გვანცა ღვედაშვილი
09.09.2017

 "რადგან სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც ძირითადად მამაკაცები ჰყავთ წარმოდგენილი, ამ კონკურენციაში არ გვინდა, ჩვენი კანდიდატები დაგვეჩაგრონ. ამიტომ ვცდილობთ, ისეთი მამაკაცები შევარჩიოთ, რომლებსაც მოგების უფრო მეტი შანსი ექნებათ", - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გუგული მაღრაძე "რეზონანსთან" ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული მენტალობისა, პარტიას მეტი უნდა ემუშავა, რათა რეგიონებში მოღვაწე ქალები მეტად წარმოეჩინა.

მამუკა ნაცვალაძე
09.09.2017

 საქართველოს ისტორიაში მეთექვსმეტე საუკუნე ყველაზე რთული პერიოდია. ამ დროს საკმაოდ მძიმეა ეროვნული თვითმყოფადობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნება მაჰმადიანურ გარემოცვაში და მიუხედავად ამისა, მეფეები ლუარსაბ პირველი და სიმონ პირველი თავიანთი თავდადებული ბრძოლითა და თავგანწირვით მიზანს აღწევენ.

ნინო ქეთელაური
08.09.2017

  რა მოხდება 10 სექტემბერს, როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუდება, მთელ მსოფლიოში ინტერესით აკვირდებიან. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი კიევში ვიზიტს ევროდეპუტატებთან ერთად გეგმავს, სადაც მას მომხრეებთან ერთად ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკოც დახვდება.

ეკატერინე ბასილაია
08.09.2017

 არჩევნებამდე მხოლოდ ერთ თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი და ამ საარჩევნო კამპანიაში წინა პლანზე ისევ ორი პარტია ჩანს - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა, წინა წლის საარჩევნო მარათონისგან განსხვავებით, "ნაციონალებიდან" საინფორმაციოების ლიდერი თუ ისევ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რჩება, "ოცნების" მთავარი ფიგურა, ექსპრემიერი ივანიშვილი ამ მარათონში არსად გამოჩენილა.

მარი ჩიტაია
08.09.2017

 მთავრობა მიწის მორატორიუმთან დიკავშირებით ბანკებს თავზე ვერ გადაახტა. როგორც ყველა მიმართულებით, ამჯერადაც საფინანსო ინსტიტუტებმა ხელისუფლებას თავისი პირობები მოახვიეს თავზე. სპეციალისტები მთავრობის პოზიციის მოულოდნელი ცვლილებით აღშფოთებული არიან.

ნათია ლომიძე
08.09.2017

 ჯრიკოთის მონაკვეთზე გზის მშენებლობის დაწყება 2018 წლიდან იგეგმება. ძვირი პროექტის მიუხედავად, ფასიანი გზის მშენებლობა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სხვა ალტენატივის გაჩენის შემდეგ, შესაძლებელია ამ ვარიანტის განხილვაც. რიკოთის მონაკვეთზე გამავალმა ჩქაროსნულმა მაგისტრალმა მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა.

ნინო ქეთელაური
08.09.2017

 ამდენი ხანძრის შედეგ, დაახლოებით ერთ თვეში შესაძლოა, მეწყრული პროცესები განვითარდეს - ასეთია ეკოლოგების პროგნოზი. მათი შეფასებით, ამ მხრივ განსაკუთრებით საშიში ბორჯომის ხეობაა, სადაც ცეცხლმა დამრეცი ფერდობი გაანადგურა და, უხვი ნალექის შემთხვევაში, ტყემ გარკვეულწილად შემაკავებლის ფუნქცია დაკარგა.

ეკატერინე ბასილაია
08.09.2017

 "არ გამოვრიცხავ იმას, რომ ლარის ეს ვარდნა შეგნებულად ხდება, ვინაიდან ასეთი მმართველობისთვის ყველაზე საშიში საშუალო ფენაა, ამ არასტაბილური კურსით კი საშუალი ფენა ნადგურდება. ყველა არადემოკრატიულ ხელისუფლებას აწყობს, ქვეყანაში იყვნენ ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები, იმიტომ, რომ საჭირო დროს ძალიან მდიდრები მარტივად შეძლებენ, მოისყიდონ ძალიან ღარიბები, იყიდონ მათი ხმები," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

გვანცა ღვედაშვილი
08.09.2017

 ოკუპირებული ახალგორის სკოლებში 1-4 კლასის ჩათვლით ქართველ მოსწავლეებს სასწავლო პროცესი რუსულ ენაზე ჩაუტარდებათ, მე-3 კლასიდან კი ქართული ლიტერატურა უცხო ენის სტატუსტით ჩატარდება და კვირაში მხოლოდ 3 საათი ექნება დათმობილი. ამასთან, რუსულენოვანი სწავლება განხორციელდება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სკოლებისათვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით.

ნათია ლომიძე
08.09.2017

 ბიუჯეტში მობილიზებული თანხის ხარჯვის პრობლემაა. ხაზინის ნაშთი გაზრდილია და წლის ბოლოს ქვეყანა, სავარაუდოდ, დადგება დეფიციტური ხარჯვის წინაშე. წლის ბოლომდე 3,5 თვეა დარჩენილი და გადასახდელების კუთხით ჩამორჩენა შეიმჩნევა. ამას ადასტურებს ხაზინის ანგარიშზე გაზრდილი ნაშთი, რომელმაც უკვე 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. წლის ბოლომდე 4,2 მლრდ ლარია დასახარჯი.

ნინო ქეთელაური
07.09.2017

 დონბასში შესაძლოა გაეროს სამშვიდობო მისიის წარმომადგენლები განლაგდნენ, რაზეც ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს არის ტერიტორიის სამუდამოდ დაკარგვის უმოკლესი და ყველაზე საიმედო გზა. ამიტომ, უკრაინისთვის ეს მომგებიანი ვერ იქნება.

მარი ჩიტაია
07.09.2017

 ლარი ძალიან საეჭვოდ ათამაშებენ. 2 დღის წინათ კურსი ერთბაშად 2,50-ზე "ააგდეს" და მეორე დღესვე 3 პუნქტით "გაამყარეს". ეს ხდება ეკონომიკური ფაქტორების გვერდის ავლით, რაც გვაფიქრებს, რომ ვალუტაზე სპეკულაციურ შეტევას აქვს ადგილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×