გვანცა ღვედაშვილი 15.09.2017 "ჩვენ ვხედავთ, გვესმის, რომ ბიუჯეტიდან თანხები სამინისტროებში არასწორად იხარჯება - უზარმაზარი თანხებია სხვადასხვა სფეროში, მომსახურების სფეროში, რომელიც არ კონტროლდება," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან გრიგოლ მიქელაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის მოსმენისას განაცხადა.
| გვანცა წულაია 14.09.2017 საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს, რომელიც კვირის ბოლომდე გაგრძელდება, საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს.
| ნინო ქეთელაური 13.09.2017 პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთი შანსი მისცეს, რათა მათ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები მიაწოდონ.
| გვანცა ღვედაშვილი 12.09.2017 საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინას მიმართავს "ცნოს პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება".
| ნინო ქეთელაური 11.09.2017 "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით სკანდალები არ წყდება. როგორც პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა გველის შხამი, დეკანოზ გიორგი მამალაძის გარდა, მასაც სთხოვა. ამის შესახებ ოხანაშვილი სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში საუბრობს, რომლის ჩანაწერიც "ტვ პირველმა" გაავრცელა.
| ნინო ქეთელაური 09.09.2017 რამდენად გამართლებულია ის, რომ "ოცნების" მიერ წარდგენილი მერობის 61 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ორია? მერობის კანდიდატებად ქალების უკიდურესად მცირე რაოდენობით დასახელების ტენდენცია შემაშფოთებელია, - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი" "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი 61 მერობის კანდიდატიდან 59 მამაკაცია და მხოლოდ 2 - ქალი.
| გვანცა წულაია 08.09.2017 საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინამ 26 ივლისს მოქალაქეობა ჩამოართვა, აცხადებს, რომ 10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინის საზღვრებს გადაკვეთს.
| გვანცა ღვედაშვილი 07.09.2017 მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას სექტემბერში, კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენამდე ელოდება. თუმცა კონსტუტუციას, კომისიის საბოლოო დასკვნამდე მიიღებს.
| ნინო ქეთელაური 06.09.2017 დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ, ასევე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში.
| გვანცა ღვედაშვილი 05.09.2017 რაც ამ ზაფხულს მოხდა, მგონი არც ერთ წელიწადს არ ყოფილა, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
| გვანცა ღვედაშვილი 04.09.2017 პროფესიული თეატრებში გამოცხადებული კონკურსის გამო, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მწვავე ბრალდებების სამიზნე გახდა. თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებულია ქეთი დოლიძე, რომელიც ამ გადაწყვეტულებას მიხეილ გიორგაძის მხრიდან ანგარიშსწორებად აფასებს და თეატრიდან საერთოდ წასვლას გეგმავს.
| თიკო ოსმანოვა 02.09.2017 საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა ჩაიშალა. კომპრომისზე არც ოპოზოცია და არც ხელისუფლება არ წავიდა. შესაბამისად, ახლა ორივე მხარე ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებული.
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|