თიკო ოსმანოვა 18.11.2017
საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთის ბრუნვის მონიტორინგი შვეიცარიელებმა, შესაძლოა, წლის ბოლოდან განახორციელონ და 6 წლის შემდეგ საბოლოოდ მაინც მოხდეს იმ ხელშეკრულების აღსრულება, რომელიც 2011 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა. ყოველ შემთხვევაში, ქართულ მხარეს ამის მოლოდინი აქვს. ამ საკითხზე უფრო მეტი დეტალი კი თვის ბოლოს შვეიცარიაში გაირკვევა, სადაც სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
|
გიორგი გაჩეჩილაძე 18.11.2017
იყო დრო, როდესაც ქართული ფეხბურთი მაღალ დონეზე იმყოფებოდა და ჩვენი მობურთალებიც გამორჩეულ უცხოელ ფეხბურთელებს ტოლ-სწორად ეპაექრებოდნენ. სამწუხაროდ, იმდროინდელი პერიპეტიები მხოლოდ უფროსი თაობის გულშემატკივრებს ახსოვთ.
|
ნინო ქეთელაური 18.11.2017
თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნასთან დაკავშირებით საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. მათი თქმით, "ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ქსენოფობიური, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული მიდგომით, ძალადობის წახალისებით, არ შეიძლება, დედაქალაქის მთავრობაში იყოს".
|
მარი ჩიტაია 18.11.2017
სოციალური ფონის გაუარესების გამო საქართველოს ათასობით მოქალაქე სამუშაოს ძებნას სხვა ქვეყანაში ცდილობს. რაც დრო გადის, მით მეტი შრომისუნარიანი ადამიანი ტოვებს ქვეყანას. თუკი წლების წინ სამუშაოს მაძიებლები დამკვიდრებას სოფლიდან დედაქალაქში ცდილობდნენ, ახლა პირდაპირ უცხოეთში მიდიან სამუშაოდ. არაოფიციალური მონაცემით, 2000 წლის შემდეგ საქართველოდან დაახლოებით 400 000-მდე ადამიანია გასული. ეს პროცესი გრძელდება დღესაც. არასტაბილურობის განცდა საქართველოს ათასობით მოქალაქეს აიძულებს, რომ თავშესაფარი სხვა ქვეყანაში ეძებოს. საქართველოს მოსახლეობა არათუ ბრუნდება ქვეყანაში, არამედ დეპორტაციის რისკის ფასად არალეგალურად მიდის სხვადასხვა ქვეყანაში ლუკმაპურის საშოვნელად, რათა შემდეგ სამშობლოში დარჩენილი ოჯახები არჩინოს. როგორც ვიცით, არალეგალების საკმაოდ დიდი რადენობაა თურქეთსა და საბერძნეთში. ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი არალეგალურად ცხოვრობს აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
|
მამუკა ნაცვალაძე 18.11.2017
მეთვრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან რუსეთის იმპერიამ, ფაქტობრივად, ვერდიქტი გამოუტანა საქართველოს. ტოტლებენის ავანტიურა, მისი წინასწარ დაგეგმილი ღალატი, რომელიც გამორიცხულია, თავად თაღლითი გენერლის ინიციატივა ყოფილიყო, აშკარად გამოხატავდა ჩრდილოელი მეზობლის პოლიტიკურ განწყობას. ეს იყო გზავნილი იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობა ანტირუსული მოვლენა იყო.
|
ნათია ლომიძე 18.11.2017
უცხოური ინვესტიციების შემცირების რისკი დიდია ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ლარის გაუფასურების პროცესი მუდმივ სახეს იღებს, რაც ინვესტორებს შეუმჩნეველი არ რჩებათ. ბუნებრივია, რომ არასტაბილურობის განცდა ინვესტიციებზეც აისახება, მით უფრო გრძელვადიან პერიოდში, თუ ბიზნესმენი სტაბილურ გარემოს ეძებს.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.11.2017
"კადრები, რომლებმაც თანამდებობები დაიკავეს, ჩვენი კადრთუხუცესისთვის ახალი არ არის. 2013 წელს ჩვენთან არაერთხელ უსაუბრია, თუ როგორი ნიჭიერი ახალგაზრდებით არის ის გარშემორტყმული და ზუსტად ეს გვარები სახელდებოდა", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" მთავრობაში გამოჩენილ ახალ კადრებზე საუბრისას. მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილების ინიციატორი არც კვირიკაშვილია და უკვე ნაკლებდამაჯერებელია ისიც, რომ იგი ივანიშვილია. ცვლილების იდეა, შესაძლოა, ჩრდილოელი მეზობლისგან მოდიოდეს.
|
ია აბულაშვილი 18.11.2017
ცნობილი ქორეოგრაფის, პარიზის ოპერის მთავარი ბალეტმეისტერის - სერჟ ლიფარის მოღვაწეობის შესახებ ალბათ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, გავიხსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი ამ ლეგენდარული მოცეკვავის მიერ 1945 წელს მონტე-კარლოში დადგმული ბალეტ "შოთა რუსთაველის" ისტორიიდან.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.11.2017
"კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ზიანდება როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ, ისე კერძო პირისა და სახელმწიფოს მხრიდანაც. ამ საკითხში გარკვეულწილად საპატრიარქოც სცოდავს, რომელიც თავისი ნებით აკეთებს მიშენებას და ძეგლებს სახეს უცვლის, თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამის გამო არავის უგია სათანადო პასუხი კანონის წინაშე", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი.
|
ნათია ლომიძე 17.11.2017
ლარი დღითი დღე თავბრუდამხვევი სისწრაფით უფასურდება ევროსა და დოლარის მიმართ. ვალუტის დევალვაციას ბაზარზე გაძვირებული პროდუქტიც ემატება, რაც მოსახლეობის ყოფას გაუსაძლისს ხდის. მთავრობის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები გაუფასურებაში მედიასა და სპეციალისტებს ადანაშაულებენ. ფინანსისტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ეკონომიკური ბლოკი სიტუაციას ვერ აკონტროლებს და ხელს სხვებისკენ იშვერენ. ლარი 2,80-მდე მივა და შემდეგ დაიწყება მისი შედარებითი გამყარება.
|
გვანცა ღვედაშვილი 17.11.2017
საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ძეგლის - მე-7 საუკუნეში აგებული ატენის სიონის ტაძართან მცირე ზომის ნაგებობის მშენებლობამ კელიების, სატრაპეზოსა და დამხმარე საყოფაცხოვრებო სათავსოების მოსაწყობად საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
|
ეკატერინე ბასილაია 17.11.2017
"ქართული ოცნება" მომავალ კვირას სახალხო დამცველის კანდიდატურას დაასახელებს და უფლებადამცველებში მოლოდინია, რომ ისეთი ფიგურა შეირჩევა, რომელიც დღეს მმართველი ძალის მიმართ კრიტიკული არ არის. კონკრეტულად ვინ დასახელდება - ამაზე საპარლამენტო უმრავლესობაში ჯერ არაფერს საუბრობენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|