გვანცა წულაია
14.07.2017

 დღეს, 20:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია "ქართველთა მარში" გაიმართება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა საემიგრაციო კანონის გამკაცრება, არალეგალი არაბი და ირანელი მოქალაქეების ქვეყნიდან დეპორტაცია და მათ მიერ საქართველოში გახსნილი იმ კლუბების დახურვაა, სადაც, "ქართველთა მარშის" ორგანიზატორ სანდრო ბრეგაძის თქმით, ბავშვთა პროსტიტუცია ხდება.

გვანცა ღვედაშვილი
14.07.2017

 მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა შემოდგომის ნაცვლად პირველი იანვრიდან დაწესდება. ამის შესახებ "რეზონანსთან" საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი აცხადებს და მიზეზად ორ ძირითად არგუმენტს ასახელებს. პირველი, რომ შეუძლებელია, ქალაქში საჭესთან დასვა ადამიანი, რომელზეც წარმოდგენა არ გაქვს, ფლობს თუ არა საჭეს და მეორე - ქალაქებში, სადაც უნდა ჩატარებულიყო პრაქტიკული გამოცდა, ვერ მოიძებნა ქუჩა, რომელზეც გამართული იქნებოდა ინფრასტრუქტურა, საგზაო ნიშნები და მონიშვნები ისე იქნებოდა მოწყობილი, რომ საგამოცდოდ გამოდგებოდა.

მარი ჩიტაია
14.07.2017

 აფხაზეთში ტურისტული სეზონი კატასტროფის პირასაა. ოკუპირებულ რეგიონში გახშირებული კრიმინალის გამო რუსი ტურისტები იქაურობას მასობრივად ტოვებენ. ამ მხრივ მაპროვოცირებელი გახდა 11 ივლისს გუდაუთასთან მომხდარი სისხლიანი ყაჩაღობის ფაქტი, როდესაც ერთი რუსი ტურისტი მოკლეს, ხოლო 2 ზრდასრული ადამიანი და 4 მცირეწლოვანი ბავშვი გაიტაცეს.

ნინო ქეთელაური
14.07.2017

 მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე წილკნის IV-V საუკუნეების აკლდამა სავალალო მდგომარეობაშია. როგორც ისტორიკოსები აცხადებენ, ძეგლი უნიკალურია თავისი სიძველით და სამწუხაროა, რომ მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.

ნინო ქეთელაური
14.07.2017

 "მე ვფიქრობ, მინისტრთა კაბინეტის შეცვლა აუცილებელია. ეს არჩევნებამდე რომ მოხდეს, ცუდი არ იქნება, იმიტომ, რომ საზოგადოებას გარკვეული იმედი მიეცემოდა. შეიძლება რეიტინგის თვალსაზრისითაც კარგად ემოქმედა მმართველ გუნდზე," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "რეზონანსთან" საუბრისას.

თეო გუდავაძე
14.07.2017

 ხმაურის აღმკვეთი კანონი ძალაში 15 აგვისტოდან შევა. უკვე განისაზღვრა დეციბალები - დღის საათებში (დილის 07:00 საათიდან 23:00 საათამდე) დასაშვები იქნება 40 დეციბალამდე ხმაური, ხოლო ღამის საათებში (23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე) - 30 დეციბალი. ახალი კანონის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმები. საზოგადოება ახალ კანონს საკმაოდ დადებითად შეხვდა და ხმაურის აკრძალვა ყველასთვის სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა.

ია აბულაშვილი
14.07.2017

 "აქცია "ქართული მარშის" შესახებ მინდა ვთქვა, რომ როგორც მინიმუმი, ის თავისებურ სიგნალად უნდა იქცეს ხელისუფლებისთვის, რომ დროულად შეიქმნას ცივილიზებული სამართლებრივი ბაზა უკანონო მიგრაციის ხვალინდელი თუ დღევანდელი საფრთხის ნეიტრალიზაციისათვის," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მოძრაობა "ეროვნულების" მიერ დაანონსებულ აქციას.

გვანცა ღვედაშვილი
13.07.2017

 "ეს ცვლილებები იყო იძულებითი და კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენას უკავშირდება", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ილია ელოშვილის ენერგეტიკის მინისტრად, ხოლო მიხეილ ჯანელიძის ვიცე-პრემიერად დანიშვნას.

ნათია ლომიძე
13.07.2017

 დაბალალკოჰოლურ ლუდზე გადასახადი 2017 წლის 30 ივლისიდან შეიცვლება. პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო და ახლა მეწარმეები პრეზიდენტის ხელმოწერასა და კანონის ძალაში შესვლას ელოდებიან. ამის შემდეგ ზოგიერთი კატეგორიის ლუდი გაიაფდება. შესაბამისად, მეწარმეები რეალიზაციის ზრდას ელოდებიან.

ნინო ქეთელაური
13.07.2017

 ნატო-მ ლიტვაში ამერიკული სარაკეტო კომპლექსი "პატრიოტი" განალაგა, რაზეც ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამით ჩდრილოატლანტიკური ალიანსი ერთიანი საზღვრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

თეო გუდავაძე
13.07.2017

 რამდენიმე დღეში გაზის ტარიფი გაიზრდება, თუმცა ეს მხოლოდ მომხმარებელს შეეხება თუ საწარმოებსაც, ჯერ ზუსტად დადგენილი არ არის. თუკი ბუნებრივი აირი კომერციულ ობიექტებს გაუძვირდება, ასეთ შემთხვევაში ეს იმ პროდუქტების თვითღირებულებას გაზრდის, რომლის დამზადებისა და რეალიზაციისთვის გაზი აუცილებელი რესურსია. გამოდის, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდით მოსახლეობა ორმაგად დაზარალდება.

გვანცა ღვედაშვილი
13.07.2017

 "ჩემი პოზიციების შეცვლის არანაირი მოტივი არ შემქმნია არც მიმდინარე პოცესში. პირიქით, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ის მოსაზრებები, რომლებიც მე მქონდა, ყველაზე რეალისტურია", - აცხადებს "რეზონანსთან" ინტერვიუში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×