ია აბულაშვილი 05.07.2017
ჩვენში მთასვლელობა მარტო მთაზე მსვლელობა არასოდეს ყოფილა, იგი ჩვენი ეროვნული ყოფით, ისტორიითა და გეოგრაფიით ნაკარნახევი ვაჟკაცური მოღვაწეობა იყო და არის", - ეს სიტყვები ალპინიზმზე შეყვარებულ კაცს, ცნობილ ქართველ მწერალ ლევან გოთუას ეკუთვნის, რომელსაც არ შეიძლება არ დაეთანხმო, როცა ისტორიამ ამდენი მასალა შემოგვინახა მიუდგომელ მწვერვალებზე ქართველთა ასვლის შესახებ.
|
ნინო ქეთელაური 05.07.2017
დემირელის სახელობის სკოლების მმართველ მუსტაფა ემრე ჩაბუქს მისცემენ თუ არა თავშესაფარს საქართევლოში, 7 ივლისს გახდება ცნობილი.
|
თიკო ოსმანოვა 04.07.2017
ბოლო 5 წელიწადში საქართველოში 10 სავაჭრო ცენტრი თუ ბაზრობა დაიწვა. თითქმის ყველა შემთხვევაში ხანძრის გამომწვევ მთავარ დამნაშავედ ელექტროგაყვანილობა სახელდება, მაგრამ იქვე ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდება.
|
მარი ჩიტაია 04.07.2017
ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ინტერვენციებმა ლარი ერთ ადგილზე გააშეშა. სებ-მა სავალუტო აუქციონის მეშვეობით ბაზარს თითქმის 90 მლნ დოლარი გამოაცალა, აქედან 70 მლნ დოლარი ბოლო 3 კვირაში. შედეგად, ლარის კურსის გამყარება ვერ მოხერხდა, ამასობაში კი ინფლაციამ ბოლო წლების რეკორდი მოხსნა. ფინანსისტების გათვლით, სავალუტო ინტერვენციების გარეშე კურსი ახლა 2,30-ის ფარგლებში იქნებოდა.
|
მარი ჩიტაია 04.07.2017
ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთში მცირე და საშუალო საწარმოები მომრავლდა. მათი უმეტესობა რუსული, სომხური, ჩინური და უკრაინულია. როგორც "ბიზნეს-რეზონანსმა" გაარკვია, უცხოელი ინვესტორების აქტიურობა განპირობებულია პროდუქციის თვითღირებულების დაბალი ფასით, რაც იაფ ენერგიას და მუშახელს უკავშირდება. პირველ რიგში კი, ეს არის უფასო დენი, რომლითაც საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიას ამარაგებს. მისი მომხმარებელი სწორედ უცხოური საწარმოებია, რომლებიც მიზერული ტარიფით დიდ სარგებელს იღებენ, მაგრამ საქართველო მხოლოდ ზარალობს. აფხაზეთისთვის მიწოდებული დენის საფასურს საქართველოს ბიუჯეტი ფარავს.
|
ნინო ქეთელაური 04.07.2017
"მოულოდნელად საჭის ქვედა მხრიდან გამოვარდა კვამლი და ცეცხლი. რაც იმ მომენტში მოვიფიქრეთ, იყო ის, რომ მიმავალი მანქანიდან გადმოვმხტარიყავით, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში მანქანა აფეთქდა," - იხსენებს "რეზონანსის" ჟურნალისტი თამთა მურაჩაშვილი, რომლის ავტომობილიც ახლა სრულიად გამოუსადეგარია.
|
ნინო ქეთელაური 04.07.2017
საქართველოში, შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწიოს, რის გამოც სპეციალისტები მოსახლეობას განსაკუთრებული რეკომენდაციებით მიმართავენ.
|
ეკატერინე ბასილაია 04.07.2017
საპატრიარქოს წარმომადგენელი გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ "ციანიდის საქმე" არის ქართული ეკლესიის მტრების მიერ ეკლესიის დისკრედიტაციისთვის დადგმული სპექტაკლი და მეუფე პეტრეს შემდეგ ის მეორე ადამიანია საპატრიარქოში, ვინც მიიჩნევს, რომ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არც პატრიარქს კლავდა, არც შორენა თეთრუაშვილს და მას ციანიდი საერთოდ არც ჰქონდა.
|
რეზონანსი 04.07.2017
სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" იწყებს ელიავას ავტობაზრობაზე 2 ივლისს მომხდარი ხანძრის შედეგად დამდგარი ზარალის დარეგულირების პროცესს. "ჯიპიაი ჰოლდინგში" დაზღვეული იყო თავად შენობა (კონსტრუქციული ნაწილი და შიდა მოპირკეთება), ხოლო რამდენიმე ათეულ მეწარმეს დაზღვეული ჰქონდა მარაგი და ინვენტარი. განაცხადების მიღება დაწყებულია, ხოლო "ჯიპიაის" ანაზღაურების ჯგუფი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რათა ოპერატიულად მოხდეს ზარალის შეფასება და ანაზღაურების გაცემა.
|
თამარ მუკბანიანი 04.07.2017
ბოლო წლებში მესტიის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტია როგორც ქართველების, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვისაც. მიუხედავად ამისა, რეგიონში პრობლემად რჩება კონკრეტულ ტურისტულ ადგილებამდე მისასვლელი გზები. ასევე, საავადმყოფო, სადაც არ არის შესაბამისი აღჭურვილობა, ერთადერთი აფთიაქი კი მხოლოდ დღის საათებში მუშაობს.
|
თიკო ოსმანოვა 04.07.2017
"ქართული ოცნება" არამარტო თბილისში, არამედ თითქმის ყველა რეგიონში მოიგებს არჩევნებს დიდი უპირატესობით, რაც შეიძლება იმაზე ცუდი აღმოჩნდეს შემდგომი პოლიტიკური პროცესისთვის, ვიდრე საკონსტიტუციო უმრავლესობა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.
|
ნათია ლომიძე 04.07.2017
ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება მუდმივად უძვირდება. ამიტომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტს გაურბიან. მიუხედავად საყოველთაო დაზღვევისა, ხალხს მკურნალობისთვის მაინც უზარმაზარი თანხის გადახდა უწევს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|