თეო გუდავაძე
25.11.2017

 თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კინოს მოყვარულებმა კინოთეატრში სიარულს მოუკლეს. კინოთეატრის უკანა პლანზე გადანაცვლებას უამრავი მიზეზი აქვს, მათ შორის, ერთ-ერთია ფინანსები, რაც ადამიანს აბრკოლებს. მოყვარულებისთვის სასურველი ადგილი აღარ არის კინოთეატრი, რადგან ისინი სხვა საშუალებით ახერხებენ ფილმების ნახვას.

მარი ჩიტაია
25.11.2017

 გაზზე მომუშავე კერძო ავტომობილების ტექდათვალიერება 2019 წლამდე ვერ მოხერხდება. მართალია, ტექდათვალიერების ვადა ოფიციალურად არ გადაწეულა, მაგრამ თითქმის არანაირი პირობა არ არის, რომ მძღოლებმა ტექდათვალიერების გავლა შეძლონ. საქართველოში ჯერაც 2 აკრედიტებული ცენტრია, ხოლო შემოწმებული მანქანების რაოდენობა 4000-საც არ აღწევს, რიგში კი 300 000 ავტომობილია. როგორც აკრედიტაციის ცენტრების წარმომადგენლები ამბობენ, 10 ასეთი ცენტრის გახსნაც არასაკმარისია იმისთვის, რომ აირბალონიანი მანქანების ტექდათვალიერება დროზე მოესწროს.

ნათია ლომიძე
25.11.2017

 ბაზრობაზე მოვაჭრე პირებს სპეციალური სტატუსი მიენიჭება და მათთვის დაბეგვრის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი შემუშავდება. სამართლის სფეროს სპეციალისტები მთავრობის ინიციატივას ეჭვის თვალით უყურებენ, მაგრამ მოვაჭრეთა ნაწილი ახალი სისტემით დაბეგვრის მომხრეა, რადგან დღევანდელი გადასახადების სიმძიმეს ვეღარ აუდიან.

გიორგი გაჩეჩილაძე
25.11.2017

 თავის დროზე არაერთ ქართველ ფეხბურთელს მაღალჩინოსნებმა და თბილისის "დინამოს" ხელმღვანელობამ გული არაერთხელ ატკინეს და მოთამაშეები დიდი ფეხბურთიდან გულდაწყვეტილები გაისტუმრეს.

მამუკა ნაცვალაძე
25.11.2017

 მეთვრამეტე საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოს გაერთიანების საკითხს, რომელიც არ აღსრულდა.

ია აბულაშვილი
25.11.2017

 საქართველოში ძველი ნივთების შეგროვებას დიდი ხნის ისტორია რომ აქვს, ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, შევთავაზოთ რამდენიმე საინტერესო მასალა, თუ როგორ დაიწყო მე-19 საუკუნეში სიძველეების შესწავლისა და დაცვის საქმე და როგორ ჩატარდა პირველი არქეოლოგიური კონფერენცია თბილისში, რომელსაც ორმოცამდე უცხოელი მეცნიერი ესწერებოდა.

თიკო ოსმანოვა
24.11.2017

 ტერორიზმის საფრთხე საქართველოში, რომელი სახელმწიფო შეიძლება იყოს დაინტერესებული და ვინ არის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული სამი ეჭვმიტანილი? - სპეცოპერაციიდან მესამე დღეს ეს კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია, ხელისუფლება დუმს. ოფიციალურად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც და საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან.

ეკატერინე ბასილაია
24.11.2017

 პატრიარქმა ილია II-ემ ქაშვეთის ტაძარში გიორგობის სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე თანამოსაყდრედ ქორეპისკოპოსი შიო მუჯირი დაასახელა და უკვე ცნობილია ისიც, რომ ეპისკოპოსი შიო პატრიარქობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი კანდიდატიც იქნება. თეოლოგები კი უკვე პროგნოზირებენ, რომ ილია II-ის რჩეულს ყველაზე დიდი შანსი აქვს, მომავალი პატრიარქი გახდეს და, დიდი ალბათობით, ასეც მოხდება.

თამარ მუკბანიანი
24.11.2017

 ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი საგარეო ფინანსური ვალდებულებების ზრდას აანონსებს. სახელმწიფოს მხარს უბამს კერძო სექტორიც და ისინიც კიდევ უფრო დიდი ტემპით იღებენ ახალ-ახალ ვალდებულებებს. საბოლოო ჯამში, მთელი ეკონომიკა ისევ ვალებს ჩამოეკიდა, რაც უახლოეს წლებში მძიმე შედეგის წინაშე დააყენებს ქვეყანას.

მარი ჩიტაია
24.11.2017

 წელს არჩევნებმა სარეკლამო ბაზარი საკმაოდ შეცვალა. პოლიტიკური რეკლამის გავლენა გრძელდება დღესაც, რაც დედაქალაქში განთავსებულ ბილბორდებზეც აისახება. შესამჩნევია ასევე სხვადასხვა ბრენდის რეკლამაც, ამ მხრივ კი პირველობას ბაზარზე სულ ახლახან შემოსული "ჰ და მ" იჩენს, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, ბოლო დროის ყველაზე მეტად გარეკლამებული ბრენდია საქართველოში.

თამარ მუკბანიანი
24.11.2017

 მაღალმთიანი რეგიონები, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალფეროვანი ტრადიციებით, ნელ-ნელა ამ ადათებს კარგავს ან სახეშეცვლილად ასრულებს. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ბარისაკენ დაწყებული დიდი მიგრაციის შემდეგ, როცა მთა, ფაქტობრივად, დაიცალა, ხატობის გარდა, სხვა ადათ-წესები უმეტეს შეთხვევაში დავიწყებას მიეცა.

თეო გუდავაძე
24.11.2017

 დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზარზე, ბოლო სამი თვეა, მდგომარეობა მოულოდნელად გამოსწორდა და რეალიზაცია საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ბოლოდროინდელი ტენდენციის მიხედვით, ადამიანები უმეტესად ახალაშენებულ ბინებს ანიჭებენ უპირატესობას. ბაზარზე ძველ ბინებზე მოთხოვნა შემცირდა, რამაც ფასზე გავლენა მოახდინა და მისი ღირებულება შეამცირა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×