ნათია ლომიძე 10.08.2017
საქართველოში პენსიონერთა რიცხვი წლიდან წლამდე დიდი სისწრაფით მატულობს, რაც ბიუჯეტს დიდ ტვირთად აწვება. ქვეყანაში არ იზრდება შობადობის მაჩვენებელიც. ბოლო 2 წლის განმავლობაში პენსიონერთა რაოდენობა 13 000-ით გაიზარდა. თუკი მატება ამ ტემპით გაგრძელდა, 10 წელიწადში ქვეყანას დაახლოებით კიდევ 80 000 პენსიონერი შეემატება, რაც ეკონომიკურ პრობლემებს გააჩენს.
|
ეკატერინე ბასილაია 10.08.2017
2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციიდან 11 წლის შემდეგ მოსკოვმა, არაადამიანური მოპყრობის გამო ევროსასამართლოს დადგენილებით, ერთ ოჯახს კომპენსაცია გადაუხადა - 30 ათასი ევრო. 4 მცირეწლოვნისა და მათი დედის ისტორია ძალიან მძიმეა.
|
ია აბულაშვილი 10.08.2017
"პუტინი აფხაზეთში დროდადრო იმისთვის ჩადის, რომ დემონსტრირება მოახდინოს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ჩრდილო კავკასიის მოსახლეობისთვის და სხვებისთვის, რომ რუსეთი "არ ივიწყებს" ამ სახელმწიფოებს, უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, ეხმარება ეკონომიურად და ა.შ. სინამდვილეში როგორც აფხაზეთი, ასევე სამხრეთ ოსეთი რუსეთის ბაზების ტერიტორიად იქცა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ლამის 80%-ზე მეტი, რუსეთის მოქალაქეა" - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში პეტრე მამრაძე.
|
გვანცა ღვედაშვილი 10.08.2017
6 თვეში საქართველოს 1760 მოქალაქე დაადეპორტეს, საქართველოში შემოსვლაზე უარი კი თითქმის 3 ათას უცხოელს ეთქვა. დეპორტაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 874 თურქეთიდან იყო. ამის ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები ქვეყანაში შესაბამისი ნებართვის გარეშე მუშაობას და სამართალდარღვევებს ასახელებენ.
|
თეო გუდავაძე 10.08.2017
საქართველოში ფულის შეგროვების ძველი მეთოდები აქტუალობას არ კარგავს და საზოგადოების უმეტესი ნაწილი დანაზოგის შენახვისას სწორედ მათ ანიჭებს უპირატესობას. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სექტორი ბოლო წლების განმავლობაში დღითი დღე სტაბილური ხდება, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მისდამი ნდობა ჯერ კიდევ ვერ ჩამოუყალიბდა. საფინანსო ინსტიტუტებისადმი უნდობლობა ბოლო პერიოდში გააღრმავა ფინანსურმა პირამიდებმა. უკვე 4 ორგანიზაცია გაკოტრდა და ხალხი მოტყუებული დარჩა.
|
გვანცა ღვედაშვილი 10.08.2017
"რუსეთმა გადადგა ნაბიჯი და ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება დააკმაყოფილა, თუმცა ჩვენ ამას ხბოს აღტაცებით არ უნდა შევხვდეთ და არ უნდა გვეგონოს, რომ რუსეთმა უკან დაიხია ან შეეშინდა - ასე არ არის. თუმცა იმის მანიშნებელი ნამდვილად არის, რომ დიალოგის გამართვაა საჭირო, რისთვისაც კარგი დიპლომატი გვჭირდება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ აღარ გვყავს. ჩვენ პარლამენტში არ გვყავს მოლაპარაკეები და ეს პარლამენტი არის 3-5-კაციანი ჯგუფისგან შემდგარი," - ასე აფასებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ევროსასამართლოს მიერ რუსეთისთვის 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის გამო კომპენსაციის დაწესებასა და რუსეთის მიერ მის აღსრულებას.
