თეო გუდავაძე 07.07.2017
საზღვაო სეზონი გაიხსნა და ტურისტულ ადგილებში აქტიურად დაიწყო მუშაობა, თუმცა ადგილობრივი ტურისტები რამდენიმე მიზეზის გამო პასიურობენ. ხალხს დასასვენებლად წასვლის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან მათი განკარგვადი შემოსავალი წლიდან წლამდე მცირდება. საკურორტო ზონებში ფასი მატულობს, ხოლო მოსახლეობის შემოსავალი, უკეთეს შემთხვევაში, იგივეა ან სულაც მცირდება, რადგან ინფლაცია და ლარის დევალვაცია ადამიანებს დაზოგვის შესაძლებლობას არ აძლევს.
|
ნათია ლომიძე 07.07.2017
სამორინეებს მკაცრი რეგულაცია დაუწესდება. მოთამაშეების ასაკობრივი ცენზი გაიზრდება. 21 წლამდე ადამიანს კაზინოში შესვლა აეკრძალება. საქართველოში თამაშდამოკიდებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აღწევს, ხოლო აზარტული ბიზნესის ბრუნვა 4 მილიარდია. სპეციალისტები და დეპუტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ პრობლემა სწრაფად და შედეგიანად უნდა გადაიჭრას. პირველ რიგში, აუცილებელია იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც აზარტული თამაშით არიან დაკავებულნი.
|
ნინი ღაჟონია 07.07.2017
2006 წლიდან დღემდე დიმიტრი სანაკოევი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. ჩვენთან ინტერვიუში მან სამომავლო გეგმებზე, ქართულ-ოსურ პროექტებზე, ეკონომიკურ კავშირებზე, კონფლიქტის შესაძლო მოგვარებაზე და სხვა პრობლემებსა თუ პერსპექტივაზე ისაუბრა.
|
თიკო ოსმანოვა 07.07.2017
კერძო ტელემაუწყებლები საქართველოს სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივ მაუწყებლის შესაძლო შემოსვლას აპროტესტებენ. საუბარია იურიდიულ კომიტეტში ინიცირებულ კანონპროექტზე, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სრულად იხსნება შეზღუდვა სპონსორობაზე და ამ ნაწილში მისი რეგულაცია უთანაბრდება კომერციული არხების რეგულაციას. ასევე კომერციული რეკლამის ნაწილში უჩნდება ახალი შესაძლებლობები და დამატებითი დრო კომერციული რეკლამის განსათავსებლად.
|
ია აბულაშვილი 07.07.2017
იონა მეუნარგია, რომელიც საკუთარ თავს ქართული ლიტერატურის "მეწვრილმანეს და ფაქტების მომქუჩებელს" ეძახდა, უბის წიგნაკს დაატარებდა, ამა თუ იმ მწერლის ცხოვრებიდან, შეხვედრებიდან ან საუბრებიდან მნიშვნელოვანი მომენტები რომ მოეხაზა. ქართული ლიტერატურის ამ "მეწვრილმანემ და ფაქტების მომქუჩებელმა" უზარმაზარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა - კრიტიკულ-პუბლიცისტური ნარკვევები, ფელელეტონები, რომლებიც იმდროინდელ ქართულ პრესაში იბეჭდებოდა.
|
ნინო ქეთელაური 07.07.2017
"ახლა ჩვენ უკვე ღიად გვიყიჟინებენ, რომ ყველაფერი ევროპული უკვე მოძველდა და წინ ახალი რუსეთისაკენ," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.
|
გვანცა წულაია 06.07.2017
თბილისის მერობისთვის მებრძოლი კიდევ ერთი კანდიდატი გამოიკვეთა - დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ოფიციალურად ადასტურებს, რომ თბილისის მერობისთვის ბრძოლას იწყებს. ელისაშვილი ახალ საარჩევნო კამპანიაში დამოუკიდებელი სტატუსით ჩაერთვება.
|
ეკატერინე ბასილაია 06.07.2017
"თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოში ქვეყნის პრეზიდენტი ირჩეოდეს საყოველთაო, პირდაპირი არჩევნებით?" - ცესკო-მა საინიციატივო ჯგუფის ეს შეკითხვა უკვე დაარეგისტრირა და ახლა 3 თვეში 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებასა და შემდეგ პრეზიდენტის თანხმობა-უარზეა დამოკიდებული7 ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი.
|
ნათია ლომიძე 06.07.2017
2017 წლის 1-ლი ივლისიდან ლარში ფასდადების პროგრამა ამოქმედდა, თუმცა სხვადასხვა საიტზე უძრავი ქონების ღირებულება მაინც დოლარშია მითითებული. მათი დიდი ნაწილი ეს იმ მეწარმეებისა და ფიზიკური პირების განცხადებებია, რომლებსაც თავიდანვე ეძლევათ უფლება, საკუთარი ქონება უცხოურ ვალუტაში გაყიდონ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ უძრავი ქონების სპეციალისტებს არ სჯერათ ლარიზაციის და მიიჩნევენ, რომ პროგრამა ვერ გამოიღებს დადებით შედეგს.
|
ია აბულაშვილი 06.07.2017
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 7 ივლისს ჰამბურგში "დიდი ოცეულის" ფორმატში ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდებიან. ამის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა რუსეთის პრეზიენტის თანაშემწე იური უშაკოვმა, რაც, თავის მხრივ, თეთრმა სახლმაც დაადასტურა. წინასწარი მონაცემებით, შეხვედრაზე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ორ ძირითად საკითხს განიხილავენ: საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, ასევე - სირიასა და უკრაინაში არსებულ სიტუაციას.
|
ნინო ქეთელაური 06.07.2017
"აქციის საშუალებით ვიძახოთ, არალეგალები გავაძევოთო, ეს არ იქნება სწორი იმ თანამემამულეების მიმართ, რომლებიც უცხო ქვეყნებში ასევე არალეგალურად არიან," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "რეზონანსთან" საუბრისას.
|
თიკო ოსმანოვა 06.07.2017
სექტემბრიდან სატელევიზიო სივრცეში დიდი ცვლილებები იგეგმება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ სეზონს ათეულობით დახურული გადაცემით შეხვდება. მათ შორისაა "ვექტორი", რომლის წამყვან ირაკლი ტაბლიაშვილს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება უკვე მიუვიდა. სამაგიეროდ, თანამშრომლების მხრივ მატება ექნება ტელეკომპანია "იმედს". ნატა მახვილაძის, დიმა ობოლაძისა და "რუსთავი 2"-ის გაყიდვების სამსახურის უფროს კოტე ბათმანიდის შემდეგ, არსებული ინფორმაციით, "იმედში" გადადიან "რუსთავი 2"-ის ყველაზე რეიტინგული მეგა-შოუების პროდიუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|