გვანცა წულაია 01.09.2017 საქართველო ბოლო პერიოდში ცეცხლის ალშია გახვეული - ჩვენი ქვეყანა ხანძარს ამჯერად აბასთუმანში ებრძვის. ბორჯომის ხეობიდან საგანგებო შტაბმა, მეხანძრე-მაშველებმა და ავიაციამ აბასთუმანში გადაინაცვლა. საქართველოში გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად დივერსიაც დასახელდა.
|
თიკო ოსმანოვა 31.08.2017 დემირელის სკოლას ავტორიზაცია შეუჩერდა - ამის შესახებ გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო. აღნიშნულის გაპროტესტებას დემირელის სკოლის მმართველები არ აპირებენ, რადგან თვლიან, რომ მათი პარნიორი სკოლები საქართველში ისედაც რთულ ვითარებაშია და მდგომარეობის უფრო მეტად დამძიმება არ სურთ.
|
გვანცა წულაია 30.08.2017 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბორჯომში გაჩენილი ხანძრის დროს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის სატელეფონი საუბარი შედგა.
|
გვანცა ღვედაშვილი 29.08.2017 "ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მზად ვართ დიალოგისთვის და კონსენსუსისთვის ოპოზიციასთან," - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
|
გვანცა წულაია 28.08.2017 სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ მთავრობისთვის წარსადგენი კანდიდატურები შეარჩია. მოსამართლეობის კანდიდატად ოთხი პირი შეირჩა. ყველაზე მაღალი ქულა ლალი ფაფიაშვილმა აიღო (4.82), შემდეგი თამარ ალანიაა (4.45), ოთარ სიჭინავამ და იოსებ ბაჩიაშვილმა კი თანაბარი (3.75) ქულა აიღეს.
|
გვანცა წულაია 26.08.2017 პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს ცესკო-ში წარსადგენი ხელმოწერების შეგროვებაში მხარი დაუჭირა. გუშინ დოლიძე მეტრო "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ელისაშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერები გროვდებოდა.
|
გვანცა წულაია 25.08.2017 ბორჯომის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის საგანგებო შტაბია შექმინილი. შტაბის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებში 1500-მდე ადამიანია ჩართული.
გუშინ დილიდან მუშაობა 6-მა ვერტმფრენმა განაახლა. მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები და პოლიციელები 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ. |
გვანცა წულაია 24.08.2017 უკვე მეხუთე დღეა, ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძარს აქრობენ. როგორც იქ მყოფი მთავრობის წევრები ამბობენ, ცეცხლის ჩაქრობას ხელს რთული რელიეფური მდგომარეობა და ძლიერი ქარი უშლის.
|
გვანცა წულაია 23.08.2017 რუსეთმა ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების სურვილი გამოთქვა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ქართული მხარე აბსოლუტურად ყველა ვერსიას და ვარიანტს განიხილავს, ვინაიდან სტიქიისგან მოსახლეობის დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია, თუმცა არსებული დახმარების პირობებში რუსეთის დახმარება საჭირო არ გახდა. |
გვანცა წულაია 22.08.2017 "დემოკრატიულმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა საქართველომ " თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა.
როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მის პარტიას თბილისის მერობის ღირსეული კანდიდატი ჰყავდა, თუმცა ოპოზიციური ერთობის მისაღწევად, მათ გადაწყვიტეს, რომ მერობის კანდიდატად კუკავა დაესახელებინათ. |
თიკო ოსმანოვა 21.08.2017 საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის პირველი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. მთავარი კითხვა, თუ რა კომპრომისზე წავლენ მოლაპარაკების მხარეები, პასუხგაუცემელია. თუმცა ცნობილია, რომ ოპოზიცია ინარჩუნებს ერთიან პრინციპულ პოზიციას და დიალოგის გასაგრძელებლად 2020 წლიდან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამბობენ, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეული არ იქნება.
|
ნინო ქეთელაური 19.08.2017 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნებას აპირებს. ამასთან დაკავშირებით მან თავის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ იგი თავისი პასპორტის დაბრუნებას მხოლოდ ლეგალური, სასამართლოს გზით აპირებს. მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ მას გვერდით უკრაინის მოქალაქეები დაუდგებიან.
|