|
თეო გუდავაძე 10.08.2017
"საქართველოს რკინიგზის" კახეთის რეგიონის თანამშრომლები შეცვლილ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. რამდენიმე დღის წინ მათ მოულოდნელად განუმარტეს, რომ მათი სამუშაო ადგილი, კახეთის ნაცვლად, დედაქალაქი იქნებოდა. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ამ ადამიანებს მოტყუებით მოაწერინეს ხელი ხელშეკრულებაზე, სადაც საუბარიც კი არ იყო დისლოკაციის შეცვლაზე. მათ პროტესტს კი მათი სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა, რის გამოც პერსონალმა რკინიგზას ულტიმატუმი წაუყენა და ვადად 7 დღე მისცა.
|
ია აბულაშვილი 10.08.2017
"კითხულობ ნიკო კეცხოველის წიგნებს და ხედავ, როგორ დადის იგი საქართველოს მიწა - წყალზე მინდიასავით, როგორ გაურეკია წინ ჩვენი ბალღები და როგორ ასწავლის ეს ოქროპირი მიწის, ცისა და სამშობლოს სიყვარულს, როგორ აჩვევს მომავალ თაობას იმ აზრს, რომ ეს ბუნება ნატვრისთვალია, ოღონდ მოეფერე, შეინახე, მოუარე, უპატრონე, მერე კი ინატრე, რაც გინდა და ყოველ ნატვრას აგისრულებს დალოცვილი" - ასე იხსენებდა ნოდარ დუმბაძე ნიკო კეცხოველს, კაცს, რომელმაც საქართველოს ბუნების გასაცნობად ზურგზე ჩანთამოკიდებულმა მთელი საქართველო ფეხით შემოიარა. მხრებზე გადაკიდებული საჰერბარიუმო ბადეებით, რომელიც თითო 8-10 კილოგრამს იწონიდა, სადაც დაუღამდებოდა იქ იძინებდა, ხის ძირში, თივის ზვინში. ამიტომაც შეარქვეს "ჩვენი ბუნების მინდია".
|
რეზონანსი 10.08.2017
თეა თუაშვილი
ნიუ-იორკში გაეროს შენობის წინ ამერიკაში მცხოვრები ქართველი იმიგრანტები შეიკრიბნენ და რუსული აგრესია გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორი "თვისტომის" ასოციაციის დამფუძნებელი ნიკოლოზ ჩხეიძე და ნიუ-იორკში მცხოვრები სხვა აქტივისტები იყვნენ. საპროტესტო აქციაზე, ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი ნიკოლე მალიოტაკისი და ნიუ-იორკის საბჭოს კანდიდატი, პოლიციის კაპიტანი ჯოზეფ კონკანონიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც რუსეთს აგრესიის შეწყვეტისკენ და საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდეს. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
|
თამარ მუკბანიანი 09.08.2017
ზაფხულის ცხელ დღეებში წყლის გამუდმებულ შეწყვეტას მოსახლეობა მუდმივად აპროტესტებს. გახშირებულმა ფაქტებმა ენერგოომბუდსმენის გაღიზიანებაც გამოიწვია, რომელიც კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" (პცზ) რეკომენდაციით მიმართავს, მაქსიმალურად შეამციროს მომსახურების შეწყვეტა. სალომე ვარდიაშვილმა რეაგირებისათვის საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიასაც მიმართა, რომლის ოფიციალური პოზიცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. გამორიცხული არ არის, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" ფინანსური სანქციაც დაეკისროს.
|
ეკატერინე ბასილაია 09.08.2017
ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მთავარი განცხადება იყო, რომ ის საიმედოდ უზრუნველყოფს აფხაზეთის უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას. თანაც, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ უსაფრთხოებაზე საუბრისას აქცენტი მარტო საქართველოსგან აფხაზების "დაცვა" კი არ ყოფილა, არამედ საკუთარი მოქალაქეების, რუსი ტურისტების აფხაზი კრიმინალებისგან დაცვაც.
|
ნათია ლომიძე 09.08.2017
"ინტერ რაომ" საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა და ახლა უკვე 175 მილიონი აშშ დოლარის ზარალის კომპენსირებას ითხოვს. წინა სარჩელი 125-მილიონიანი იყო. გამოდის, რომ რუსული კომპანიის მადა 50 მილიონით გაიზარდა და ეს შეიძლება საბოლოო თანხა არც იყოს. გამორიცხული არ არის, რამდენიმე თვის შემდეგ "ინტერ რაომ" კიდევ უფრო მოუმატოს საკომპენსაციო თანხას და 200 მილიონსაც გადააჭარბოს.
|
|