ია აბულაშვილი
06.11.2017

 ქართველი მოგზაურების შესახებ არაერთი საინტერესო მასალა შემოგვინახა ქართულმა ისტორიოგრაფიამ. დღევანდელ სტატიაში, გვინდა, მკითხველს შევთავაზოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ფაქტი მე-19 საუკუნის ქართველი მოგზაურის, დიპლომატისა და მწერლის - გიორგი ავალიშვილის შესახებ, რომელმაც 1819-1820 წლებში იმოგზაურა თურქეთში, ეგვიპტესა და პალესტინაში.

თიკო ოსმანოვა
06.11.2017

 "იმისათვის, რომ დაიწყოს ფართომასშტაბიანი ქუჩის აქციები, უნდა მოხდეს ივანიშვილის დელიგიტიმაცია და იზოლაცია. შემდეგ აქციებიც იქნება, საკნებიც იქნება. ახლა ვართ იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ვიყავით 2008 წლის არჩევნების გაყალბების შემდეგ", - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბრისას "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა, თბილისის მერობის აწ უკვე ყოფილმა კანდიდატმა კახა კუკავამ.

მამუკა ნაცვალაძე
06.11.2017

 ეგვიპტის ფარაონ რამსეს მეორეს უჩვეულო ბედი დაანათლა გამჩენმა - იცოცხლა 92 წელი, ჰყავდა ასზე მეტი შვილი. ასეთი დღეგრძელობა არათუ ძველი მსოფლიოს ისტორიაში, შუა და ახალი საუკუნეების დროსაც საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო. იმდროინდელი მოსახლეობა ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და მიიჩნევდა, რომ ადამიანს, რომელმაც ასე დიდხანს იცოცხლა, განსაკუთრებული მისია ჰქონდა.

გიორგი გაჩეჩილაძე
06.11.2017

 ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთი არაოფიციალურ სამხედრო დანაყოფებს იყენებს, რომლებიც ოფიციალურ ძალოვან სტრუქტურებს არ მიეკუთვნება. ასეთი ჯგუფები ადრე მოქმედებდნენ უკრაინაში, ახლა კი აქტიურად არიან ჩართული სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

ეკატერინე ბასილაია
04.11.2017

 სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლება საქართველოს სპეცსამსახურებს აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონო მიგრაციის ორგანიზებაში და, უფრო მეტიც, ტერორისტების შეგზავნაში სდებს ბრალს.

ნათია ლომიძე
04.11.2017

 როგორც მოსალოდნელი იყო, შემოდგომიდან ინფლაციამ ზრდა დაიწყო და მას რამდენიმე თვე ვეღარაფერი შეაჩერებს. უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაძვირდება სურსათი, საწვავი და პირველადი მოხმარების საქონელი. ლარის გაუფასურება ნოემბრიდან სამომხმარებლო ბაზარს თავის კვალს დაამჩნევს. წინ ზამთრის მძიმე თვეები გველის, როდესაც ქვეყანა მთლიანად იმპორტზე დამოკიდებული ხდება. რასაკვირველია, წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და 7%-ს თამამად გადააბიჯებს.

თიკო ოსმანოვა
04.11.2017

 რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენლის - ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - გრიგორი კარასინის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ნოემბერში უნდა გაიმართოს, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2011 წლის ხელშეკრულება და მისი შესრულების დაწყება იქნება. ამ შეხვედრამდე ორიოდე კვირით ადრე კი რუსულმა მხარემ და სეპარატისტებმა უკვე დაიწყეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე "საბაჟოების" გახსნა.

თამარ მუკბანიანი
04.11.2017

 მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა 2 წლის შედეგ პენსიის 20-20 ლარით ზრდა დააანონსა. მაღალი ინფლაციის, ლარის გამუდმებული დევალვაციისა და სამომხმარებლო კალათის გაძვირების ფონზე, ამ დაპირებას მოჩვენებითს უწოდებენ სფეროს სპეციალისტები. 2 წლის შემდეგ ლარის მსყიდველუნარიანობა კიდევ უფრო ნაკლები იქნება და გაზრდილ პენსიას არანაირი ეფექტი არ ექნება.

ნინო ქეთელაური
04.11.2017

 რუსი ჰაკერების დაჯგუფებამ, სახელწოდებით "ფანსი ბეარს", რომელიც 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, ამჯერად კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "ასოშიეთედ პრესი" ავრცელებს. მათი ცნობით, რუსი ჰაკერების სამიზნე იყვნენ პოლიტიკოსები, სამხედრო მაღალჩინოსნები და იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული ჩინოვნიკები თუ ბიზნესმენები რამდენიმე ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში.

მამუკა ნაცვალაძე
04.11.2017

 ის იყო არაერთი კლასიკოსის მუზა. მოცარტი, როსინი, პუშკინი აღმერთებდნენ მას. ეს არცაა გასაკვირი - თავისუფლების იდეა ხომ ყველა დროისა და განზომილების ყველაზე ფასეულ პოსტულატად რჩება დღემდე. ამიტომაც იქცა უზარმაზარ მონსტრს შეჭიდებული მითრიდატე მეექვსე პონტოელი ყველა დროის მსოფლიო ისტორიაში თავისუფლებისათვის მებრძოლ ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ.

მარი ჩიტაია
04.11.2017

 დაახლოებით 2020 წლიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის საფეხურებრივი ტარიფი აღარ იქნება. რითი ჩანაცვლდება იგი და რა ვადაში შეძლებს მთავრობა ახალი მოდელის შემუშავებას, ჯერჯერობით უცნობია. ისინი ამჯობინებენ, სოციალურად დაუცველებზე სუბსიდირება გასცენ, ვიდრე ტარიფი დიფერენცირებული იყოს, სპეციალისტები კი ხელისუფლებას ბაზრის ლიბერალიზაციისკენ მოუწოდებენ. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგია მომხმარებელს კონკურენტულ ფასად მიეწოდება.

გვანცა ღვედაშვილი
04.11.2017

 "კონსტიტუციის გარეშე ქვეყნის წინსვლაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ ფაქტია - "ბიძინოკრატია" და "ბიძინოტუცია" საკმაოდ მყარად დგას ოთხივე ფეხზე, რის გამოც რაიმე განსაკუთრებული შესაძლებლობა კონსტრუქციული და მიმზიდველი მომავლისთვის ჯერჯერობით მეათეხარისხოვანია", - ასე შეაფასა ვითარება პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×