ნინო ქეთელაური 24.11.2017 თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი და ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი.
| გვანცა ღვედაშვილი 23.11.2017 გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიღუპულია ერთი და დაჭრილია 4 სამართალდამცველი.
| გვანცა ღვედაშვილი 22.11.2017 დედაქალაქის შუაგულში ელიავას ბაზრობა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღესაა, არ უნდა არსებობდეს - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა "რადიო პალიტრის" გადაცემა "შუადღის სტუდიაში" განაცხადა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია გრძელვადიან პერსპექტივაში ელიავას ბაზრობის საკითხის გადაწყვეტას გეგმავს.
| თიკო ოსმანოვა 21.11.2017 უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. მათ შორისაა "რუსთავი 2"-ის ოპერატორი - თამაზ შავშიშვილი კიევის სამართალდამცავ უწყებას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.
| გვანცა ღვედაშვილი 20.11.2017 საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესი, შესაძლოა, შეიზღუდოს. ეს ყველაფერი პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ასაკი 18-დან 21 წლამდე იზრდება.
| თიკო ოსმანოვა 18.11.2017 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უჩა ნანუაშვილს ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველს უწოდებს. წულუკიანმა ომბუდსმენი ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოთქმული განცხადების გამო გააკრიტიკა. შეგახსენებთ, უჩა ნანუაშვილმა დეკანოზ მამალაძის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშში უკმაყოფილება გამოთქვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საჯარო განცხადებების გამო. წულუკიანს კი მისივე თანაგუნდელი დაუპირისპირდა და უჩა ნანუაშვილის მისამართით გამოთქმულ განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.
| თიკო ოსმანოვა 17.11.2017 ლარის კურსი დოლარის მიმართ გაუფასურებას განაგრძობს. ამასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში დაიბაროს და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განმარტებები მოისმინოს.
| გვანცა ღვედაშვილი 16.11.2017 იმ სამინისტროებში, რომლებიც სტრუქტურული ცვლილებების შედეგად უნდა გაუქმდეს და სხვა უწყებებთან შეერთდეს, დაახლოებით 2,900 ადამიანი მუშაობს. რამდენი პროცენტით შემცირდება ჯამში კადრების რაოდენობა, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ფაქტია, სამინისტროების გაერთიანებას ადამიანური რესურსის შემცირება ბუნებრივად მოჰყვება.
| გვანცა ღვედაშვილი 15.11.2017 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6830 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2,6830 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2,6538 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0292 ლარი შეადგინა.
| თიკო ოსმანოვა 14.11.2017 დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება. უფრო კონკრეტულად კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო აღნიშნული უწყების სპორტის კომპონენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება; გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საგარეო საქმეთა სამინისტროს კი უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
| გვანცა წულაია 13.11.2017 მთავრობაში დაგეგმილი მასშტაბური საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად მინისტრთა კაბინეტს, ჯამში, 7 მინისტრი დაემშვიდობება, 5 სამინისტრო კი გაუქმდება.
| თიკო ოსმანოვა 11.11.2017 თბილისის მერი კახი კალაძე "სიტი პარკთან" სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს. მისი თქმით, კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება შესასწავლია. "სიტი პარკი ძალიან უხეშად ექცევა ადამიანებს, რაც გამაღიზიანებელია", - აცხადებს კალაძე.
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|