თამარ შუკვანი
05.10.2019

 „თუკი მხოლოდ სამართლებრივად ვიმსჯელებთ, უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საფუძველი (ნიკა გვარამიას წინააღმდეგ) არ არსებობს. ეს საკითხი მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში განსახილველი არ არის. უახლოეს პერიოდში ამ საქმეს ვერ მოსცილდება ის პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც აქვს როგორც ქვეყნის შიგნითб ასევე მის გარეთ," - აცხადებს „რეზონანსთან" იურისტი ლევან ალაფიშვილი ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შესაძლო დაკავების შესახებ საუბრისას.

ტატა შოშიაშვილი
05.10.2019

 „თუ „ურთიერთობების თვალსაჩინო გაუმჯობესებაში" დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იგულისხმება, ალბათ, ეს ხმამაღლა უნდა ითქვას. რუსეთთან ურთიერთობა შეუძლებელია ღია ტექსტების გარეშე... ავიამიმოსვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ხოლო დღეს უკვე რაღაცაც ითხოვენ", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკურმა ექსპერტმა, ვახტანგ ძაბირაძემ, რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის, დმიტრი პრესკოვის განცხადება, რომელიც საქართველოსთან ავიამიმოსვლის პირობას ასახელებს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ „ურთიერთობების თვალსაჩინო გაუმჯობესების" შემდეგ მოხდება.

თამარ შუკვანი
04.10.2019

 „ნაციონალურ მოძრაობაში" სხვა ღირებულებებს ხედავდით? ამ პარტიაში მართლმადიდებლებიც არიან და სხვა მრწამსის მქონე ადამიანებიც, რაც პრობლემებს არ გვიქმნის," - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა ჩიქოვანი ექპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს.

თამთა ჩაჩანიძე
04.10.2019

 ბათუმში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შეხვედრაზე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან ერთად მიწვეული იყო „პატრიოტთა ალიანსიც", ირმა ინაშვილის განცხადებით, მისი სხდომაზე ჩასვლის მთავარი მიზანი იყო ის, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის ეჩვენებინა იმ გამოკითხვის შედეგები, რაც მან ბათუმის მასშტაბით ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ნატოს საწინააღმდეგო განწყობები მატულობს.

თამარ შუკვანი
04.10.2019

 „გირჩის" მიერ 3 სექტემბერს დაფუძნებული კომპანია „შმაქსი," რომელიც „საგანმანათლებლო" საქმიანობას ეწევა, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას; თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განცხადა, რომ „შმაქსი" დაჯარიმებას ექვემდებარება, თუმცა ახლახანს დაფუძნებულ კომპანიას იმის გამო, რომ ავტომანქანა „შმაქსის" ტრაფარეტით გადაადგილდება, ამ დრომდე დაჯარიმების შემთხვევა არ ჰქონია.

თამთა ჩაჩანიძე
04.10.2019

 „არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ურთიერთობების ახალი სქემა და ახალი ვერსია უფრო მაღალ დონეზე იქნას შემუშავებული," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიოლერის ვიზიტს და ამ ვიზიტიდან გამომდინარე ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებს.

თამარ შუკვანი
04.10.2019

 ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" ბათუმის პორტის პროექტის პესპექტივასა და შესაძლებლობაზე საუბრობს. ის პარალელს ავლებს ანაკლიის პორტის პროექტთან და აცხადებს, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, ანაკლიის პორტს მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ბათუმის პორტს.

თამარ შუკვანი
03.10.2019

 საქართველოს 6 ოქტომბერს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვევა, რომელიც ავტორია იმ იდეის, რომელსაც „შტაინმაიერის ფორმულას" უწოდებენ. ამ ფორმულაზე, რომელიც დონბასის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონის ამოქმედებას ითვალისწინებს, უკრაინის პრეზიდეტნმა ვლადიმერ ზელენსკიმ ორი დღის წინ თანხმობა განაცხადა.

თამარ შუკვანი
03.10.2019

 „ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ ქობულიას მისივე ინიციატივით შევხვდი," - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, რომელსაც „რეზონანსი" ეკონომიკის ყოფილი მინისტრის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
03.10.2019

 „მე პირადად არ ვაძლევ ინტერვიუებს ამ არხს", - ასე ეხმიანება უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ" „მთავარ არხს" ბოიკოტი გამოუცხადა.

თამარ შუკვანი
03.10.2019

 მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას მმართველი პარტიის მაჟორიტარები სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ. მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი თავიდან ამის წინააღმდეგი იყო, დღეს პოზიცია შეიცვალეს. ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრეა და „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მაჟორიტარების გარკვეულმა ნაწილმა, რომელიც თავიდან ამ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი იყო, დღეს პოზიცია შეცვალა.

თამთა ჩაჩანიძე
02.10.2019

 „ასეთი ტიპის დაბარებებით, რა თქმა უნდა ჩნდება ეჭვები ხომ არ არის მედიით შეშინებული ხელისუფლების ძალადობა მედიაზე," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ჟურნალისტი და „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ანი მიროტაძე, ტელეკომპანია „ფორმულას" დამფუძნებლის ზურაბ გუმბარიძის პროკურატურაში დაბარებას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×