თამარ შუკვანი
26.09.2019

 „რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, ვინმე ზნეობრივი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს? - ასე არ ხდება. ახლაც თითქოს კრიტიკულ კითხვებს უსვამენ. ეს არის ზემოდან დაშვებული, ოდნავ დაგრძელებული საბელი. როგორც კი დასჭირდებათ, მაშინვე მოჭიმავენ და რა ფერის ღილაკსაც ეტყვიან, იმას დააჭერენ თუ, რა თქმა უნდა, არ აერიათ ფერები," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაწყებული გასაუბრებების შეფასებისას.

თამთა ჩაჩანიძე
26.09.2019

 „რაც ვანომ ბესელიას მიმართ შეურცხყოფა გაიმეტა, იმაზე ეკას რეაქცია იყო სრულებით ადეკვატური, 100%-ით მართალი იყო ეკა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბესელია-ზარდიაშივილის ფიზიკურ დაპირისპირებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა განხილვისას.

თამთა ჩაჩანიძე
26.09.2019

 იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, უმრავლესობის დეოუტატს ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა, კადრებიდან ჩანს, რომ მან ზარდიაშვილს სახეში დაარტყა. ამ ინციდენტის შემდეგ პარლამენტში დეპუტატებს შორის დაბნეულობა და დაძაბულობა იგრძნობა.

თამთა ჩაჩანიძე
26.09.2019

 „ამ შემთხვევაში მან ნორმალურად წარმოადგინა თავის ქვეყანა, მან თითქმის ყველა პრობლემა ჩამოთვალა, აფხაზეთზე საკმაო არგუმენტები მოიყვანა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ორატორობის მწვერვალი იყო, მაგრამ რა დროც ჰქონდა, მგონი საფუძვლიანად გამოიყენა", -ასე შეაფასა „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გაეროში.

თამარ შუკვანი
26.09.2019

 ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას აპირებდა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ „რეზონანსს" დაუდასტურა. თუმცა, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსებმა 20 ივნისის მოვლენების გამო შეცვალეს.

თამთა ჩაჩანიძე
26.09.2019

 „ეჭვი არავის ეპარება, რომ რუსეთის მიზანი სწორედ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკული ინტეგრაციის გზით სვლის შეჩერება გახლავთ და, გარკვეულად, ეს მიზანი მიაღწიეს. მათ შეაფერხეს ეს სვლა და გააჩინეს კიდევ დამატებითი ბარიერი ამ გზაზე", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან"ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე რუსეთის რეაქციის შესახებ.

ელზა პაპოშვილი
25.09.2019

 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების გასაუბრება იურდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში გრძელდება. 25 სექტემბერს, მოსამართლეობის კანდიდატს დეპუტატები მოსამართლე  შოთა გეწაძეს შეკითხვებს უსვამდნენ. მასთან მწვავე  კითხვები ჰქონდათ, როგორც მმართველი გუნდის წევრებს, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებს და „ევროპული საქართველოს“ წევრებს. არ არის გამორიცხული, რომ მისი კანდიდატურა მწვავე კითხვებიდან გამომდინარე „ოცნებამაც“ ჩააგდოს. გეწაძე სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. 

ელზა პაპოშვილი
25.09.2019

 მკვლელობა თუ თვითმკვლელობა, რა გახდა 16 წალის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი. თბილისში, კალოუბნის 36 ნომერში დატრიალებული უბედურების შემდეგ, დღემდე გაუცემელია კითხვაზე პასუხი, როგორ გადმოვარდა მე-11 კლასელი გიორგი ყუშიტაშვილი ვარკეთილის 9-სართულიანი კორპუსის სახურავიდან. ტრაგედიის დეტალებს სამართალდამცველები ამ დრომდეს ადგენენ.   

თამარ შუკვანი
25.09.2019

 თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის" წევრ ირმა ინაშვილის შეჭრისა და კონფერენციის ჩაშლის მცდელობაში ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს. კრამერის თქმით, გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის რუსული კავშირები შეიძლება გამოდგეს იმის ასახსნელად, თუ რატომ აღმოჩნდნენ ის და ჯონ მაკკეინი საქართველოში პროსამთავრობო მედიისა და პოლიტიკოსების კრიტიკის ობიექტი.

თამთა ჩაჩანიძე
25.09.2019

 „შესაძლოა ამას კონტიტუცია და კანონმდებლობა არ გავალდებულებს, მაგრამ სინდისის ვალდებულებაა, რომ ჩახედო სიას თუ ვინ არის ეს ხალხი" - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიის საკითხს.

თამარ შუკვანი
25.09.2019

 რუსეთში ძებნილი დაღესტნელი აქტივისტის, მიკაილ კადიევის ადვოკატი მალხაზ პატარაია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შოთა გეწაძის განცხადებას „აღმაშფოთებელ ტყუილს" უწოდებს და აცხადებს, რომ ის პასუხისმგებლობის არიდებს ცდილობს. კადიევი რუსეთში 2009 წელს ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით იძებნება, რასაც თავად უარყოფს.

თამარ შუკვანი
24.09.2019

 „ოცნების" ყოფილი წევრი და ახლა დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „რეზანანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კენჭისყრის დროს, მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს, რაც საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ მოსამართლეთა საკითხი „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებისა და განხეთქილების საგნად კიდევ ერთხელ იქცევა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×