ია აბულაშვილი 18.07.2017
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით პირველი შეფასებები უკვე გაკეთდა. ქართველი პოლიტოლოგები იმედს გამოთქვამენ, რომ ეს ვიზიტი სიმბოლური ხასიათის არ იქნება და ქართულ-უკრაინული ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება. ვიზიტის მოსალოდნელ შედეგებზე "რეზონანსი" პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს გაესაუბრა.
|
ნინო ქეთელაური 18.07.2017
დემირელის კოლეჯის თანამშრომელ მუსტაფა ჩაბუქის გარდა, მთავრობამ თავშესაფარზე უარი საქართველოში დაკავებულ კიდევ ერთ თურქს უთხრა, რომელსაც ასევე ექსტრადიცია ემუქრება.
|
ნინო ქეთელაური 17.07.2017
"ქართველი პოლიტიკოსების ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები ხდება, პოლიტიზებული და პოპულისტური ხასიათი აქვს," - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ში საქართველოს ელჩისა და გაერო-ს გენერალური მდივნის შეხვედრას.
|
გვანცა ღვედაშვილი 17.07.2017
ზაფხულის დადგომასთან ერთად ტემპერატურაც იმატებს და სულ უფრო მეტი ადამიანი მიისწრაფვის ზღვისკენ, წყალსაცავებისა და მდინარეებისაკენ. სამწუხაროდ, ზაფხულის სეზონში ყველაზე მეტად იმატებს წყალში დაღუპულთა რაოდენობა, მიზეზები კი ძირითადად გაუფრთხილებლობა, დაწესებული შეზღუდვების გაუთვალისწინებლობა და წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში შესვლაა.
|
ნინო ქეთელაური 17.07.2017
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებები გარიგებაზე წავიდნენ და სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დააყენონ.
|
მამუკა ნაცვალაძე 17.07.2017
მეჩვიდმეტე საუკუნე საქართველოს არსებობის ისტორიაში ყველაზე მძიმე პერიოდია. კონსტანტინოპოლის დაცემიდან ორი საუკუნეა გასული, წარსულს ჩაბარდა ქვეყნის დიდება, მსოფლიო ბატონობაზე ფიქრი. უმნიშვნელოვანეს გეოსტრატეგიულ ადგილს, რომელზეც გავლენის მოპოვებას მსოფლიო იმპერიები ოცნებობდნენ, მხოლოდ რეგიონული ინტერესი თუ შემორჩა.
|
თიკო ოსმანოვა 17.07.2017
სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს მალე დატოვებენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დაზარალებულები და ჯერ ობიექტებზე მშენებლობის დასრულებას ითხოვენ.
|
ია აბულაშვილი 17.07.2017
ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ქსოვილებისა და ნაქარგების განყოფილებაში სამი კრეტსაბმელია დაცული, სამივეზე ამოქარგულია "იესეველთა საგვარეულო ხე", რომელიც თემატურად წინასწარმეტყველთა იკონოგრაფიასა და ღვთისმშობლის პირველსახესთანაა დაკავშირებული. დღევანდელ სტატიაში ამ სამი ისტორიული ძეგლიდან მხოლოდ ერთზე, ქეთევანისეულ კრეტსაბმელზე, გვინდა, მკითხველის ყურადღება შევაჩეროთ, რომელიც სიონის ტაძრის აღსავლის კარის ფარდა იყო. ეს უძველესი რელიკვია, ოქროსა და ვერცხლის მჭიდით ნაქარგი საკურთხევლის გადასაფარებელი, მე-19 საუკუნეში აღდგომის წინა დღეს სიონის ტაძრიდან მოიპარეს.
|
თიკო ოსმანოვა 17.07.2017
"მთლიანად გვაქვს პოლიტიკური ელიტის კრიზისი. არჩევანი მისაღებია ცუდსა და უარესს შორის. სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალა, რომელიც ახალ ენერგიას შესძენს პოლიტიკურ პროცესს და საკმაოდ რთული ჩიხური ვითარებიდან გამოსავალს დაანახებს ამომრჩეველს, არ არსებობს," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
|
მარიამ ელიაშვილი 17.07.2017
12 ივლისს ანტარქტიდას ლონდონზე 4-ჯერ დიდი ზომის აისბერგი მოსწყდა, რამაც ყინულოვანი კონტინენტის ტერიტორია დაახლოებით 12%-ით შეამცირა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს მის ლანდშაფტს მთლიანად ცვლის. მკვლევართათვის მომხდარი უცხო არ იყო, ისინი დიდი ხანი აკვირდებოდნენ სადგურ ლარსენ ცე-ს შელფურ მყინვარზე გაჩენილ ნაპრალს და აისბერგის მოწყვეტის საშიშროებას ნათლად ხედავდნენ.
|
მარიამ ელიაშვილი 17.07.2017
შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია "ნოვარტის" მიერ წარმოებულმა კიბოს სამკურნალო პრეპარატმა ამერიკის საკვებისა და სამკურნალო პრეპარატების ადმინისტრაციის მრჩეველთა საბჭოს მოწონება ერთხმად დაიმსახურა. პრეპარატს 10-ვე დელეგატმა რეკომენდაცია უკვე მისცა, ამჟამად მწარმოებლები ადმინისტრაციის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.
|
ია აბულაშვილი 17.07.2017
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობიდან ერთი წელი გავიდა. 2016 წლის 15 ივლისს ხელისუფლების დასამხობად სამხედრო პუტჩი მოეწყო. გავრცელებული ცნობებით, დაიღუპა 300-მდე ადამიანი, ათასზე მეტი კი დაიჭრა. ქვეყნის დედაქალაქსა და ცენტრალურ ქალაქებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა თურქეთის მშვიდობის საბჭომ აიღო.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|