ნათია ლომიძე 14.11.2017
ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება დღითი დღე შეუძლებელი ხდება. მგზავრებს თითქმის ყოველდღე გაჩერებაზე ნახევარსაათიანი ლოდინი უწევთ, სანამ მათთვის სასურველი ტრანსპორტი გამოჩნდება. ავტობუსითა და მიკროავტობუსით მგზავრობის შემთხვევაში ადამიანი დანიშნულების პუნქტამდე დაუგვიანებლად ვერ მიდის. პრობლემა ქალაქის ქუჩებში გახშირებული საცობებითა და საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებების ნაკლებობითაა გამოწვეული.
|
თიკო ოსმანოვა 13.11.2017
"კალაძის გუნდი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ფაქტობრივად გაქრა - ეს ლოგიკურია, იმიტომ, რომ კალაძე საჭირო პოლიტიკის მიმართულებით გადანაწილდა. გრძელვადიან პოლიტიკურ თამაშში მას შეიძლება აწყობს კიდეც არ აიღოს პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებებზე", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
|
ნინო ქეთელაური 13.11.2017
ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის პროცედურები საქართველოს მოსახლეობის 6%-მა, ანუ 9 875-მა მოქალაქემ დაარღვია. ექსპერტები ამბობენ, რომ რიცხვი საგანგაშო არ არის, თუმცა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, არც ცოტაა, რადგან თუ ტენდენცია მზარდი გახდა, შესაძლოა, ევროკავშირს ხელშეკრულებაში გარკვეული კორექტივების შეტანა დასჭირდეს.
|
ეკატერინე ბასილაია 13.11.2017

ორი კვირა არ გასულა, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის სატრანზიტო მაგისტრალი საზეიმოდ გაიხსნა და რუსეთის პრეზიდენტმა ყაზახეთის გავლით ალტერნატიული რკინიგზის მაგისტრალის შექმნა დააანონსა. ამით მოსკოვმა ევროპა-აზიის დამაკავშირებელ "ახალ აბრეშუმის გზაზე" ერთგვარი შეჯიბრი თუ სარკინიგზო-გეოპოლიტიკური ომი გამოაცხადა.
|
რეზონანსი 13.11.2017
თვითმმართველობის არჩევნების გუშინდელი მეორე ტური სრულად გადაფარა გუშინ გავრცელებულმა ცნობებმა მთავრობაში დაგეგმილი მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ. ეს ცნობა ღიად დაადასტურეს როგორც მთავრობის, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა. შესაბამისი განცხადებით კი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გამოვა.
|
ეკატერინე ბასილაია 13.11.2017
შესაძლოა, უკრაინაში გაერო-ს სამშვიდობო მისია შევიდეს, თან საუბარია, რომ აშშ-ის გეგმაა, ამ საერთაშორისო მისიით 20 000 მშვიდობისმყოფელი გაიგზავნოს, რაც რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. მოსკოვისთვის კატეგორიულად მიუღებელია უკრაინისა და დასავლეთის სურვილი, მშვიდობისმყოფელები რუსეთ-უკრაინის საზღვართან განლაგდნენ და არა უშუალოდ სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებსა და უკრაინის დანარჩენ ნაწილს შორის. კრემლში ამაზე დათანხმებას გამორიცხავენ.
|
გიორგი გაჩეჩილაძე 13.11.2017
2016 წლის დეკემბერში რუსეთში უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა რამდენიმე პიროვნება დააკავა, რომლებსაც ბრალად აშშ-ის დაზვერვისათვის საიდუმლო მასალების გადაცემა წაუყენეს. ამის გარდა, რამდენიმე წლის განმავლობაში დაკავებულთა ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელებში რუსი მაღალჩინოსნების პირადი მიმოწერისა და პირადი ცხოვრების გასაიდუმლოებულ ფაქტებს აქვეყნებდნენ.
|
ია აბულაშვილი 13.11.2017
"ჩვენ გვინდა, დავაქციოთ მუზეუმები, ბიბლიოთეკები. ვიბრძოლოთ მორალის, ფეტიშის და ყოველგვარი ოპორტუნისტული და უტილიტარული სისაძაგლის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა, ვადიდოთ აგრესიული მოძრაობა, ჩქარი სიარული, საშიში ნახტომი, სილა და მუშტი" - იტალიელი ფილიპო მარინეტის ამ ფუტურისტულ ქუხილს თბილისში გვიანი ექო ჰქონდა. პარიზულ ჟურნალ "ფიგაროს" ფურცლებზე 1909 წლის 20 თებერვალს გამოქვეყნებულ "სასიკვდილო ნახტომს" ქართველები 1922 წლის 25 აპრილს გამოეხმაურნენ და კონსერვატორიის შენობაში პირველი ფუტურისტული საღამოც გაიმართა, გამოსცეს მანიფესტი "საქართველო - ფენიქსი".
|
მამუკა ნაცვალაძე 13.11.2017
მოსკოვი-მესამე რომის თეორია დღემდე რჩება რუსული იმპერიული მისწრაფების მთავარ საყრდენად. ერთიანი ქრისტიანული, რელიგიური არეალის ერთ პოლიტიკურ სივრცეში მოქცევა განმათავისუფლებლისა და მართლმადიდებლობის დაცვის ნიღბით, დიდი ხანია, ჩვენი ჩრდილიელი მეზობლის სავიზიტო ბარათია.
|
თიკო ოსმანოვა 13.11.2017
"კალაძე ძალიან სწორ გადაწყვეტილებას იღებს, როცა "სითი პარკთან" სასამართლოს გზით იწყებს პრობლემის მოგვარებას. ეს მას პოლიტიკურ ქულებს მაინც მოუტანს, თუ ვერ შეძლო სასამართლოს მოგება", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.
|
ეკატერინე ბასილაია 11.11.2017
რუსეთსა და სომხეთს შორის სამხედრო ძალების გაერთიანებაზე ხელშეკრულებას ერევანში ხელი საბოლოოდ მოეწერა, რაც სომხეთის ექსპერტების ნაწილის მიერ შეფასდა, როგორც მათი ქვეყნის ნებაყოფლობით ანექსირებაზე თანხმობა. საქართველოში კი საუბარია, რომ საქართველოსთვის რუსული საფრთხე საგანგაშოდ გაიზარა და თან მოსკოვმა ამ ხაფანგში ერევანიც ჩაითრია, რადგან, ამ ხელშეკრულების მიხედვით, თუკი რუსეთი საქართველოსთან ომს კიდევ დაიწყებს, სომხეთის არმია აუცილებლად ჩაერთვება საქართველოს წინააღმდეგ ომში.
|
ია აბულაშვილი 11.11.2017
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ რაულ ხაჯიმბას მის მილოცვაზე საპასუხო წერილი გაუგზავნა, სადაც ხაჯინბასადმი მადლიერებას გამოხატავს "იმ თბილი სიტყვებისთვის, რომელიც მის იუბილესთან დაკავშირებით გამოთქვა".
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|