თიკო ოსმანოვა
05.12.2017

 51-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გუშინ უჩვეულოდ განახლდა. მობილიზებული საპატრულო პოლიცია, შეკრებილი მოქალაქეები, დანთებული სანთლები და თაიგულების ზღვა - ასე გამოიყურება ტრაგედიიდან მესამე დღეს 51-ე საჯარო სკოლა.

 

 

თამარ ვეფხვაძე
05.12.2017

 ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ხმაურის ფონზე წარიმართა. ოპოზიციის გარდა, სებ-ის პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან უმრავლესობაშიც. ამიტომ კობა გვენეტაძეს უამრავი თავდამსხმელის მოგერიება მოუხდა, თუმცა მისი ზოგადი პოზიციიდან შეუძლებელი აღმოჩნდა იმის დადგენა, თუ რა ელის სამომავლოდ ეროვნულ ვალუტას.

მარი ჩიტაია
05.12.2017

 ქართველი ექიმების უმეტესობა ბავშვთა კვების კომპანიებთან არის გარიგებული და პაციენტებისთვის სხვადასხვა დანამატების დანიშვნის სანაცვლოდ, განსაზღვრულ თანხასაც იღებს. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა პედიატრიის სფეროშია. ამის შესახებ სპეციალისტები ინფორმირებულნი არიან, მსგავსი გარიგებების შესახებ ცნობილია მშობლებისთვისაც, თუმცა არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ ვინმეს საჩივარი დაეწერა ან კომპეტენტური უწყებების მხრიდან მსგავსი შემთხვევების გამოვლენა მომხდარიყო.

ნათია ლომიძე
05.12.2017

 მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტროავტომობილების დამუხტვა 2018 წელსაც უფასო იქნება. ქვეყნის მასშტაბით განლაგებული დასამუხტი სადგურები მომხმარებლებს მომსახურების პირობებს არ შეუცვლიან. აღსანიშნავია, რომ არც სახლის პირობებში ჯდება ელექტრომანქანების შენახვა ძვირი. მათი უმეტესობა ერთი სრული დამუხტვით 110-130 კმ-ს გადის და მისი დამუხტვა სახლის პირობებში 2-2,5 ლარი ჯდება. სპეციალისტები კი არ გამორიცხავენ, რომ მომავალში სადგურებზე მანქანის დამუხტვა დაახლოებით 3 ლარი ღირდეს.

თამარ მუკბანიანი
05.12.2017

 აბონენტების დიდი ნაწილი ენერგო და წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან მიწოდების შეზღუდვაზე ან არასათანადო მიწოდებაზე საუბრობს. მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებს 24-საათიანი მომარაგებისთვის იხდის, თუმცა კომპანიების უმრავლესობას ეს სულაც არ ადარდებს. ენერგოობუდსმენი ამბობს, რომ მომხმარებელთა მხრიდან ხშირია საჩივრები, ამ მხრივ კი უპირობო ლიდერი წყალმომარაგების სექტორია.

ნინო ქეთელაური
05.12.2017

 აშშ საკუთარი არმიის წვრთნაში უკრაინა-რუსეთის ომის გამოცდილებას გამოიყენებს. ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რაზეც ქართველი სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აშშ საქართველო-რუსეთის ომის გამოცდილებითაც დაინტერესებულია და თავის დროზე ეს საკითხი სამხედრო სასწავლო კურსშიც შეიტანა.

ეკატერინე ბასილაია
04.12.2017

 რუსულ მედიაში ბოლო დღეებში დიდი ანტისომხური კამპანია მიმდინარეობს, რის გამოც რუსეთში სომხური სათვისტომო იძულებული გახდა, სპეციალური განცხადება გაევრცელებინა და რუსეთის ხელისუფლებისთვის ეთხოვა, სატელევიზიო ეთერიდან ჩამოაშორონ "მოსყიდული ჟურნალისტები", "ფსევდო პოლიტიკოსები" და "მარგინალი ექსპერტები", რომლებიც "ორ მოძმე - რუს და სომეხ ხალხსა და ქვეყანას შორის განხეთქილებას აღვივებენ".

ია აბულაშვილი
04.12.2017

 "ჩვენს სამართალდამცავეს ევალებათ, რომ გამოძიება მაღალ დონეზე ჩატარდეს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დადგინდეს, როგორ შემოვიდნენ ეს ადამიანები საქართველოში, ჰყავდათ თუ არა დამხმარე პირები, ვინ იყვნენ ისინი, თუ ჰყავდათ და როგორი იყო მათი გეგმები", - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "მთელი კვირა" თბილისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით ესაუბრა.

ეკატერინე ბასილაია
04.12.2017

 ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი პანკისის ხეობის სახელით ხელისუფლებას მიმართავს, 22 ნოემბერს სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების ცხედრები, რომელთა შორის ახმედ ჩატაევიცაა, პანკისში მცხოვრებ ქისტებს გადაეცეთ, რათა მათი დაკრძალვა ჩეჩნური წესით მოხდეს. მისი თქმით, ეს ჯგუფი საქართველოში ცუდი მიზნით არ შემოსულა, ჩრდილოეთ კავკასიაში გადასასვლელად გამოიყენეს საქართველო სატრანზიტო გზად, თუმცა ერთ-ერთი მათგანის ავადმყოფობის გამო შეყოვნდნენ.

გიორგი გაჩეჩილაძე
04.12.2017

 რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში გამართულ სასამართლო პროცესზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა მაიკლ ფლინმა დანაშაული ოფიციალურად აღიარა და განაცხადა, რომ ტრამპის, მისი ოჯახისა და თეთრი სახლის თანამშრომლების წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მზადაა. გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსის" მტკიცებით, ფლინი მზადაა, მოიყვანოს უტყუარი ფაქტები, რომ ჯერ კიდევ კანდიდატობის პერიოდში დონალდ ტრამპმა მას რუსეთთან კონტაქტების დამყარება დაავალა.

ნინო ქეთელაური
04.12.2017

 "ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში სკოლაში მოულოდნელი ჩხრეკა ტარდება - ვინმეს ხომ არ აქვს დანა, ნარკოტიკი, რაც არ უნდა აღიქმებოდეს პიროვნების შეურაცხყოფად, ეს არის სასკოლო ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი", - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გუგული მაღრაძე, რომელიც ვერაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სკოლებში დისციპლინის გამკაცრების აუცილებლობას ხედავს.

გვანცა ღვედაშვილი
04.12.2017

 "ხელისუფლებას რომ მუხთარლის საქმე გამოეძიებინა, დღეს ნაკლები კითხვები და ეჭვები იქნებოდა, ვინ შემოიყვანა, როგორ და რატომ როგორც ჩატაევი, ისე მასთან მყოფი პირები. თუ თბილისიდან ბაქოში ისე ხვდება ადამიანი, რომ ვერავინ იგებს, როგორ გაიყვანეს, ბუნებრივია, ასევე ჩუმად შეიძლება თბილისში შემოსვლაც. ეს ორი ფაქტი, საერთო ჯამში, ძალიან ცუდ სურათს ქმნის. ჩვენი მთავარი საფრთხე ჩატაევის ლიკვიდაცია კი არა, საზღვრის უკონტროლობაა", - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "მთელ კვირასთან".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×