ელზა პაპოშვილი 09.09.2019
უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როდის დააფუძნებს "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობასა და პოლიტიკურ პარტიას.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.09.2019
„თუ ხაჯიმბა მართალი აღმოჩნდება, არა მგონია, რომ დაძაბულობამ შუქცევადი ხასიათი მიიღოს, მაგრამ თუ საზოგადოებაში გაჩნდა უსამართლობის გრძნობა და ხაჯიმბას გაყალბება, ხმების მითვისება ან სასამართლოზე ზემოქმედება დაუმტკიცდა, მაშინ დაძაბულობამ შესაძლოა პერმანენტული ხასიათი მიიღოს."-ასე ეხმიანება „რეზონანსთან"კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და მის შედეგებს.
|
ელზა პაპოშვილი 09.09.2019
თემქაზე 62 წლის ქალის სიმა მირზოევას მკვლელობის ბრალდებით მისი მაზლი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცი რძალს სახლში ესტუმრა, მასთან ერთად სავარაუდოდ, ყავა დალია, თუმცა შელაპარაკების შემდეგ მას თავის არეში ბლაგვი საგანი ჩაარტა. სახლიდან ძვრიფსაეულობა წაიღო და კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა.
|
ია აბულაშვილი 09.09.2019
იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი მოსამართლეობის კანდიდატთა ახალი 20-კაციანი სია შეიძლება "ოცნებაში" ახალი სკანდალის მიზეზი გახდეს და რამდენიმე დეპუტატმა პროტესტის ნიშნად უმრავლესობა დატოვოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.09.2019
მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ყოფილ შს მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტს და მისივე წარდენილ სამთავრობო პროგრამას, (98 დეპუტატი) ერთხმად დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადებას კატეგორიულად გაემიჯნნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "პატრიოტთა ალიანსმა".
|
თამარ შუკვანი 09.09.2019
უკვე ორი თვეა, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამომოსვალა შეჩერებულია და შესაძლო აღდგენის შესახებ კრემლს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 20 ივნისის „გავრილოვის ღამის" მოვლენებით გაღიზიანებული მოსკოვი დღემდე დუმილს ამჯობინებს. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი ელოდება შემთხვევას თქვას, რომ ქართველების მიმართ ლოიალურ პოლიტიკას ატარებს და სწორედ ამის გამოხატულება იქნება ის „კეთილი ნება," რომელსაც ავიამიმოსვლის აღდგენით გამოიჩენს.
|
ია აბულაშვილი 08.09.2019
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის პარლამენტს დახმარებისთვის მიმართა, თუმცა მოსკოვიდან საპასუხო განცხადება უკვე რამდენიმე დღეა არ კეთდება. ცხინვალის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმისადმი მიმართვა მიიღო, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვმენ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ სოფელ წნელისთან ბლოკპოსტის დადგმის გამო და თხოვენ რუსეთს „ორმხრვი ხელშეკრულების ფარგლებში შეიმუშაოს ერთობლივი პოზიცია, რომლითაც უზრუნველყოფს სამხერთ ოსეთის რესპულიკის მოქალაქეების უსაფრთხოებას და საზღვრის დაცვას“.
|
მარიამ ბოლქვაძე 08.09.2019
მმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის ცნობით, იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი მოსამართლეობის კანდიდატთა ახალი 20-კაციანი სია ახალი სკანდალის მიზეზი გახდება. მისი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრს გადაწყვეტილი აქვს ამ სიისადმი პროტესტის ნიშნად დატოვოს მმართველი პარტიის რიგები.
|
მარიამ ბოლქვაძე 08.09.2019
„პენსიის ზრდის 20-ლარიანი გეგმა 2020 წლიდან ბიუჯეტში გაწერილი ისედაც იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და გიორგი გახარიას განცხადებაში იმაზეა საუბარი, რომ შეიქმნება მექანიზმი, რომლის მიხედვითაც პენსიონერები პოლიტიკოსების დაპირებებზე დამოკიდებულები არ იქნებიან. უნდა მივიღოთ ინდექსაციის კანონი, რომ ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის პარალელურად, პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს", - ასე აფასებს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პენსიის ზრდის თაობაზე გიორგი გახარიას განცხადებას, რომელიც კვირას პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა პრემიერ-მინისტრად.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.09.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოფო კილაძე ახალი ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, აფთიაქებში მედიკამენტების ფასები ძალიან მაღალია, საჭიროა ფასებზე რეგულაცია და ამ რეგულირებაში სახელმწიფოს ჩართულობა.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.09.2019
„უაღრესაც დესტრუქციული არჩევნები იქნება და თუ არ გაჩნდა რაღაც მესამე ძალა, ამ დესტრუქციამ გარკვეულწილად შესაძლოა მიგვიყვანოს სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი", - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს „რეზონანსთან" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
|
ია აბულაშვილი 08.09.2019
„პოლიცია დეპუტატს ვერ დააკავებდა, მას იცავს საკონსტიტუციო იმუნიტეტი. ჯერ უნდა აღიძრას საქმე და დაიწყოს გამოძიება, შემდეგ პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საქმე აღიძრა ამა და ამ მუხლით. ეს არის კნონით განსაზღვრული“, - ასე ეხმიანება უფლებადამცველი ლია მცხაშავრია პარლამენტის შენობის წინ მომხდარ ინციდენტს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|