თიკო ოსმანოვა 12.08.2017
"ჯერჯერობით სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ. შეიძლება ერთ-ორ მინისტრთან დაკავშირებით იყოს გარკვეული კითხვები, მაგრამ არ მგონია, რომ არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ მინისტრთა კაბინეტის წმენდა დაიწყოს. ეს ამომრჩევლისთვის კარგი სიგნალი არ იქნებოდა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
|
ნათია ლომიძე 12.08.2017
მარეგულირებელი კომპანიის გადაწყვეტილებით ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში ცვლილება შევიდა. ამიერიდან ერთი წლის ნაცვლად დენისა და წყლის ტარიფი ყოველ 3 წელიწადში ერთხელ გადაიხედება. ენერგეტიკოსების აზრით, ასეთი მიდგომა კომუნალური გადასახადის გაზრდის საშიშროებას არ გამორიცხავს. მათი აზრით, ერთწლიანი პერიოდი სავსებით მართებული იყო, რადგან ამ დროს რეალურად ჩანდა წლის განმავლობაში კომპანიების მუშაობის შედეგი.
|
ნათია ლომიძე 11.08.2017
საქართველოს საცალო ქსელში საწვავმა გაძვირება დაიწყო. არაბრენდირებულ სადგურებზე ნავთობპროდუქტების ფასმა 3-დან 5 თეთრამდე მოიმატა. ბოლო 3 თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი მუდმივად მატულობს. 1 ბარელი შავი ოქროს ღირებულება ბოლო 2 თვეში 47-დან 53 დოლარამდე გაიზარდა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საწვავზე ფასის ზრდას არც ბრენდირებული სადგურის მფლობელები გამორიცხავენ. მათი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში (მატების ან კლების) შესაბამისი რეაქცია ექნებათ.
|
თიკო ოსმანოვა 11.08.2017
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობა პიკს აღწევს - ქვეყნები ერთმანეთს ომით ემუქრებიან, თუმცა ეს მუქარა გადაიზრდება თუ არა რეალურ მოქმედებაში, ჯერჯერობით უცნობია.
|
თამარ მუკბანიანი 11.08.2017
ევროპაში ათეულობით მილიონი კვერცხი სავაჭრო ობიექტებიდან ამოიღეს. პროდუქტში აღმოჩენილია მომწამვლელი ნივთიერება. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში კვერცხის 60 ნიმუში გამოიკვლია, რომელთაგანაც ყველა სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია და არ უქმნის საფრთხეს ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
|
თიკო ოსმანოვა 11.08.2017
"რაც უფრო მეტი კანდიდატი იქნება პირველ ტურში, მეორე ტურის ალბათობა უფრო და უფრო გაიზრდება. იმიტომ, რომ პატარ-პატარა კანდიდატებს ძირითადად მიაქვთ ხელისუფლების სადემონსტრაციო ხმები. ეს, რა თქმა უნდა, რისკს აჩენს, რომ სახელისუფლებო კანდიდატმა ვერ მოიგოს არჩევნები.
|
ნათია ლომიძე 11.08.2017
მიუხედავად უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურისა, ჰიდროელექტროსადგურებში წყლის დონე მისაღებ ნიშნულზეა. გვალვას წყლის ჩამონადენის თვალსაზრისით პრობლემა არ შეუქმნია და ჰესები ნორმალურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ამ ეტაპზე ენგურჰესშიც წყლის დონე დასაშვები ნორმის ფარგლებშია. მისი შევსება დაგეგმილი პროექტის მიხედვით მიმდინარეობს და, ენერგეტიკოსების თქმით, არანაირი დარღვევა მოსალოდნელი არ არის. ჰესი უკვე 15 დღეა, შევსებულია, ამიტომ შემოდგომას პრობლემების გარეშე ხვდება. ზამთარშიც, წესით, გაუთვალისწინებელი არაფერი უნდა მოხდეს.
|
თიკო ოსმანოვა 11.08.2017
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიმდინარე წელს 282 გველი დაიჭირა, მაგრამ გველის მიერ დაკბენის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. სპეციალისტები ქვეწარმავლების მომრავლებას სიცხეში ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევენ და ვითარებას საგანგაშოს არ უწოდებენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 11.08.2017
"საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ყოველთვის იყო ცენტრალური მოთამაშე არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ, შეიძლება ითქვას, მთლიანად მცირე აზიაში.
|
გვანცა ღვედაშვილი 11.08.2017
ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციის განცხადება, რომ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პრინციპების შეუსაბამოა, რომ ამერიკა არ ცნობს აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთს" და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველი ექსპერტების აზრით, აჩენს იმის პერსპექტივას, რომ მომავალში საქართველოში აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა ამისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ ჭკვიანურად გამოიყენოს შექმნილი მდგომარეობა.
|
ია აბულაშვილი 11.08.2017
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ხუროთმოძღვრების, ოქრომჭედლობისა და ხელოვნების სხვა დარგებს შორის საპატიო ადგილი უკავია ნაქარგობას და ქართველმა ხალხმა ხელოვნების ამ დარგშიც თავის სიტყვა თქვა.
|
ეკატერინე ბასილაია 10.08.2017
2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგის ტრიბუნალში ომის დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის გამოძიება ოფიციალურად უკვე წელიწადნახევარია, დაწყებულია. საქმის პროკურორი ფატუ ბენსუდა და შემდეგ მისი წარმომადგენლები თბილისშიც იმყოფებოდნენ, ჰააგის წარმომადგენლობის ოფისის გახსნაც დააანონსეს, თუმცა ჯერჯერობით არც ოფისია გახსნილი და გამოძიებაში რეალური წინსვლა არ შეინიშნება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|