ია აბულაშვილი 05.08.2017
ოკუპირებულ აფხაზეთს მალე ახალი კურატორი ეყოლება. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამ თანამდებობაზე წარდგენილია ვლადიმირ ვლადიმეროვი, რომელიც აფხაზეთის უკვე ყოფილ კურატორ ვლადისლავ სურკოვს შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას, კრემლთან დაახლოებულ სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, რუსული "რბკ" ავრცელებს.
|
თეო გუდავაძე 05.08.2017
ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად ბინის გაქირავების ფასმა მოიმატა. უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, წლევანდელ სეზონზე გასაქირავებელი ბინები 100-150 ლარით გაძვირდა. გააჩნია ფართს და ადგილმდებარეობას. სტუდენტები ჯერჯერობით არ აქტიურობენ და მხოლოდ იაფფასიან ბინებს ეძებენ, მაკლერები და ბინის მფლობელები კი თვის ბოლოსთვის ემზადებიან. ისინი 20 აგვისტოდან ელიან მსურველთა დიდ ნაკადს.
|
ეკატერინე ბასილაია 05.08.2017
თბილისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ კახა კალაძის დასამარცხებლად ოპოზიცია პირველ ტურში გაერთიანებასა და საერთო კანდიდატის წარდგენაზე უარს აცხადებს. მხოლოდ მეორე ტურის შემთხვევაში გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ საკუთარ მომხრეებს მოუწოდონ, მხარი დაუჭირონ ნებისმიერ ოპოზიციონერ კანდიდატს და "ოცნების" დამარცხებასაც იმედოვნებენ.
|
თამარ მუკბანიანი 05.08.2017
საქართველოში ოჯახების დიდი ნაწილის შემოსავლის 50%-ზე მეტი საკვებსა და კომუნალურ გადასახადებს ხმარდება. დარჩენილი თანხის გადანაწილება კი განათლებაზე, ტრანსპორტირებაზე, ჯანდაცვასა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ხარჯებზე უწევთ. ამ ყველაფრისათვის ფინანსები საკმარისი არ არის და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ნასესხები ფულით უწევს ცხოვრება.
|
მამუკა ნაცვალაძე 05.08.2017
მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევარი დიდი გამოცდაა საქართველოს ისტორიისთვის, მაჰმადიანურ გარემოცვაში მყოფი ქართული სამეფო-სამთავროები ოსმალეთისა და ირანის მარწუხებში აღმოჩნდნენ. კავკასიური გამბიტი მაჰმადიანთა საყვარელი სტრატეგიული თამაშია. და ამ თამაშში ქართველთათვის არსებობის შენარჩუნება იყო მთავარი. ეს არ იყო იოლი საქმე, უმძიმესი პოლიტიკური რეალობისას მხოლოდ ფილიგრანულ დიპლომატიურ სვლებს უნდა მოეტანა რეალური შედეგი.
|
ეკატერინე ბასილაია 05.08.2017
12 აგვისტოს დიდგორობის "დიდი გამარჯვებისა" და დასვენების დღედ გამოცხადების კანონპროექტს პარლამენტი სექტემბერში აუცილებლად დაუბრუნდება, - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია და ამბობს, რომ თურქეთის საელჩოს თხოვნის შემდეგ, რომ მათი დამარცხების დღე ქართველებს საზეიმოდ არ ექციათ, დიდგორობის უქმედ გამოცხადებას ირაკლი კობახიძე და გიორგი კვირიკაშვილი მხარს აღარ უჭერენ, თუმცა იმედი აქვს, რომ კანონპროექტი კანონად აუცილებლად გადაიქცევა.
|
ია აბულაშვილი 05.08.2017
"საშინლად აღმაშფოთებლი იყო 1924 წლის დამარცხება, მაგრამ საჭირო იყო მოვალეობის მოხდა ისტორიის წინაშე, მტერმაც მოგვცა ამის საბაბი. საქართველოს დაკავების დღიდანვე შეუდგნენ რუსები საუკეთესო მამულიშვილების დევნას, გადასახლებას, დახვრეტას და ქვეყნის დაწიოკებას. ქართველ ერშიც იმავე დღეს დაიწყო ძალების შემოკრება, დარაზმვა და ბრძოლისკენ მზადება.
|
გვანცა წულაია 05.08.2017
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლის თავზე, 8 აგვისტოს, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს, სადაც ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდება. აღსანიშნავია, რომ იგი ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლოს 2013 წელს იყო.
|
თამარ მუკბანიანი 04.08.2017
ბოლო პერიოდში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში პრემიებისა და სახელფასო დანამატის გაცემამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ეს იმ ფონზე, როცა დაბალ პოზიციებზე დასაქმებულთა ხელფასი მინიმალურია და ამავე დროს ქალაქებისა და რაიონების საერთო ბიუჯეტიც საკმაოდ მცირეა.
|
ეკატერინე ბასილაია 04.08.2017
რუსეთი აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს აშშ-რუსეთს შორის სავაჭრო ომს უწოდებს, აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობას საბოლოო წერტილი დაესვა და ახლა უკვე მოსკოვის საპასუხო ნაბიჯების ჯერი დგება.
|
ეკატერინე ბასილაია 04.08.2017
ვენეციის კომისიის შეთავაზებით 6 სექტემბერს სტრასბურგში ჩანიშნულ შეხვედრა, სადაც ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის საკონსტიტუციო ცვლილებების მიუღებელ საკითხებზე მოლაპარაკება უნდა გაიმართოს, თავად ოპოზიციაში დაპირისპირებისა და "ხელისუფლებასთან გარიგებაზე" ურთერთბრალდებების მიზეზი გახდა.
|
თამარ მუკბანიანი 04.08.2017
ბოლო ორი თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობი თითქმის 12%-ით გაძვირდა. საქართველოში ჯერჯერობით ფასის მატება მხოლოდ საბითუმო ქსელზე აისახა, თუმცა ღირებულების მუდმივი ზრდის გამო უახლოეს მომავალში ნავთობპროდუქტებზე ფასის მატება საცალო ქსელშიც მოხდება.
|