თიკო ოსმანოვა 19.07.2017
ვირტუალურ სივცერში მუქარის, ბულინგისა და შეურაცხყოფის აკრძალვა თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა - გაერო-ში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩ თათია დოლიძის მიმართ გამოყენებულმა მუქარის ტექსტმა შესაძლოა, კანონმდებლები კიდევ ერთხელ დააფიქროს და მათ კანონის გამკაცრებაზე იფიქრონ.
|
ია აბულაშვილი 19.07.2017
"ჩვენ შევიტყვეთ, რომ ჩვენი ქართველი მსწავლული თარხნიშვილი პეტერბურგის საექიმო აკადემიაში ფიზიოლოგიის პროფესორად დაუნიშნავთ, სტუდენტებს აკადემიისას თურმე ძალიან უყვართ თარხნიშვილი და მისი დანიშვნა გახარებიათ. ამით ქართველთაგან ახლა სამი პროფესორია: ერთი ალექსანდრე ცაგარელი პეტრებურგის უნივერსიტეტში, მეორე უფალი პეტრიაშვილი ოდესის უნივერსიტეტში და მესამე თარხნიშვილი", - წერდა გაზეთი "ივერია" 1877 წლის ერთ-ერთ ნომერში.
|
ნათია ლომიძე 19.07.2017
ქართული ჯარი, ადგილობრივი წარმოების საქონლის ხორცის ნაცვლად, უკრაინული პროდუქტით მომარაგდება. ტენდერში გამარჯვებულ უკრაინულ კომპანიასთან 1,64-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა და ადგილობრივი ბაზარი მეზობელმა ქვეყანამ ჩაანაცვლა. ერთ-ერთი ვერსიით, უკრაინული კომპანიით დაინტერესება გამოიწვია დაბალმა ფასმა. თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მიდგომა ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას ხელს უშლის. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილების მიმღებნი არ ითვალისწინებენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებს და ქართულ პროდუქტს უცხოურით ანაცვლებენ.
|
გვანცა წულაია 19.07.2017
"ქართული მარშის" წევრების მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი მუქარისშემცველი კომენტარებისა და სტატუსების გამო, საზოგადოებაში "მარშის" კონტრაქციების გამართვა ანონსდება.
|
ნათია ლომიძე 18.07.2017
გადატვირთული მოძრაობის გამო თბილისის რამდენიმე უბანში ახალი მეტროსადგურების გახსნის საჭიროებაა. ისეთ უბნებში, როგორებიცაა ვაკე, დიდი დიღომი, ვაზისუბანი და აეროპორტი, მიწისქვეშა ან მიწისზედა ჩქაროსნული ტრანსპორტის დანიშვნა აუცილებელია. ამ ორი უბნის გარდა, სპეციალისტები მცხეთის, რუსთავის, ასევე ნატახტარისა და თბილისის აეროპორტების ქალაქთან დაკავშირებას მეტროსადგურის მეშვეობით აუცილებლად მიიჩნევენ. მათი აზრით, ეს ადგილები მისადგომად რთულია, ხოლო მეტრო მათთან სხვა მოძრავ ქუჩებს დააკავშირებს. ურბანისტები იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ, მიწისქვეშა სადგურისგან განსხვავებით, ბევრად იაფი ჯდება მიწისზედა სადგურების გაკეთება, რომლებითაც ქალაქი უნდა დაიქსელოს. 1 მიწისქვეშა სადგურის მოწყობა 35-40 მლნ დოლარამდე ჯდება.
|
გვანცა წულაია 18.07.2017
გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილმა წარმომადგენელმა თათია დოლიძემ "ქართველთა მარშთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რასაც მარშის ორგანიზატორების მხრიდან შეურაცხმყოფელი რეაგირება მოჰყვა.
|
თიკო ოსმანოვა 18.07.2017
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში წელს აღარ ჩაერთვება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამის საჭიროება აღარ არის. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილი პროცესებს დროებით ჩამოშორდა, მაგრამ მასზე პასუხისმგებლობა არ მოუხსნია.
|
თამარ მუკბანიანი 18.07.2017
საქართველოში შიდა რეისებზე ფასები კვლავინდებურად მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ავიაციისთვის განკუთვნილი საწვავი დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზისაგან გათავისუფლდა, ამას ბილეთების ფასზე არ უმოქმედია. მაღალი ფასის გარდა, ხშირია შემთხვევა, როცა, მეტეოროლოგიური პირობების მცირე გაუარესების გამო, ფრენა უქმდება, რაც მომხმარებლებისათვის სერიოზული დისკომფორტია.
|
მარი ჩიტაია 18.07.2017
დღეს ბუნებრივი აირი გაძვირდება, მაგრამ სპეციალისტები ტარიფის ცვლილებას 5 თეთრის ფარგლებში პროგნოზირებენ. მანამდე კი გაზის ტრანსპორტირების ფასი გაიზარდა, რომელიც გავლენას სამომხმარებლო ტარიფზეც მოახდენს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ 1 კუბურ მეტრზე გადასახადი, საშუალოდ, 0.5 თეთრით გაზარდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.07.2017
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, "ქართველთა მარშის" წევრების მიერ თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებული სკანდალი ადასტურებს, რომ თავის დროზე, როცა ხელისუფლება საუბრობდა, რომ ინტერნეტში ძალადობისა და მუქარის შემცველი ტექსტების მიმართ გარკვეული ღონიძიებების ჩატარების აუცილებლობა იყო, სწორი იყო.
|
მარი ჩიტაია 18.07.2017
თბილისში სამშენებლო ობიექტების სამშენებლო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე შემოწმება წელსაც ვერ მოხერხდება. კვლევის ინიციატორთა ინფორმაციით, ტექნიკური ბაზა სრულად აქვთ მობილიზებული, მაგრამ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის უქონლობის გამო შემოწმების შესაძლებლობა არ აქვთ.
|
მარი ჩიტაია 18.07.2017
არცთუ შორეულ პერსპექტივაში შესაძლოა, საქართველოს ავტოგასამართ სადგურებს პრობლემა შეექმნათ. ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის შემცირება, რისი ტენდენციაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში უკვე დაიწყო, რამდენიმე წლის შემდეგ გავლენას აქაც მოახდენს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამ პროცესს ვერც საქართველო აუვლის გვერდს, თუმცა ამისთვის რამდენიმე წელი უნდა გავიდეს.
|
|