ნინო ქეთელაური 07.12.2017
კიევში მიმდინარე პროცესები დონბასს უკავშირდება, - აცხადებენ ანალიტიკოსები. მათი თქმით, თუ სიტუაცია გამწვავდა, უკრაინაში მდგომარეობა რამდენიმე რეგიონის მიმართულებით დაიძაბება, რამაც შესაძლოა, ისედაც დაშლილი უკრაინა კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოაჩინოს.
|
ნათია ლომიძე 07.12.2017
ბიუროკრატიული ხარჯები, შემცირების ნაცვლად, იზრდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2018 წელს ადმინისტრაციული ხარჯი 77 მლნ ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებისა და სასაქონლო-მომსახურების ნაწილში. მთავრობის განცხადებები სრულიად განსხვავდება მისი მოქმედებისგან. რამდენიმე დღის წინ მინისტრები პირობას დებდნენ, რომ ხარჯების ოპტიმიზაციას მოახდენდნენ, მაგრამ სრულიად საპირისპირო ნაბიჯები გადადგეს.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.12.2017
საქართველო ისევ იმ ქვეყნების სათავეშია, რომელთა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია - ეკოლოგების შეფასებით, ნაადრევად გარდაცვლილი ყოველი მეოთხე ადამიანის სიკვდილი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ დაავადებებთანაა დაკავშირებული.
|
თიკო ოსმანოვა 07.12.2017
"მეჩვენება, რომ სააკაშვილი თავისი ქმედებებით ყოველგვარი კონტროლის, ფანტაზიისა და წარმოდგენების სფეროს სცდება. პრაქტიკულად წარმოუდგენელია და განუჭვრეტადია, რას მოიმოქმედებს და როგორ განვითარდება მოვლენები", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლია მუხაშავრია.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.12.2017
"სამინისტროების ოპტიმიზაციის იდეა შესაძლოა, გარკვეული პოპულისტური ნაბიჯი იყოს, რომელიც ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნებმა განაპირობა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე რაც ჩანს, იქიდან გამომდინარე, ეს ცვლილებები გაუაზრებელია", - აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" საუბრისას.
|
მარი ჩიტაია 07.12.2017
სხვადასხვა პრობლემის გამო რეგიონებში ციტრუსის კრეფა გვიანდება. სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ პროცესი ცალკე ამინდის, ცალკე უხარისხო მოსავლის მიზეზით თითქმის ყველგან შეფერხდა. მართალია, ფასთან დაკავშირებით პრეტენზია არავის გამოუთქვამს, თუმცა ციტრუსის დაბინავებას გლეხები მაინც ერიდებიან. აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ხალხი ამბობს, რომ, შარშანდელთან შედარებით, მოსავალიანობამ დაიკლო.
|
მარი ჩიტაია 07.12.2017
დაახლოებით ერთ წელიწადში საქართველოს გაზის ნატურით მიღების ახალი შესაძლებლობა ექნება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, "სამხრეთის გაზის დერეფნის" ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დასრულება ძვირი გაზის იმპორტს ცოტათი შეამცირებს და გარკვეული მოცულობის გაზის შეღავათიან ფასად შესყიდვის საშუალებაც გაჩნდება.
|
ია აბულაშვილი 07.12.2017
"1939 წლის 14 ივლისს საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის, ბასტილიის აღების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე უცხოური ლეგიონის ასეულის მეთაურები იყვნენ დიმიტრი ამილახვარი და ნიკოლოზ თოხაძე. შანზელიზეზე დიდი ოვაციებით ჩაიარეს. აფრიკიდან მათ ჩამოჰყვათ გენერალი მიკელი.
|
ნინო ქეთელაური 06.12.2017
ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი მმართველობა, ძლიერი კავშირები და ძლიერი საზოგადოება – ეს ის ოთხი ძირითადი მიმართულებაა, სადაც საქართევლომ 2020 წლისთვის 20 შედეგის მიღწევა უნდა შეძლოს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გარდაუვალი გახდეს.
|
ეკატერინე ბასილაია 06.12.2017
უკრაინის ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ბრძოლის დრამა უჩვეულოდ და კომიკურად გრძელდება. გუშინ უკრაინის სპეცსამსახურებმა ჯერ სახურავიდან ძლივს ჩამოიყვანეს და ხელბორკილებით მიკროავტობუსში ჩასვეს ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მაგრამ მისი გადაყვანა ვერ შეძლეს და შეკრებილმა ხალხმა 4-საათიანი ბრძოლით მიკროავტობუსიდან დაიხსნა ლიდერი, რის შემდეგაც უკრაინის ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ბრალდებულმა სააკაშვილმა განცხადებით: "გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული! ამ ფარჩაკებს ვუტირებ ყოფას!" - მთელი თავისი მომხრეები რადასკენ პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით დაძრა.
|
ეკატერინე ბასილაია 06.12.2017
"სააკაშვილი ცდილობდა, უკრაინაში დიდი საპროტესტო ტალღა აეგორებინა და ფაქტია, ვერ მოახერხა, ახლა კი მეორე სუნთქვა გაეხსნა - თუ ძლევამოსილ გმირად ვერ ივარგა, წამებულის მანტიის მოსხმა კიდევ ერთი ტექნოლოგიაა და უკრაინის ხელისუფლებამ მას ეს კომფორტი შეუქმნა. როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია. ახლა უკრაინაში დიდი ვაჭრობა მიდის, ვინ საით დაგდება და რას გააკეთებს," - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის თქმითაც, ჯერჯერობით სააკაშვილი ყველა ბრძოლას იგებს, არა იმიტომ, რომ ძლიერია, არამედ იმიტომ, რომ უკრაინის ხელისუფლებაა ბრიყვი და მყიფე.
|
თიკო ოსმანოვა 06.12.2017
პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ტრადიციულად მიმდინარეობს. თუმცა სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს დაძაბულ გარემოში უწევთ მუშაობა. სკოლის პერიმეტრს პატრულის ორი ეკიპაჟი იცავს. რამ გამოიწვია ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია, ამ კითხვას თითქმის ყველას სვამს, თუმცა პასუხი არავის არა აქვს. მით უფრო, რომ ეჭვიმტანილები სკოლაში არაფრით გამორჩეულნი არ ყოფილან - არც სწავლით და არც სიცელქით. მეტიც, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა, გ.ბ.-მ ტრაგედიის დღეს ფიზიკაში ათიანიც კი მიიღო.
|
|