თამარ შუკვანი
02.10.2019

 უკრაინაში სპეცოპერაციისას მოკლული პანკისის ხეობის კრიმინალური ავტორიტეტი შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი, რომელიც სხვადასხვა გახმაურებულ საქმებში ფიგურირებდა, მათ შორის დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეშიც, „მაქსიმალურად ერიდებოდა საქათველოს ტერიტორიაზე ყოველგვარ აქტივობას," აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე.

თამთა ჩაჩანიძე
02.10.2019

 „ივანიშვილი უკვე საკმარისად აღარ ენდობა მის გვერდით მყოფი ადამიანების გარკვეულ ნაწილს და მიაჩნია, რომ უკვე პირადად უნდა იმუშაოს ამ პროცესში," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „ქართული ოცნების" შვიდწლიანი მმართველობის შედეგს და ზოგადად დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას.

თამარ შუკვანი
02.10.2019

 ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი წურწუმიამ პირველ სექტემბერს ქუთაისის იზოლატორში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელსაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრით თავი ჩამოიკიდა.

თამთა ჩაჩანიძე
01.10.2019

 საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რეგიონებში პარტიის რეგიონალურ ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული პროცესების ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც მოიცავდა ჯერ პარტიის მმართველი ახალი ბირთვის და შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირებას. ახლა კი, სავარაუდოდ, „ოცნება“ რეგიონალურ სტრუქტურებში იწყებს წმენდას.

თამარ შუკვანი
01.10.2019

 „ცოტა უცნაურია ერგნეთის შეხვედრა ასეთი შედეგით რომ დასრულდა. ნიუ იორკის შეხვედრას რაღაც გავლენა უნდა მოეხდინა," - აცხადებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ერგნეთში ქართული და ოსური მხარის მორიგი უშედეგო შეხვედრის შესახებ საუბრისას.

თამარ შუკვანი
01.10.2019

 შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში 26-27 სექტემბერს ქართულ-რუსულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც როკის გვირაბთან და მდინარე ფსოუზე შვეიცარიელი მებაჟეების განთავსების დეტალებზე იმსჯელეს. შესაბამის შეთანხმებას საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს მოეწერა ხელი, თუმცა მისი ამოქმედება უკვე 8 წელია ჭიანურდება. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ამას შეთანხმების არაორდინალურობით ხსნის.

თამარ შუკვანი
01.10.2019

 ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებასთან ერთად, ქართულ მედიაბაზარზე ახალი ტელეარხები გამოჩენასა და იმ პროცესებს, რასაც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში ადგილი ჰქონდა, ანალიტიკოსთა ნაწილი მმართველი გუნდისთვის წამგებიანს უწოდებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ" ერთი კრიტიკული ტელევიზიის სანაცვლოდ სულ მცირე ორი კრიტიკული ტელევიზია მიიღო. თანაც ახალი მედიაგარემო 2020 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ მმართველი გუნდისთვის არცთუ ისეთ მომგებიან ვითარებას შექმნის.

თამთა ჩაჩანიძე
01.10.2019

 „კატეგორიულად ვაფრთხილებთ, რომ არ გაბედონ მძღოლების დევნა და დაჯარიმების მცდელობა. 100 ათასი ადამიანის მშივრებად დატოვებას ჩვენ მძღოლებთან ერთად მშვიდად არ შევეგუებით და ეს მათ არ გაუვათ. ხელახლა განვაახლებთ საპროტესტო მოძრაობას და ბრძოლას, რომელიც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი თბილისის მერიის მიერ ტაქსების რეგულაციას.

თამარ შუკვანი
30.09.2019

 „ევროპული საქართველო" და „ნაცმოძრაობა" ერთ პლატფორმაზე აღარ არიან, თუმცა შესაძლოა მათ სხვადასხვა პლატფორმაზე იმუშაონ, რომ სხვადასხვა ტიპის აუდიტორია მიიზიდონ.

თამთა ჩაჩანიძე
30.09.2019

 ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ისეთი ტიპის შეხვედრები, როგორიც ზალკალიანსა და ლავროვს შორის შედგა, იმ შემთხვევაში ხდება ხოლმე, როდესაც ქვეყნებს შორის დაძაბული მდგომარეობაა.

თამარ შუკვანი
30.09.2019

 „აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავარაუდევია რუსეთის სამხედრო ზრდა და ბუნებრივია, ეს საქართველოსთვის ახალი პრობლემაა. თანაც, მოდერნიზაციის მიზანი რეალურად არის აფხაზური „ნაწილების" რუსეთისათვის დაქვემდებარება. ე.წ. საზღვარზეც რუსეთი იღებს პასუხისმგებლობას," - აცხადებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე რუსეთის პრეზიდენტის განცხადების შესახებ საუბრისას, რომ „რუსეთი აფხაზეთის „პრეზიდენტს" ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კვლავაც დაეხმარება."

თამთა ჩაჩანიძე
30.09.2019

 რუსეთის ზეწოლა საქართველოზე განსაკუთრებით ბოლო ხანს პერმანენტულ ხასიათს ატარებს, ისინი საქართველოში ყველა მიმართულებით გააქტიურდნენ, ოკუპანტები ბორდერიზაციის პროცესს დაუბრკოლებლად აგრძელებენ, განსაკუთრებით აქტიურობს რუსული რბილი ძალა, არის თუ არა საფრთხე იმისა, რომ საქართველო მოექცეს ისეთ ჩიხში, რომ საგარეო პოლიტიკა შეცვალოს, ან დღეს საკმარისად აქტიურია თუ არა დასავლეთი იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს გეოსტრატეგიული მისწრაფებები.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×