თამთა ჩაჩანიძე 30.09.2019
ფუტკრების გადაშენებით არა მხოლოდ მათ მიერ გადამუშავებული პროდუქტები ქრება, არამედ ამან შესაძლოა დედამიწაზე გარკვეული სირთულეებიც წარმოშვას და ადამიანის სიცოცხლესაც კი შეექმნას საფრთხე,მათ გაქრობას კი ნებსით თუ უნებლიედ, თავად ადამიანები ვუწყობთ ხელს.
|
ტატა შოშიაშვილი 29.09.2019
„ამჟამად ურთიერთობების გადატვირთვაზე ლაპარაკი ზედმეტია. დღეს წინასაარჩევნო კამპანიაზე და არჩევნების წინ რაც შეიძლება ბევრი ხმის აღებაზეა საუბარი", - ასე შეაფასა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილმა მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა 26 სექტემბერს ნიუ-იორკში გამართული შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შედგა.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.09.2019
„თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი სახე, საკმაოდ ღირსეული შემადგენლობით ვართ წარმოდგენილი და თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი აზრიც, ხედვაც და ქვეყნის სიყვარულიც. ამას არ უნდა ღრმა მოწოდებები და გულში მჯიღის რტყმები", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე, დეპუტატ ეკა ბესელიას მოწოდებას „ქართული ოცნების" წევრებისადმი, რომ გაემიჯნონ ვანო ზარდიაშვილის განცხადებებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.09.2019
სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის ნიუ იორკში არაოფიციალური შეხვედრა შედგა, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულ ხელისუფლებებს ამაზე „ოფიციალური" განცახდებები არ გაუკეთებიათ. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ სოც-ქსელში ამ საკითხზე აფხაზური საზოგადოება უფრო აქტიურობს და ძირითადად აქვთ შიშის განცდა, რომ რუსეთი მათ საქართველოს დაუბრუნებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.09.2019
„სიმართლე რომ გითხრა, ამას სერიოზულად არ აღვიქვამ იმდენად რამდენადაც, რა თქმა უნდა, შეწყალება დამნაშავეს ეკუთვნის, მაგრამ დამნაშავეებში უნდა გაარჩიო ვინ შეიწყალო და ვინ - არა", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას უმრაველოსბის დეპუტატი რევაზ არველაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით გაკეთებულ ბოლო განცხადებას.
|
ტატა შოშიაშვილი 29.09.2019
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაერო-ში ვიზიტის შეჯამებისას რუსეთთან დიალოგზე გაკეთებულ განცხადებას ფედერაციის წარმომადგენელთა კომენტარები მოჰყვა. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი პოზიტიურად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, თუმცა დიალოგზე წასასვლელად ერთ პირობას აყენებს, რომლის შესრულების გარეშეც, მისი განმარტებით, არაფერი გამოვა.
|
მარიამ ბოლქვაძე 28.09.2019
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი მსოფლიოს დღის წესრიგში ბრუნდება, ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძეც ეთანხმება. მისი თქმით, ის, რაც საქართველოს პრეზიდენტმა გაეროში ვიზიტის შეჯამებისას თქვა, სიმართლეა -ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი აქტუალურობას სულ უფრო მეტად იძენს.
|
თამარ შუკვანი 28.09.2019
ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას „უადგილოს" უწოდებს და 20 ივნისის „გავლილოვის ღამესთან" დაკავშირებით, ყოფილი შს მინისტრის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
|
თამარ შუკვანი 28.09.2019
„კონკრეტულად თამარ ალანიასთან დაკავშირებით, ეჭვი არ მეპარება, რომ კარგი დედა და პროფესიონალია. როგორ მოვიქცევით, ამას კენჭისყრის შედეგების შემდგომ დაინახავთ. ჯერ ვართ მოსმენის პროცესში," - აცხადებს „რეზონანსთან" „ქართული ოცნების" წევრი კობა კობალაძე პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენების შესახებ საუბრისას.
|
ტატა შოშიაშვილი 28.09.2019
საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შემდეგ სკანდალის ახალი ეტაპი დაიწყო. ამჯერად, საქმე ეხება იმას, თუ ვინ იყო შეხვედრის ინიციატორი. სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ შეხვედრა დავით ზალკალიანმა მოითხოვა და ცინიკურად დასცინის თავის კოლეგას. ქართული მხარე ამას უარყოფს. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ღირსეულმა მინისტრმა თავის კოლეგას ასეთი რამ არ უნდა აკადროს, „თუკი რაიმე განსაკუთრებული არ ხდება".
|
ელზა პაპოშვილი 27.09.2019
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილთან დაპირისპირების შედმეგ აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, ის უფრო მეტს იტყვის. დეპუტატმა ჯერ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, შემდეგ კი „მთავარის არხზე“ განაცხადა, რომ ხელისუფლებაზე კიდევ მეტი აქვს სათქმელი და უკან არ დაიხევს. ის ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს და ამბობს, რომ თუ „ოცნება“ ამ მოსამართლეებს გაიყვანს, რომლებიც 20-კაციან სიაში არიან, მაშინ ის ხალხს ქუჩაში გამოიყვანს და ამაზე ოპოზიციასაც დაელაპარაკება.
|
მარიამ ბოლქვაძე 27.09.2019
„სალომე ზურაბიშვილის მიერ მორატორიუმის გამოცხადება ერთ რამეზე მიუთითებს - ეს არის შეწყალების პუნქტის ვერგააზრება, როდესაც, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი ხარვეზიანი მუშაობა სხვა პატიმრების მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას იურისტმა კახა კოჟორიძემ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|