ნინო ქეთელაური 15.11.2017
გათავისუფლებული 6 მინისტრისგან სამი, ხოლო უწყებების ხელმძღვანელებისგან ორი, სავარაუდოდ, სამთავრობო გუნდს მიღმა რჩება. საუბარია განათლების, გარემოს დაცვისა და სპორტის ყოფილ მინისტრებზე, ასევე, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უფროსზე, რომელთა ბედი ამ დრომდე გაურკვეველი რჩება. პრემიერი მათთვის მხოლოდ მადლობის გადახდით შემოიფარგლა.
|
ნათია ლომიძე 15.11.2017
სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" ხანძარს რამდენიმე მილიონი ლარის ზარალი მოჰყვა. დღემდე უცნობია დეტალები, თუ რამ გამოიწვია ხანძარი. უცნობია მოვაჭრეების ბედიც, რომლებიც აქციებს ისევ მართავენ. მათი ზარალი, რომელიც რამდენიმე ათას დოლარს შეადგენდა, მხოლოდ 3 000 ლარით ანაზღაურდა.
|
თიკო ოსმანოვა 15.11.2017
"თანხები გამოთავისუფლდება, მაგრამ სად წავა, ეს მაინტერესებს. ისიც კი არ ვიცით, ის ბიუჯეტი, რაც გათვლილია, რამდენად ეფექტურად დაიხარჯება. ერთი ვიცი, პენსია არ გაიზრდება და არანაირი სუბსიდირება არ მოხდება. რატომ არ გვეუბნება ხელისუფლება, რამდენი დაიგოზება, თუ ყველაფერი გათვლილი აქვს? თქვენ ხართ დარწმუნებული, რომ გამოთავისუფლებული თანხები არ წავა დანამატებსა და ხელფასების გაზრდაზე?! მე არ ვარ დარწმუნებული," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
|
ია აბულაშვილი 15.11.2017
როგორც ამბობენ, გასული საუკუნის 20-30 წლების ევროპული და ამერიკული პრესა ქართველი ემიგრანტების, და-ძმები მდივნების ზღაპრული თავგადასავლებით იყო აჭრელებული. დავით, სერგო, ალექსი, ნინო და რუსუდან მდივნებს მსოფლიოს პოპულარული ჟურნალ-გაზეთების მოწინავე სტატიები ეთმობოდათ. ქართველ და-ძმებთან სიახლოვით თავს იწონებდნენ მსოფლიოში ცნობილი მსახიობები, მხატვრები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსებიც კი. დეილ კარნეგი თავის ბესტსელერში "როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ ადამიანებზე გვალენა" მაგალითად ძმები მდივნები მოჰყავს, რომელთა ხიბლი და თავაზიანობა საუკუნის ერთ-ერთ იდუმალ გამოცანად დარჩა.
|
გვანცა ღვედაშვილი 15.11.2017
"ახალი სასწავლო სახელმძღვანელოების შემოტანით რეალურად არაფერი იცვლება. ეს არ არის რეფორმა. ეს არის გეგმის 2 წლის დაგვიანებით შესრულება, რომელსაც არავითარი შედეგი არ ექნება," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი, განათლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძე.
|
ეკატერინე ბასილაია 14.11.2017
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში დიდი ცვლილებები დაიწყო. სამინისტროების რაოდენობა 4-ით მცირდება, 18-ის ნაცვლად იქნება 14 ახალი სამინისტრო, 4 უწყება კი სხვა უწყებებს უერთდება;
|
გვანცა ღვედაშვილი 14.11.2017
"ეს ცვლილებები პოზიტიურ შეფასებებს გამოიწვევს, რადგან სტრუქტურული ცვლილებები ლოგიკურია. ამასთან, საკადრო ცვლილებებიც საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით არის მიღებული", - აღნიშნავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას.
|
მარი ჩიტაია 14.11.2017
წყლის ტარიფის გაზრდის საფრთხე ძალიან დიდია. მართალია, ასეთი ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ ლარის გაუფასურების საბაბით გადასახადის გაძვირებაზე თითქმის ყველა საუბრობს. სემეკი ტარიფების განხილვას 15 ნოემბრიდან იწყებს. ყველა მოქმედი კომპანია ტარიფის ზრდას ითხოვს.
|
მარი ჩიტაია 14.11.2017
უცხოეთიდან შემოსული პროდუქციიდან ადგილზე მხოლოდ სურსათი მოწმდება. საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ჭურჭელი, ტანსაცმელი და უამრავი სხვადასხვა დასახელების ნაწარმი ბაზარზე შემოწმების გარეშე ხვდება. შესაბამისად, არც კვლევა არსებობს და უცნობია, ხარისხის პრობლემა იმპორტირებული პროდუქტის რა ნაწილს ეხება. სპეციალისტების ვარაუდით, ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 90% და შეიძლება მეტიც.
|
მარი ჩიტაია 14.11.2017
მთავრობის ახალ ეკონომიკურ გუნდზე სპეციალისტები იმედს ამყარებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით კი სავალუტო კრიზისთან დაკავშირებული ვითარება შეიცვლება. ეკონომიკის სამინისტრო კი ბოლოს და ბოლოს საქმის გამკეთებელი უწყება გახდება, რაც წლების განმავლობაში არ ყოფილა.
|
ნინო ქეთელაური 14.11.2017
უკრაინაში კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება მას შემდეგ, რაც რამდენიმე კორუფციული სკანდალის შესახებ გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი რეზონანსული აღმოჩნდა შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის შვილისა და მის მოადგილის წინააღმდეგ აღძრული საქმე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან დაკავშირებით.
|
თამარ მუკბანიანი 14.11.2017
დედაქალაქის მოსახლეობის ზრდის პროპორციულად ბუნებრივ აირზე მოთხოვნა იზრდება. ბუნებრივი აირის დაბალი წნევა მოსახლეობას განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში აწუხებს და გამათბობლები მაშინაც კი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, როცა მაქსიმალურ რეჟიმზე აქვთ დაყენებული. "ყაზტრანსგაზში" გაზეთ "რეზონანსს" განუცხადეს, რომ ზამთრისათვის სრულიად არიან მომზადებული და გასული წლების მსგავსი პრობლემები ამ ზამთარს აღარ იქნება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|