ია აბულაშვილი
16.08.2017

 "2012 წლიდან მოყოლებული, დღემდე, ყველა არჩევნებმა ცხადყო, რომ სააკაშვილს მოსახლეობის 7% უჭერს მხარს და ეს 7% აქტიური არ არის, ისინი ქუჩაში არ გამოვლენ და აქციებს არ მოაწყობენ სააკაშვილის დასაცავად. მისი თანამზრახველებიც კი უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს, როცა, მათივე ტერმინებით, "გიჟი და იდიოტი" სააკაშვილი შორს აღმოჩნდა საქართველოდან," - ასე ეხმაურება პეტრე მამრაძე სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს.

ნათია ლომიძე
16.08.2017

 წელს ალოობა მალე დასრულდება. მოსავლის რაოდენობა შარშანდელთან შედარებით უკეთესია. დიდ ნაკვეთებზე, საშუალოდ, 3-დან 4-ტონამდე ხორბალია აღებული. 1 ტონა სასურსათო ხორბლის ფასი 420 ლარია, რაც შარშანდლისგან განსხვავებით კარგ ფასად მიიჩნევა. ფერმერების ინფორმაციით, ხარისხის პრობლემა წელსაც შეიმჩნევა, თუმცა ამ მხრივაც გაცილებით გაუმჯობესებულია ვითარება და მოსავლის უმეტესი ნაწილი კვებით მრეწველობას მოხმარდება.

ნინო ქეთელაური
16.08.2017

 აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა. აღნიშნულ ქმედებაზე სანქციებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც უკვე ამოქმედდა.

თიკო ოსმანოვა
16.08.2017

 საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა უახლოეს დღებში გაიმართება, თუმცა, დიდი ალბათობით, შეხვედრა შეხვედრისთვის ჩაივლის. ოპოზიციის პრინციპული მოთხოვნაა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. მათი თქმით, ისინი სხვა შეთავაზებას, მათ შორის უბარიერო სისტემას, არ განიხილავენ.

გვანცა ღვედაშვილი
16.08.2017

 "სააკაშვილის დაპატიმრება და ციხეში ჩასმა არ უნდა იყოს თვითმიზანი. საერთოდ, მე მქონდა და მაქვს წინადადება, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ 1992 წლის მოვლენებიდან, ანუ ძალადობით ხელისუფლების დამამხობლების გასამართლებით," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა სააკაშვილის გადმოცემა-არგადმოცემასთან დაკავშირებით.

თეო გუდავაძე
16.08.2017

 2017 წლის საზაფხულო აქტიურობა რეგიონებში ნაკლებად იგრძნობა, რადგან ადამიანები, უკვე წლებია, აღარ ჩადიან დასასვენებლად თავიანთ კუთხეში. ამის მიზეზი სხვადასხვაგვარია, მაგრამ უმრავლესობა, პირველ რიგში, ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს მთავარ პრობლემად. ადამიანები როდესაც შვებულებას ორი კვირით იღებენ, რომელიმე კურორტზე დასასვენებლად წასვლას ამჯობინებენ, რადგან სოფლებში გამგზავრებაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ და იქ პირობები საერთოდ არ არის სრულფასოვანი დასვენებისთვის.

ნათია ლომიძე
16.08.2017

 "საქართველოს რკინიგზის" კახეთის რეგიონის თანამშრომლები შეცვლილ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ, ისინი წინააღმდეგობის უკიდურეს ფორმაზე გადავიდნენ. რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან შიმშილობის გამოცხადებისთანავე საპატრულო პოლიციამ გაფიცულ თანამშრომლებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცა, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ია აბულაშვილი
16.08.2017

 ქართული თანამედროვე თეატრის ფუძემდებლად აღიარებული სანდრო ახმეტელის წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე ბევრი დაწერილა და ვერც ჩვენ შევმატებთ რაიმე ახალს დღევანდელ სტატიას, მხოლოდ რამდენიმე მოგონებას გავიხსენებთ დიდი მაესტროს ცხოვრებიდან, რომელიც ხან ნაციონალისტად შერაცხეს, ხან ანტისაბჭოთა სპექტაკლის ავტორად, ხან ხალხის მტრად, მაგრამ მაინც გენიოსად დარჩა, მის მიერ დადგმული სპექტაკლები კი მსოფლიოს საუკეთესო სპექტაკლებს შორის აღმოჩნდა.

მარი ჩიტაია
15.08.2017

 საქართველოს წლის ბოლომდე 1,819 მლრდ დოლარის საგარეო ვალი აქვს გასასტუმრებელი. მარტო მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 933 მლნ დოლარია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ გადის მსხვილი ვალების გასტუმრების ეტაპს, რაც ეკონომიკას და ლარის კურსს საგრძნობლად აწვება. ცხადია, რომ ამ მასშტაბით საგარეო ვალის მომსახურება ეროვნულ ვალუტას მორიგ დარტყმას მიაყენებს და გამორიცხული არ არის, რომ ოქტომბრიდან ლარი კვლავ გაუფასურების გზას დაადგეს.

ნათია ლომიძე
15.08.2017

 საქართველოს რეგიონებში დასაქმების მხრივ ურთულესი მდგომარეობაა. 2015 წლის შემდეგ ყველგან, განსაკუთრებით კი ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება. სპეციალისტების თქმით, რეგიონში სამუშაო ადგილების სიმცირე იწვევს მიგრაციას დედაქალაქში, ხოლო შემდეგ ემიგრაციას ქვეყნის საზღვრებს გარეთ. არის რეგიონები, სადაც 7 ადამიანიდან 6 დაუსაქმებელია და პერსპექტივაც არ გააჩნია.

ნინო ქეთელაური
15.08.2017

 "სპეცოპერაცია" რუსეთის "არამეგობარი" ქვეყნების წინააღმდეგ, რომლის მიზანი ამ სახელმწიფოებში სახელისუფლებო კრიზისის შექმნა და არეულობის გამოწვევაა - კრემლის ზეგავლენის ქვეშ მყოფი "სტრანა.უა" აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც ცნობილი რუსი "პრანკერი" "ლექსუსი" უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს სააკაშვილის ექსტრადირებაზე ესაუბრება.

თიკო ოსმანოვა
15.08.2017

 "წვრთნები, ბუნებრივია, გამოიწვევს რუსეთის გაღიზიანებას. მაგრამ ის არ არის ნატოს ან ამერიკის სპეციალური ბაზა, რომელსაც ექნება სამხედრო დანიშნულება და ამერიკის სამხედრო ძალები განლაგდებიან. ასე რომ, არა მგონია, ამაზე მოსკოვს მკვეთრი რეაქცია ჰქონდეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია, რომელსაც საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×