ნინი საყვარელიძე
06.09.2017

 "თბილისის ურბანული პოლიტიკის მოწესრიგება, ქართული ენის სათანადო დაცვა, ქალაქის განტვირთვა საცობებისგან და პარკირების მოწყობა", - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაშია თავმოყრილი. ამბიციური და ოპტიმისტური გეგმების განხორციელებას თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ეტაპობრივად აპირებს. რაც მთავარია, ყველაფერი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით იგეგმება.

გვანცა ღვედაშვილი
06.09.2017

 ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმის განხილვა, რომელიც 7 თვის განმავლობაში საქალაქო სასამართლოს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, 1 სექტემბერს დასრულდა.

მარი ჩიტაია
06.09.2017

 კომუნალური გადასახადების გაძვირების საფრთხე დიდია. დღევანდელი სავალუტო კურსისა და არასტაბილური ფინანსური ბაზრის პირობებში თავისუფლად შეიძლება როგორც ელექტროენერგიის, ასევე წყლის ტარიფის გაძვირდეს. იმის ნაცვლად, რომ ტარიფების გაძვირების შანსი მინიმუმამდე დავიდეს, ეკონომიკა უბრუნდება ქაოსს და არც ენერგეტიკის სფერო იქნება გამონაკლისი. მით უმეტეს, გაზი რეგიონებში უკვე გაძვირდა.

ია აბულაშვილი
06.09.2017

 "მარტო ყარაგიოზას თეატრი, ნაღლი, ყვახანები და სხვა, სავსებით ვერ დააკმაყოფილებდა ხალხის გონებრივ მოთხოვნილებებს. ხალხში გაიღვიძა ცოდნის სურვილმა. ტფილისის ძველი თაობა მხოლოდ ხელნაწერებს კითხულობდა და ხელნაწერებს უსმენდა.

ნათია ლომიძე
06.09.2017

 მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმი გამოცხადდა, ბანკების სასარგებლოდ ნორმატიულ აქტში ცვლილებები მაინც შევიდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი მიდგომა ყოვლად დაუშვებელია. თუკი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მორატორიუმი სრულფასოვნად არ იმოქმედებს, საქართველოს 10 წელიწადში მიწის საკუთარი ფონდი აღარ ექნება.

გვანცა ღვედაშვილი
06.09.2017

 ოკუპირებული ახალგორის სკოლებში 1-4 კლასის ჩათვლით ქართველ მოსწავლეებს სასწავლო პროცესი რუსულ ენაზე ჩაუტარდებათ. მე-3 კლასიდან კი ქართული ლიტერატურა უცხო ენის სტატუსტით ჩატარდება და კვირაში მხოლოდ 3 საათი ექნება დათმობილი.

მარი გოცირიძე
05.09.2017

 კომპანია "ვისოლმა" საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფ" საბერძნეთის პეტროლიუმთან" ფრანჩაიზის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში "ეკოს" გასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო.

ნინო ქეთელაური
05.09.2017

 ცეცხლოვანი ზაფხულის მიზეზი რომ შესაძლოა, დივერსია იყოს, ამაზე უკვე საქართველოს მთავრობაშიც ალაპარაკდნენ. უსაფრთხოების ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა ცეცხლის გამომწვევი საბრძოლო მასალების გადატანა და ჩამოგდება ტექნიკურად სრულიად შესაძლებელია, რაც დივერსანტებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს.

მარი ჩიტაია
05.09.2017

 ახალი შენობების ექსპლოატაციის ვადა 100 წელია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მშენებლობის სტანდარტი დაცულია და ობიექტი ლაბორატორიულადაც არის შემოწმებული. სამშენებლო დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახალი კორპუსების ნახევარზე მეტი უხარისხო სამშენებლო მასალით შენდება. აქედან გამომდინარე, ახალი აშენებული სახლების ნაწილი ნორმას საერთოდ ვერ აკმაყოფილებს და მათი ექსპლოატაციის ვადა რეალურად 30-40 წელიწადს არ აღემატება.

მარიკა გოგოხია
05.09.2017

 ბიზნეს სექტორის ბრუნვის მაღალი მაჩვენებლით დედაქალაქი წელსაც პირველ ადგილზეა. ბოლო წლების განმავლობაში ვითარება არ იცვლება და ამ მხრივ რეგიონებში მუდმივად ჩამორჩენაა. ქვეყანაში თუ კი რამე იწარმოება ან იქმნება, თითქმის ყველაფერში თბილისი უპირობო ლიდერობს. ამას ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც თბილისისა და რეგიონების მიხედვით ბიზნესის ბრუნვის უთანასწორო მაჩვენებლებია.

ნინო ქეთელაური
05.09.2017

 "დივერსია შესაძლოა იყო როგორც გარე, ასევე შიდა ძალების მიერ მოწყობილი. თუ დივერსიებთან გვაქვს საქმე, არაა სავალდებულო, რომ მაინც და მაინც ჰაერიდან იყოს გაჩენილი", - ამის შესახებ ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.

თიკო ოსმანოვა
05.09.2017

 "თვითმმართველობის არჩევნებზე ხმები ერთჯერადად იყიდება, ანუ ამომრჩეველი ხმას მისცემს იმას, ვინც მეტს გადაუხდის. ამ არჩევნებზე კი ხელისუფლებას აქვს მეტის გადახდის საშუალება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×