ელზა პაპოშვილი 12.09.2019
დადებს თუა არა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ ლელოს 2020 წელს? ბანკირმა 12 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა და პირველი ხამამაღალი პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. ხაზარაძის მთავარი რეპლიკა, რაც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, იყო, რომ საქართველოში „ერთი კაცის მართველობა უნდა დასრულდეს“.
|
ელზა პაპოშვილი 12.09.2019
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია 4 სექტემბერს დაამტკიცა. ამ სიაში 5 ის მოსამართლეა, რომელიც პარლამენტში აქამდე წარდგენილ 10-კაციან სიაში იყო: გიორგი მიქაუტაძე; ნინო ქადაგიძე; პაატა სილაგაძე; მერაბ გაბინაშვილი; თამარ ალანია. წინა სია მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირების საგანი გახდა და სწორედ ამ მიზეზით დატოვეს „ქართული ოცნება“ ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ეკა ბესელიამ.
|
მარიამ ბოლქვაძე 12.09.2019
„კრიტიკა, რომელიც მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური პარტიის შექმნის გამო მიიღო, შესაძლოა, მის სასარგებლოდ ამუშავდეს, რადგანაც ის ფაქტი, რომ მან არცერთ არსებულ პარტიასთან კოალიცია არ მოინდომა, პოლიტიკურად სწორად გათვლილი ნაბიჯი და აბსოლუტურად გამართლებულია", - განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.
|
თამარ შუკვანი 12.09.2019
„ვინმეს სჯერა, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ საარჩევნო სისტემა შეცვალოს და ხალხი აუჯანყდა - აუცილებლად ძველი საარჩევნო სისტემა უნდა იყოსო? ეს თამაში ხელისუფლების ლუსტრაცია იქნება. ამიტომაც ოპოზიციამ ამის საბაბი არ უნდა მისცეს. მათ არ უნდა გაუჩნდეთ მიზეზი, რომ პროპორციულ არჩევნებზე უარი თქვან," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" მიერ საყოველთაო-სახალხო განხილვების დაწყების შესახებ საუბრისას.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.09.2019
„ვინ იღებს ელჩის დაბლოკვის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა ამ კითხვაზე პასუხი აბსურდულია, რადგან თავად დაბლოკვის ფაქტს არ ვადასტურებ", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნებისა"და საპარლამენტო უმსავლესობის წევრი ნინო წილოსანი ქართული მხარის მიერ საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
|
თამარ შუკვანი 12.09.2019
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება" საყოველთაო-სახალხო განხილვებს იწყებს. შეიქმნა საორგანიზაციო კომისია, რომელიც 11 საჯარო შეხვედრას გამართავს. მმართველი გუნდში ამბობენ, რომ დაგეგმილი შეხვედრები შედეგს გამოიღებს, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლაზე საზოგადოებასთან კონსენსუსს მიაღწევენ და ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედებე თუმცა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ერთადერთი, რამაც მმართველ გუნდს საკუთარი გადაწყვეტილება შეიძლება შეაცვლევინოს, ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები იქნება, რითაც „ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილების შეცვლის საბაბი მიეცემა.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.09.2019
„ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა. ეს იმას ნიშნავს, რაც ამდენ ხანს, ასე ვთქვათ, ლეგენდა იყო - რომ „ქართული ოცნება" ეწინააღმდეგებოდა ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დანიშვნას, აღმოჩნდა, რომ ეს სინამდვილეს შეესაბამება, „ქართული ოცების" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს სიმართლე არ იყო და ეს დაბლოკვა ტენიკური საკითხების გამო ხდებოდა", - ასე ეხმიანება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშილი „რეზონანსთან" ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დენიელ ფრიდის „ინტერპრესნიუსთან" გაკეთებულ განცხადებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.09.2019
„რამდენად მოხერხდება ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება, აქ მე ვგულისხმობ ისეთ პოლიტიკოსებს, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში მეტ-ნაკლები ნდობაა, ამათ გარეშე მხარდაჭერის მოპოვება საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ ასეთი მიდგომა საკმაოდ რისკიანია", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან"კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაარსებას და მის განცხადებას, რომ მოძრაობაში ცნობილი პოლიტიკოსები არ იქნებიან.
|
ელზა პაპოშვილი 11.09.2019
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში ოფიციალურად შემოდის - მისი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ხუთშაბათს, 12 სექტემბერს ანაკლიაში გაიმართება, სადაც ხაზარაძე საზოგადოებას იმ გუნდს წარუდგენს, რომელიც სავარაუდოდ მასთან ერთად იბრძოლებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ღონისძიებაზე ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები.
|
ელზა პაპოშვილი 11.09.2019
ანალიტიკოს გაი ხუხაშვილის აზრით, ნატოს ყოფილი გენმდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის ცნობილი განცხადების ყველაზე შემაშფოთებელი ინტერპრეტაცია ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა. მისივე თქმით, გაუგებარია რა თამაშს თამაშობს ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებაში ქმნის ილუზიას, თითქოს ნატოში შესვლას ვიღაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გაცვლით გვთავაზობს. ხუხაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, ირმა ინაშვილის ქმედება იმდენად საფრთხის შემცვლელი და გასაკვირი არ არის, რამდენადაც „ოცნების“ დეპუტატების გაუგებარი შეფასებები.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.09.2019
„ეს კონფერენცია ჩვენს უსაფრთხოების თემას ეხება და ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანს რა მოსაზრებაც არ უნდა ჰქონოდა, მეტი სიფრთხილე მართებდა. თავისთავად დესტრუქციული ქცევის განვითარება ვერაფრით ვერ იქნება მოსაწონი", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სამშაბათს სასტუმრო „რუმსში" საერთაშორისო კონფერენციაზე „პარტიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის დაპირისპირებას.
|
თამარ შუკვანი 11.09.2019
„რეზონანსის“ ინფორმაციით, განახლებულ „რუსთავი 2“-ზე საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან იწყებს, რის შემდეგაც ეტაპობრივად მოხდება სხვა გადაცემების მაუწყებლობის განახლება. ამის შესახებ ტელეკომპანიის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „კურიერი“ ეთერს აუცილებლად დაუბრუნდება, თუმცა ზუსტ თარიღს არ ასახელებს.
|
|