მარი ჩიტაია 06.07.2017
წლის ბოლომდე ინფლაციის მხრივ 9-წლიან რეკორდს მივუახლოვდებით და შეიძლება, "გავაუმჯობესოთ" კიდეც. ჯერჯერობით კი, 2011 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში ყველაზე მაღალი, 7.1%-იანი ინფლაცია ფიქსირდება. სპეციალისტები თითქმის დარწმუნებული არიან, რომ წლის ბოლოს ქვეყანა ორნიშნა ინფლაციამდე მივა.
|
თინათინ გოგიშვილი 06.07.2017
აფხაზეთის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა, ჩვენ კი კვლავაც ვეძებთ აფხაზებთან ურთიერთობის მოგვარების გზებს. "ვაპატიოთ ეს ომი ერთმანეთს, რათა არ განმეორდეს," - აფხაზი პოლიტიკოსი ლორიკ მარშანია, ვინც აფხაზეთის მომავალს მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობაში ხედავდა, ამ სიტყვებს სიცოცხლის ბოლომდე დაუღალავად იმეორებდა.
|
ია აბულაშვილი 06.07.2017
"რა თქმა უნდა, თბილისის მერმა, მიუხედავად თავისი ენერგიული მცდელობისა, ბევრი ვერ გააკეთა, ეს შეუძლებელიც იყო სამი წლის განმავლობაში. მაგრამ მრჩეველთა საბჭო იმედით შეჰყურებს ხვალინდელ არჩევნებს და ვინ იცის, იქნებ ახალმა მერმა, იმედი მაქვს, რომ კახი კალაძე გაიმარჯვებს, თავისი მტკიცე ნებითა და საინჟინრო-ადმინისტრაციული გამოცდილებით, ბევრი რამ ახალ საწყისებზე დააფუძნოს და ბოლომდე მიიყვანოს. ჩვენ, ჩვენი მხრივ რჩევას არ დავაკლებთ," - აცხადებს მერიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, მწერალი რევაზ მიშველაძე, რომელსაც "რეზონანსი" მერიაში გამართულ მრჩეველთა საბჭოს სხდომის თაობაზე გაესაუბრა.
|
ნათია ლომიძე 06.07.2017
წელს თბილისში ხეების ინვენტარიზაციის პროცესი დაიწყება. პროცესი მწვანე საფარის გამრავალფეროვნებას ხელს შეუწყობს და ის მცენარეებიც გადარჩება, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია. დედაქალაქში მსგავსი პროცედურა ბოლო 40 წელია, არ ჩატარებულა. ეკოლოგები ამბობენ, რომ ქალაქში ხეებისა და მცენარეების თვალსაზრისით მდგომარეობა მძიმეა. გამხმარია ათეულ ათასობით ნარგავი, მისი ჩანაცვლების პროცესი კი ნელა მიმდინარეობს.
|
ნათია ლომიძე 05.07.2017
ბოლო წლებში საქართველოდან მასობრივად გაედინება ცოცხალი სამუშაო ძალა. ამის გამო მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ შობადობის მხრივ ქვეყანაში საგანგაშო ვითარება არ არის. დემოგრაფების აზრით, ხალხის ადგილზე დამაგრება მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით მოხერხდება. სხვა შანსი თითქმის არ არსებობს.
|
მარი ჩიტაია 05.07.2017
ბუნებრივი აირის ახალი ტარიფის დადგენამდე 2-3 კვირა რჩება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში კომპანიების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციები უკვე შესწავლილია. როგორც უწყებაში განმარტავენ, საკითხი დღის წესრიგში მალე შევა და საჯარო სხდომა დაინიშნება.
|
თიკო ოსმანოვა 05.07.2017
არჩევნებამდე 3 თვით ადრე ჯერ კიდევ უცნობია პოლიტიკური პარტიების რეალური რეიტინგები. ბოლო რამდენიმე თვეა, სოციოლოგიური კვლევების შედეგებიც არ დადებულა. თუმცა პოლიტოლოგთა უმეტესობა მაინც დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებს დიდი უპირატესობით "ქართული ოცნება" მოიგებს. საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელ ზურაბ ბიგვავას განცხადებით, საერთო ჯამში, პარტიების რეიტინგი შემცირებულია, თუმცა "ოცნების" რეიტინგი 3-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასული პარტიის რეიტინგს.
|
თიკო ოსმანოვა 05.07.2017
"ქვეყნის დეგრადაციის პროცესი გრძელდება და თუ რაღაც არ შეიცვალა, კრიზისის ჩამოყალილება გარდაუვალია. ეს კრიზისი არა მგონია, ადგილობრივ არჩევნებზე ჩამოყალიბდეს, მაგრამ არცთუ ისე დიდი დროა დარჩენილი ამ კრიტიკულ წერტილამდე", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
|
ეკატერინე ბასილაია 05.07.2017
რუსული მცოცავი ოკუპაცია შიდა ქართლში ისევ გრძელდება. ამჯერად, გორის სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა კიდევ 10 ჰექტარი დამუშავებული მიწა მიიტაცეს, 700 მეტრით გადმოსწიეს ე.წ. საზღვარი.
|
მარი ჩიტაია 05.07.2017
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მზადაა. ახალი წყალსადენის სისტემა, მტკვრის შენაკადი მდინარეების გახსნა და რეკრეაციული ტერიტორიების მოწყობა, სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდის შეზღუდვა იმ საკითხების ნაწილია, რომლებიც თბილისის გენერალური გეგმის პროექტშია ასახული.
|
თეო გუდავაძე 05.07.2017
ცხელი ივლისი დაიწყო და ძალიან გააქტიურდა იმ საზაფხულო ბანაკების საკითხი, რომლებიც ყოველწლიურად სხვადასხვა ადგილას ეწყობა. მათი ნაწილი თემატურია, მაგალითად, ეკოლოგიური, ადამიანის უფლებების, ლიდერული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებელი, უცხო ენის შესასწავლი და ა.შ. საინტერესოა, რა კატეგორია ხვდება ამ ნაკადში და რა პრინციპით არჩევენ უფასო ბანაკებში წასაყვანად ახალგაზრდებს.
|
გვანცა წულაია 05.07.2017
"ფრთხილად იყავით და ბავშვები უმეთვალყურეოდ არ დატოვოთ" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა თავის "ფეისბუქზე" მოძრაობა "ეროვნულების" თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე ვარკეთილში არასრულწლოვანთა მომხდარ გარყვნილობის ფაქტს.
|
|