თამარ შუკვანი
20.09.2019

 ინგუშებს საქართველოს საპატრიარქოსთვის, როგორც ასეთი ოფიციალურად, ჯერ არ მიუმართავთ იმის შესახებ, რომ ინგუშების რამდენიმე ოჯახმა დონის როსტოვში მშენებარე ქართულ ეკლესიას საკუთარი მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ გადასცა. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ „რეზონანსს" განუცხადა, რომ მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობს, რომელიც „ფეისბუქზე" გამოქვეყნდა თითქოსდა ინგუშეთის ექსპრეზიდენტ რუსლან აუშევის გვერდზე.

თამთა ჩაჩანიძე
20.09.2019

 ახალი სეზონიდან რუსთავი 2-ის ეთერში ვანო ჯავახიშვილის შოუს ნაცვლად ნიკა არაბიძის შოუ დაიწყება. „მე მზად ვარ, შეგვიძლია დავიწყოთ" - ამბობს არაბიძე რუსთავი 2-ის ახალი იუმორისტული შოუს ანონსში.

თამარ შუკვანი
20.09.2019

 კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დაზუსტებით არ შეუძლია თქვას, რამდენად არის დასაბუთებული ბრალი, რომელსაც ჩეჩენ რამზან ახიადოვს უყენებენ, თუმცა მიაჩნია, რომ მართალია გარკვეული საეჭვო გარემოებები არსებობს, ის რუსეთისთვის მაინც არ უნდა გადაეცათ.

ელზა პაპოშვილი
20.09.2019

 თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანის თქმით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ელზა პაპოშვილი
19.09.2019

 საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა.

თამთა ჩაჩანიძე
19.09.2019

 „გერმანიის პოლიტიკა და პრინციპები რომ ვიცი, შემიძლია გითხრათ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ გაჭიმონ დრო და მინიმალური დიპლომატიური სკანდალი ატყდეს.

თამარ შუკვანი
19.09.2019

 „არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებისთვის მისაღები არ იყოს ის კომპანიები, რომლებიც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან. „კონტი ჯგუფმა" კონსორციუმი დატოვა. ხელისუფლება ალბათ თვლის, რომ ეს კომპანიები დაკავშირებულია მამუკა ხაზარაძესა და გიორგი კვირიკაშვილთან," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამერიკული „კონტი ჯგუფის" ნაცვლად „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედ"-ის წარდგენის შესახებ საუბრისას.

თამარ შუკვანი
19.09.2019

 რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიულ ქმედებებს არ წყვეტს. ბოლო პერიოდში კრემლის მხრიდან ზეწოლის გააქტიურებაც შეინიშნება; ეს იქნება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარკვეული პროვოკაციების მოწყობის მცდელობა, დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების მხრიდან ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოების განთავსება, თუ დეზინფორმაციის გავრცელება, რაც შესაძლოა იმით აიხსნას, რომ „კრემლი დასავლეთის თვალში საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს."

თამთა ჩაჩანიძე
19.09.2019

 მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის რეიტინგი ნელ-ნელა დაეცა, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის აგრესია ძალიან გაიზარდა, რამაც მომავალში შესაძლოა სამწუხარო რეალობამდე მიგვიყვანოს და სამოქალაქო დაპირისპირების რისკები გაზარდოს.

თამთა ჩაჩანიძე
19.09.2019

 „არ უნდა დაგვავიწყდს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარკვეული ნაწილი ამ სანქციების საერთოდ მოხსნის მომხრეა, ასეთი კონსენსუსური ვარიანტია, მკაცრი სანქციების მომხრეებსა და სანქციების საერთოდ მოხსნის მომხრეებს შორის, და ამიტომაც გვაქვს ეს შუალედური სანციები"-ასე ეხმიანება „რეზონანსთან" „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია რუსეთის გრესიული პოლიტიკის შემაკვებელ ფაქტორს დასავლეთისგან სანქციების გამკაცრებას.

თამთა ჩაჩანიძე
18.09.2019

 „როდესაც შენ შენს წინამორბედს აკრიტიკებდი და კონცეფტუალურად შეწყალების ახალი ინსტიტუტის შექმნას აცხადებდი და მერე ასეთ გადაწყვეტილებებს იღებ, ჩემი აზრით, პრეზიდენტის მიმართ ეს მინიმუმ იმპიჩმენტის საფუძველია,"- ასე ეხმიანება „რეზონანსთან" იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებას.

ელზა პაპოშვილი
18.09.2019

 ნერვების ომი ოკუპანტებთან - ჩორჩანას მიმდებარედ სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ამასთანავე ცხინვალის რეგიონთან მიმოსვლა სრულად წყდება.  ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება 3 დღით პერევის გამშვებ პუნქტს კეტავს.  როგორც დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, მიმოსვლის დროებითი შეწყვეტა „რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს" უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, პერევზე მიმოსვლა 18 სექტემბრის 20:00 სთ–დან , 22 სექტემბრის 06:00სთ–მდე იქნება შეწყვეტილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×