თიკო ოსმანოვა 11.11.2017
ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ქუთაისი, ოზურგეთი და მარტვილი - ის ქალაქებია, სადაც მერის არჩევა 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ვერ მოხერხდა და ხვალ მეორე ტური იმართება. არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანში "ოცნებას" ძალაუფლების დათმობა მოუწიოს და მოვლენები თიანეთის ანალოგიური სცენარით განვითარდეს, სადაც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა არჩევნები 1 ხმით წააგო.
|
მარი ჩიტაია 11.11.2017
მიწის მორატორიუმთან დაკავშირებით ბანკებისთვის გამონაკლისის დაშვების საკითხის განხილვა პარლამენტმა შეაჩერა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ამბობს, რომ მასში კიდევ შევა გარკვეული ცვლილებები, რაზეც მსჯელობა მიმდინარეობს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ პარლამენტი მიწების მორატორიუმზე ბანკების კატეგორიულ მოთხოვნას ასე ადვილად ვერ გაიტანს.
|
გურანდა ძამელაშვილი 11.11.2017
რამდენიმე ათეული წლის წინ ქართველი სპორტსმენები მოყვარულებად მიიჩნეოდნენ და საკუთარი შრომის სანაცვლოდ საბჭოთა მშრომელების ტიპურ ანაზღაურებას იღებდნენ. მართალია, ჰქონდათ გარკვეული შეღავათები, მაგრამ მათი იმდროინდელი საზღვარგარეთელი კოლეგებისგან განსხვავებით, ეს მაინც ზღვაში წვეთი იყო.
|
მამუკა ნაცვალაძე 11.11.2017
მეთხუთმეტე საუკუნის 40-იანი წლებიდან მსოფლიო პოლიტიკური პროცესები ერთგვარი დინამიკურობით გამოირჩა. აშკარად გამოჩნდა, რომ ბიზანტიის იმპერიის დაცემა შეუქცევადი პროცესია, ოსმალთა აგრესია, რომელიც ოთხიოდე ათეული წლის წინ თემურ ლენგმა შეაჩერა, შეაზანზარებს სამყაროს. სულ მალე კონსტანტინოპოლის მარცხს მსოფლიო პოლიტიკური პროცესების განსხვავებული მიმართულებით გადატანა მოჰყვება შედეგად.
|
მარი ჩიტაია 11.11.2017
"სითი პარკის" პოლიტიკის წინააღმდეგ მერიის ძველი და ახალი შემადგენლობა აბსოლუტურად ერთსულოვანია. ახლად არჩეულმა მერმა კომპანიას ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შეუტია და ამ დამოკიდებულებას დღეს უკვე მერის ამპლუაში ავლენს.
|
ია აბულაშვილი 11.11.2017
უცხოეთში მოღვაწე ქართველებზე და მათ წარმატებულ საქმიანობაზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, გავიხსენოთ მოსკოვში მოღვაწე ქართველი გამომგონებელი იგორ ჭელიძე, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის 1812 წელს ნაპოლეონის მიერ გადამწვარი მოსკოვის აღდგენა-რეკონსტრუქციაში. სწორედ მის მიერ შექმნილი საუკეთესო სამშენებლო მასალით მოხდა ფერფლად ქცეული მოსკოვის ძველი და ახალი შენობების, არხების, ხიდების აგება.
|
ნინო ქეთელაური 11.11.2017
"ქართული ოცნების" შიდა პროცესები ძალიან დამამძიმებელი იქნება დედაქალაქის მერისთვის. ამიტომ უპრიანია, კალაძე განერიდოს პარტიის გენერალური მდივნის სავარძელს, თუ სურს, რომ არ იყოს მუდმივი წნეხის ქვეშ", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.
|
მარი ჩიტაია 10.11.2017
საქართველოში საწვავის მკვეთრმა გაძვირებამ მგზავრობის ტარიფების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მართალია, "თბილისის მიკროავტობუსში" ირწმუნებიან, რომ არაფრის შეცვლას არ გეგმავენ, მაგრამ, სპეციალისტების აზრით, ეს არ იქნება იოლი. ისინი ფიქრობენ, რომ სავალუტო რყევებისა და საწვავის გაძვირების ფონზე მგზავრობის საფასურის შენარჩუნება გაუჭირდებათ და სავარაუდოდ, 10 თეთრის ფარგლებში მოიმატებს. მგზავრობის გადასახადი გაიზრდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტსა და ტაქსების მომსახურებაზეც.
|
თიკო ოსმანოვა 10.11.2017
რამდენიმე დღეში თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა მუშაობას შეუდგება, "ქართული ოცნების" ექსდეპუტატები კი მმართველი პარტიისგან ახალი პოსტების შეთავაზებას ჯერ კიდევ ელოდებიან. "ოცნების" ხელმძღვანელობა პირობას დებს, რომ ამ ადამიანების მიმართ შესაბამისი დამოკიდებულება ექნება.
|
ეკატერინე ბასილაია 10.11.2017
საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა - ოფიციალური თბილისის ეს მიზანი ფორმალურად ცნობილია ყველასთვის ევროკავშირში და ამას საქართველოს მოსახლეობაც უჭერს მხარს, თუმცა წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანაზე ხელისუფლება უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო მას ოპოზიცია აკრიტიკებს და პოლიტოლოგების დიდი ნაწილიც ამბობს, რომ წევრობაზე განაცხადი უნდა შევიდეს.
|
თამარ მუკბანიანი 10.11.2017
ეროვნულ ვალუტას არაფერი შველის. მოსახლეობაში ეჭვი გაჩნდა, რომ არჩევნების მეორე ტურის დასრულებისთანავე მთავრობა ლარზე ზრუნვისგან ხელს საერთოდ აიღებს და გაცვლითი კურსი ისევ დაეცემა. ფინანსისტების დიდ ნაწილს უარყოფითი მოლოდინი აქვს. ჩავლილი არჩევნების, ეროვნული ბანკისა და მთავრობის არასწორი პოლიტიკისა და ამ ყველაფრით გამოწვეული აჟიოტაჟის ფონზე, რთული სათქმელია, სანამდე გააგრძელებს ლარი "ცურვას".
|
ია აბულაშვილი 10.11.2017
თბილისის ისტორიასა და მის ტრადიციებზე უამრავი მასალა შემოგვინახა ქართულმა ისტორიოგრაფიამ, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკითხველს, გვინდა, გავაცნოთ მე-18 საუკუნის თბილისური ამბები. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ევროპისაკენ მაცქერალმა ერეკლე მეორემ კარგად იცოდა, რომ თუკი მის ქვეყანას მართლაც ეწერა გაევროპელება, ეს პროცესი თბილისიდან უნდა დაწყებულიყო, ამიტომ პირველ რიგში აღუდგენია "საკუთრების ქალაქური წესი". ვაჭართა ზედაფენისთვის დაუწესებია შეღავათები, მკაფიოდ განუსაზღვრავს თბილისელთა უფლება-მოვალეობანი. როგორც ჩანს, ამ ღონისძიებებს შედეგი გამოუღია, რადგან თბილისი ძალიან მალე გამხდარა ძლიერი სავაჭრო ქალაქი და მნიშვნელოვანი სახელოსნო ცენტრი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|