თიკო ოსმანოვა
09.11.2017

 არჩევნები მშვიდად ჩაივლის და სადმე განსაკუთრებულ გართულებებს არ ველოდები", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია. მისი აზრით, 12 ნოემბერს ექვსივე ოლქში არჩევნებს მმართველი ძალის კანდიდატი მოიგებს.

ია აბულაშვილი
09.11.2017

 ქართველი მოგზაურების შესახებ არაერთი საინტერესო მასალა არსებობს ქართულ ისტორიოგრაფიაში და დღევანდელ სტატიაში ჩვენც გვინდა გავიხსენოთ ერთ-ერთი მათგანი, მე-18-მე-19 საუკუნეების ცნობილი ქართველი მოგზაური და დიპლომატი რაფიელ დანიბეგაშვილი, რომელმაც 28 წელი გაატარა მოგზაურობაში.

მარი ჩიტაია
08.11.2017

 საპენსიო რეფორმის განხორციელების პროცესში დაგროვილი ფულადი სახსრები შესაძლოა, საბანკო კონტროლის ქვეშ მოექცეს. რეფორმის აუცილებლობაზე საქართველოში ყველა თანხმდება, მაგრამ მისი სწორად განხორციელება სწორედ სირთულეებთანაა დაკავშირებული. სპეციალისტები ეჭვობენ, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა ბანკების ლუკმა გახდება, როგორც ეს მეორეული კაპიტალის ბაზრის შემთხვევაში მოხდა. შესაბამისად, ამ პროცესისგან ქვეყანა ეკონომიკურ სარგებელს ვერ მიიღებს.

თეო გუდავაძე
08.11.2017

 თანამედროვე ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობა ცუდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, განსაკუთრებით კი - მოზარდებზე. ფსიქოლოგებისა და მეცნიერების დაკვირვებით, ბავშვები საუბარზე ადრე პლანშეტისა და კომპიუტერის ხმარებას სწავლობენ, ეს კი მათი კომუნიკაციის უნარს აქვეითებს. ამასთან, სამეცნიერო კვლევა უმოძრაობას, ხანგრძლივ ჯდომასა და ქრონიკულ დაავადებებს შორის არსებულ კავშირს ადასტურებს.

ეკატერინე ბასილაია
08.11.2017

 მომავალ ოქტომბერს პრეზიდენტს მოსახლეობა ბოლოჯერ აირჩევს არა 5, არამედ 6 წლის ვადით და "ქართულ ოცნებაში" სავარაუდო კანდიდატებზე მსჯელობა-განხილვა კულუარებში უკვე დაიწყეს კიდეც. "ოცნებაში" ყველა დარწმუნებულია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს, თუმცა მანამდე გუნდის შიგნით რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და საუბარია იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და თბილისის მერ კახა კალაძეს შორის ერთგვარი შიდა კლანური შეჯიბრია იმაზე, ვინ შეძლებს ივანიშვილის დარწმუნებას, რომ კანდიდატად მისი ფრთის წარმომადგენელი დაასახელოს.

გვანცა ღვედაშვილი
08.11.2017

 გოგა ონიანისთვის გამამტყუებელი განაჩენის გამოტანას პოლიტიზირებულს უწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობაში" და აღნიშნავენ, რომ სასამართლო "ივანიშვილის მონაა". აღნიშნულის გამო ენმ-ის წევრები არც საკრებულოს ბოლო სხდომას დასწრებიან.

გვანცა ღვედაშვილი
08.11.2017

 "როცა ქათმის მოპარვაზე 25 წელი აქვთ მისჯილი და არყის თავსახურის მოპარვისთვის არასრულწლოვანს შვიდწელიწად-ნახევარი ახეხინებენ ციხეში და ამ ფონზე, ონიანს 4 წელიწადს აძლევ, ნორმალურია ეს ქვეყანა?!" - კოთხულობს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

ია აბულაშვილი
08.11.2017

 1982 წელს გოდერძი ჩოხელის ფილმი "აღდგომა" ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის პრიზიორი გახდა. როგორც თავად რეჟისორი იხსენებდა, არათუ პრიზი, თავიდან ამ ფილმის გაშვებაზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. მაინც როგორ გადაურჩა კომუნისტების ცენზურას "აღდგომა", ამაზე მკითხველს გოდერძი ჩოხელის რამდენიმე მოგონებას შევთავაზებთ.

მარი ჩიტაია
08.11.2017

 ნავთობი განუწყვეტლივ ძვირდება, რაც ქართველ მომხმარებელს დიდ პრობლემას უქმნის. თუკი მსოფლიო ბაზარზე ფასი ამ დონეზე შენარჩუნდა და ლარის გაუფასურებაც გაგრძელდა, უახლოეს პერიოდში საწვავი ავტოგასამართ სადგურებში 10 თეთრით გაძვირდება. იმპორტიორები ადასტურებენ, რომ ლარის 2,60-იან ნიშნულზე დასტაბილურების შემთხვევაშიც კი ფასი გაიზრდება.

თიკო ოსმანოვა
07.11.2017

 "აი, ეს არის ტრაგედია - სისტემური დანაშაულის თავი და თავი აქტიურ პოლიტიკაში და ხელისუფლებაშია ისევ დარჩენილი და ჩვენ მეისრეების პროცესს ვუყურებთ და თან მათი დანაშაულის ანატომიას ვუცქერთ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ნინო ქეთელაური
07.11.2017

 ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებამ "ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის დაპირისპირება გამოიწვია. ნიკა მელია თვლის, რომ ონიანი “ევროპული საქართველოს” წევრი რომ ყოფილიყო, მას არ დააპატიმრებდნენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება და “ბრიყვულ ბრალდებას” უწოდებს ოთარ კახიძე.

თიკო ოსმანოვა
07.11.2017

 "ვფიქრობ, მერაბიშვილს მისცა სააკაშვილმა გარკვეული გარანტია და ის ვერ იქნა გამოყენებული ისევე, როგორც ახალაიასთან მიმართებით. გარდა ამისა, საკმაოდ მიეცა დავიწყებას როგორც მერაბიშვილი, ისე ახალაია. ამიტომ მგონია, რომ მისთვის უფრო მისაღები იქნება "ევროპული საქართველო". მაგრამ, რამდენად წაადგება მისი ყოფნა ამ პარტიას მომავალში, ეს ცალკე თემაა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×