გვანცა ღვედაშვილი 29.09.2017 საქველმოქმედო მატჩისთვის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები საქართველოში ხვალ, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოფრინდებიან. ცნობილია, რომ ისინი სასტუმრო "ბილტმორში" დაბინავდებიან. მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვა არ იგეგმება.
|
გვანცა წულაია 28.09.2017 საქართველოს ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით უკვე მიღებულია. პროექტი 117 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით ისინი დიდხანს იამაყებენ. თუმცა, მმართველი პარტიის გარდა, ახალი კონსტიტუციური პროექტი არც ოპოზიციას და არც პრეზიდენტს არ მოსწონს.
|
გვანცა ღვედაშვილი 27.09.2017 "მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა," - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას.
|
გვანცა ღვედაშვილი 26.09.2017 პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომა დღეს, 26 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
|
გვანცა ღვედაშვილი 25.09.2017 კონსტიტუციის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით უკვე ცნობილია ვენეციის კომისიის შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ ერთი დასკვნა გადმოაგზავნა, შეფასება აზრთა სხვადასხვაობას მაინც იწვევს. ხელისუფლებისთვის ის დადებითია, ოპოზიციისა და პრეზიდენტისთვის კი - კრიტიკული შენიშვნებით სავსე.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.09.2017 კმაყოფილი ხართ თუ არა განახლებული პეკინის გამზირით? განახლებული და რეაბილიტირებული პეკინის გამზირი გაიხსნა. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო გზის ახალი საფარი. ამასთან, პეკინის ქუჩაზე 3 მეტრით გაფართოვდა ტროტუარი და ერთი კილომეტრის მანძილზე ორმხრივი ველობილიკები მოეწყო.
|
გვანცა ღვედაშვილი 22.09.2017 მმართველი გუნდი საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ორ დათმობაზე მიდის. კერძოდ, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი, უმრავლესობა შეჯერდა ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახება:
|
გვანცა წულაია 21.09.2017 საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია და ოპოზიცია კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ალტერნატიულ ვერსიაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტი "ქართულ ოცნებასა" და ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.
|
ნინო ქეთელაური 20.09.2017 საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და, შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშშია ნათქვამი.
|
გვანცა ღვედაშვილი 19.09.2017 "აუცილებლად დაისჯება ყველა პირი, ვინც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შუახევის სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეების "ქართული ოცნების" დროშებით გადაღებული ფოტოს კომენტირებისას განაცხადა.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.09.2017 საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სკანდალური ჩვენება - პატრიარქის სახლში 2016 წელს, რამდენმე თვის განმავლობაში ტერორიზმში, ადამიანის მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული სამი პირი იმალებოდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 16.09.2017 ელიავას ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე შესაძლოა, აღარ გადავიდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ელიავას ბაზრობის ერთ-ერთმა მეწილე ზაზა მეტრეველმა განუცხადა, ბაზრობის ხელმძღვანელობას თბილისის მერი დავით ნარმანია შეხვდა და დაჰპირდა, რომ ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე არ გადავა.
|