხელისუფლება აბრალებს ოპოზიციას, რომ ის არ მიდის კოსენსუსზე, ხოლო ოპოზიცია - ხელისუფლებას. ეს თამაში დადგმულია იმიტომ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს კონსენსუსის მიღწევა.

ნინო ქეთელაური
11.07.2017

 "ბუნებრივია, რომ საკითხები კვლავ შეუთანხმებელი დარჩა. იმიტომ, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, პირველ რიგში, იდეოლოგიაში.

ვახტანგ შამუგია
11.07.2017

 გასული კვირის ბოლოს სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა - პირველად 2016 წლის ე.წ. "აპრილის ომის" შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ მოწინააღმდეგესთან შორსმსროლელი მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარები გამოიყენა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×