თიკო ოსმანოვა 10.11.2017 "მინდა, საზოგადოებას ვამცნო დიდი სიხარულით, რომ რეალურად ხდება შინაარსობრივი ცვლილება სახელმძღვანელოებში, რომლითაც ჩვენი შვილები ისწავლიან," - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განათლებისა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს შეეძლება, სახელმძღვანელოების შინაარსის დახვეწაში მონაწილეობა მიიღოს.
|
ნინო ქეთელაური 09.11.2017 პარტიების დაფინანსება საჭიროებს რეფორმას და ამ კუთხით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამწუხარო მოვლენაა, რომ გადასახადების გადამხდელების ხარჯზე დაახლოებით 20 პოლიტიკური პარტია იღებს დაფინანსებას.
|
ნინო ქეთელაური 08.11.2017 ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა პეტიცია განიხილა, რომლის მთავარი მოთხოვნაა, სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვა და დასჯად ქმედებად განსაზღვრა.
|
ნინო ქეთელაური 07.11.2017 მომავალი წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ზოგიერთი კლინიკა ამოვარდება. ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა და განმარტა, რომ სელექტიური კონტრაქტირების მექანიზმის ამოქმედება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ მაღალკვალიფიციური სამედიცინო კლინიკები შეირჩევა. მისივე თქმით, ეს არის გამოსავალი, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაიზარდოს.
|
ნინო ქეთელაური 06.11.2017 როგორ და რა დოზით უნდა გაშუქდეს "ქართველთა მარშის" ტიპის აქციები, საჭიროა თუ არა მათი წარმომადგენლების მიწვევა თოქ-შოუებში და, ზოგადად, უნდა ეთმობოდეს თუ არა მათ მედიასივრცე - ამ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა.
|
გვანცა წულაია 04.11.2017 "რანაირად არის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული, როცა საქმე უარესობისკენ მიდის?" - აღნიშნული კითხვით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მიმართა.
|
ნინო ქეთელაური 03.11.2017 პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით, უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როცა ერთი ექიმი რამდენიმე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს.
|
თიკო ოსმანოვა 02.11.2017 შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირისკენ მომავალ გზაზე, ეს ჩვენი ერის თავდადებისა და ჩვენი მეგობრების ურყევი მხარდაჭერის შედეგია. მათ შორის აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნის არა უდედესი, არამედ უძლიერესი მხარდამჭერი - ესტონეთი", - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
|
გვანცა ღვედაშვილი 01.11.2017 "ვფიქრობ, არჩევნები ჩატარდა ნორმალურად, სერიოზული დარღვევების გარეშე", - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონელი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, თუ როგორ შეაფასებდა ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
|
გვანცა ღვედაშვილი 31.10.2017 ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ ქვეყნის მეთაური კარლეს პუჩდემონი თანამდებობიდან გაათავისუფლა, ხოლო პარლამენტი დაითხოვა.
|
გვანცა ღვედაშვილი 30.10.2017 ოპოზიცია პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის გამო ითხოვს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ქრონიკის" ეთერში სტუმრობის დროს განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, როდესაც საქმე ეხება ადამიანის დაღუპვას ისეთ ვითარებაში, სადაც პოლიციაა ჩართული.
|
ნინო ქეთელაური 28.10.2017 თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მზად არის, თბილისის მერობის სხვა კანდიდატებთან ითანამშრომლოს. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმე სასარგებლო იდეა ექნება რომელიმეს, ეს მხოლოდ ქალაქს წაადგება.
|