თამარ მუკბანიანი 01.08.2017
შუა ზაფხულში, ტურისტულ და დატვირთულ სატრანსპორტო სეზონზე, თბილისი-ფოთის საგზაო მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების გამო რამდენიმე ადგილას მოძრაობა შეფერხებულია. გზის რეაბილიტაცია რომ საჭიროა, ამას მძღოლები და სპეციალისტებიც აღნიშნავენ, თუმცა ზაფხულის პერიოდი საამისოდ არასწორად შერჩეული დროა. ივლის- აგვისტოში დედაქალაქიდან რეგიონებისაკენ და მეზობელი ქვეყნებიდანაც ავტომობილების ნაკადი მკვეთრად იმატებს.
|
თამარ მუკბანიანი 01.08.2017
ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებისა და მაღალი ინფლაციის პირობებში, პენსიონერების მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ნომინალური პენსია - 180 ლარი - ისედაც არ იყო საკმარისი ხანდაზმული ადამიანის ელემენტარული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და რაც დრო გადის, მსყიდველუნარიანობას უფრო მეტად კარგავს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მთავრობა უახლოეს მომავალში პენსიის ზრდის დაპირებას ვერ იძლევა. მკაცრი მომჭირნეობის შემთხვევაში პენსიონერებისთვის 180 ლარი მხოლოდ 18-20 დღე არის საკმარისი.
|
ია აბულაშვილი 01.08.2017
"საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისთვისა და დაღუპვისათვის. პირდაპირ ამიტანა ფანატიურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემს თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს.
|
გვანცა ღვედაშვილი 01.08.2017
საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომი ნაბიჯი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაა.
|
ნინო ქეთელაური 31.07.2017
პროფკავშირების ინფორმაციით, მიმდინარე წელს მშენებლობაზე დაღუპულია 9 მუშა, ხოლო 2006 წლიდან დღემდე - 271. მშენებლობაზე ტრავმირებულთა რიცხვმა კი უკვე 472-ს მიაღწია.
|
ნინო ქეთელაური 31.07.2017
ინტენსიურ მშენებლობებს, რომელთა გამოც თბილისს მალე ბეტონის კანიონებად გადაქცევას უწინასწარმეტყველებენ, მერობის ყველა კანდიდატი საკუთარ საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთ ძირითად პრობლემად ასახელებს.
|
ეკატერინე ბასილაია 31.07.2017
"დაახლოებით ერთი თვის წინ ცხინვალში დე ფაქტო განათლების მინისტრის მოადგილე შეხვდა ქართული სკოლის ხელმძღვანელებს. "მინისტრის მოადგილემ" ისინი გააფრთხილა, რომ სექტემბრიდან დაწყებით კლასებში მთლიანად რუსულ ენაზე იქნება სწავლა, მე-5 კლასის ზემოთ კი ეს ცვლილება არ შეეხებათ," - აცხადებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსი სოსო ცოტნიაშვილი.
|
გვანცა ღვედაშვილი 31.07.2017
ზაფხულში ტემპერატურის მომატებასთან ერთად გარკვეული სახის სამუშაო უნდა იზღუდებოდეს, რასაც მთავრობისბრძანებაც ადასტურებს. როგორც პროფკავშირისწარმომადგენლები "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებენ, არსებობს საკმაოდ დიდი მოცულობის შკალა, სადაც განმარტებულია, რა ტემპერატურაზე რა ტიპის სამუშაო რა სახით უნდა შეიზღუდოს, თუმცა უმოქმედოა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. არადა, პროფკავშირების განცხადებით, გარე სამუშაოები %32,5 გრადუსზე უკვე დაუშვებელია.
|
ეკატერინე ბასილაია 31.07.2017
ოკუპირებული გალის შემდეგ ახლა უკვე ახალგორშიც უქმდება ქართული სკოლები. გადაწყვეტილია, რომ სექტემბრიდან ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არსებულ 8 ქართულ სკოლაში ქართულად სწავლება აიკრძალება. მოსწავლეები რუსული სახელმძღვანელოებით ისწავლიან, ის ქართველი პედაგოგები კი, ვინც ე.წ. ატესტაციას თავის საგანში რუსულად ვერ ჩააბარებენ, სამსახურის გარეშე დარჩებიან და მათ ცხინვალიდან ოსი პედაგოგები შეცვლიან.
|
ია აბულაშვილი 31.07.2017
"იმპროვიზაციის დიდოსტატი", "ქართველი ლევიტანი," "დიდი ბავშვი" - ასე ეძახდნენ მეგობრები ეროსი მანჯგალაძეს, კაცს, რომელსაც არც სიცოცხლეში და არც გარდაცვალების შემდეგ მაყურებლის სიყვარული არ მოჰკლებია. ბაზარში სანოვაგეს უფასოდ სთავაზობდნენ, მილიცია მის ავტომობილს მხოლოდ იმიტომ აჩერებდა, რომ დიდ მსახიობს გასაუბრებოდა. მისი სევდიანი ბარიტონი კი ყველა ოჯახში ჟღერდა მას შემდეგ, რაც 40-იანი წლების მიწურულს რადიოში დაიწყო მუშაობა ფეხბურთის კომენტატორად.
|
მამუკა ნაცვალაძე 31.07.2017
1614 წელი საქართველოს ისტორიაში საკმაოდ მძიმე თარიღია - შაჰ აბასის შემოსევებმა სათავე დაუდო ქართველთა ცნობიერებაში ახალ ეტაპს, ხანას, საიდანაც იწყება ეროვნულ ფასეულობებზე თვისობრივად განსხვავებული შეტევა.
|
გვანცა ღვედაშვილი 31.07.2017
"საქართველოს ერთ-ერთი ამოცანა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც რეალურად არის ნდობის აღდგენა აფხაზებსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ოსებთან. ამიტომ რა ნაბიჯებსაც უნდა ვდგამდეთ, ყოველთვის ყურადღებას ვაქცევთ, როგორ შეხედავს ამას ევროპა, მაგრამ გვავიწყდება იმის გათვალისწინება, როგორ შეგვხედავენ ამ რეგიონის მცხოვრებლები. იმიტომ რომ მათ, პრინციპში, ის აქვთ გადასაწყვეტი, რომელ ქვეყანაში ურჩევნიათ ცხოვრება და რამდენადაც არასტაბილური, არაწყნარი და არაგონივრული ქვეყნის შთაბეჭდილებას დავტოვებთ, მით უფრო მიუღებელი გახდება მათთვის საქართველოსკენ შემოტრიალება და ალბათ ამაზეც უნდა ვიფიქროთ," - ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიზე "მთელ კვირასთან" ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მორიგ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|