თამთა ჩაჩანიძე 04.08.2019
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსების ის მუხლები, რომლებიც პატიმრობას ითვალისწინებს ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლებიც არ იწვევს სწრაფ მიჩვევას ან აგრესიულ ქცევას. ამ გადაწყვეტილებამ სპეციალისტებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
|
ელზა პაპოშვილი 03.08.2019
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება ყურადღება მედიის მიმართ. განსაკუთრებით იმის გათავლისწინებით, რომ სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავის 2“-ის დასაკუთრებაში ქიბარ ხალვაშს მწვანე შუქი აუნთო. უკვე დაანონსდა, რომ შემოდგომისთვის ორი ახალი ტელევიზია იხსნება, ორივე გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით. ყოველ შემთხვევაში ნიკა გვარამიამ და დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანიების შექმნის შესახებ საჯარო განცხადებები უკვე გააკეთეს.
|
ტატა შოშიაშვილი 03.08.2019
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი, უკვე ნაცნობი და აბსოლუტურად არადამაჯერებელი მცდელობაა აფხაზეთის იზოლირებისა. არ გამოვა. ძალღი იყეფება, ქარვანი მიდის", - ასე შეაფასა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ სოხუმის აეროპორტის აღდგენის ინიციატივა, რაზეც ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს თანხმობის გარეშე საერთაშორისო მიმოსვლის დაწყება შეუძლებელი იქნება აფხაზეთის აეროპორტიდან.
|
ელზა პაპოშვილი 02.08.2019
იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ ინტერვიუში ნიკა გვარამიას და „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ამბობს, რომ რთულია კონკრეტულად საქმის ირგვლივ მტკიცებულებით ფორმაში რაიმეზე საუბარი. არის თუ არა ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული, საქმის განვითარება და მომავალი გვიჩვენებს. რადგან გვარამიასთან და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმეები ერთმანეთს დროში ემთხვევა, ეჭვების გაჩენა ლოგიკურია, ამიტომაც გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს და კითხვები არ დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქმეს ორივე მხარე პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენებს.
|
ელზა პაპოშვილი 02.08.2019
საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. გვარამია 2 საათზე მეტხანს იკითხებოდა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ "რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კითხვები ფინანსურ დოკუმენტაციებს და სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობებს ეხებოდა.
|
ია აბულაშვილი 02.08.2019
"არ მახსოვს, კეზერაშვილი ძებნაშია თუ არა, და არც ის ვიცი ამჟამად სად იმყოფება, ისარელში თუ ამერიკაში, მაგრამ მის მიმართ კითხვები რომ არსებობს, ეს ფაქტია და ჯერ ამ კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი და შემდეგ გააკეთოს განცახადებები სამომავალო გეგმებზე" - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია დავით კეზერაშვილის განცხადებას ახალი ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით.
|
ია აბულაშვილი 02.08.2019
ბიძინა ივანიშვილი შემოდგომაზე მინისტრთა კაბინეტის დათხოვნას აპირებს, ამ ინოფრმაციას გამოცემა "ნიუპოსტი" ავრცელებს. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, ივანიშვილმა მთავრობის შეცვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო და სექტემბრის ბოლოს მთავრობა შეიცვლება. ლარის კურსის რეკორდული გაუფასურების საბაბით პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შეიძლება თანამდებობა დატოვოს. მის შემცვლელად კი სახელდებიან ამერიკაში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ან ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.
|
ელზა პაპოშვილი 01.08.2019
კინორეჟისორი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგო ხაინდრავა „რეზონანსთან“ აგვისტოს ომამდე არსებულ სიტუაციას იხსენებს და ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ცხინვალთან დაკავშირებით სიტუაცია ხელოვნურად ომამდე გააფუჭა. ამბობს, რომ მისი მინისტრობის დროს, ცხინვალში დაცვის გარეშე ჩადიოდა და ქუჩებში დღისით ღიად გადაადგილდებოდა. ხოლო მისი თანამდებობიდან გაშვების შემდეგ, სააკაშვილმა მოლაპარაკების ყველა ფორმატი გააუქმა და ომის პროვოცირებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა.
|
ია აბულაშვილი 01.08.2019
"ჩვენ არ უნდა დავუშვათ მედიის მონოპოლიზაცია, ამიტომ რაც მეტი ტელევიზია, რაც მეტი ინფორმაციის მიღების ცენტრი შეიქმნება, მე ამას მხოლოდ მივესალმები" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დავით კეზერაშვილის განაცხადებას ახალი ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით.
|
ელზა პაპოშვილი 01.08.2019

20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით არ არის გამორიცხული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებების ახალი სერია დაიწყოს. უწყებაში 31 ივლის დაკითხვაზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიბარეს. გავრილოვის ღამიდან 42-ე დღეს საგამოძიებო უწყებაში ათობით ადამიანს მოწმის სახით მისვლა და ჩვენების მიცემა მოთხოვეს, თუმცა როგოც აქციის მონაწილეები „რეზონანსთან“ ამბობენ, ეს მხოლოდ მახეა და უწყებაში მათი მიტყუება უნდათ, შემდგომ კი დააკავებენ.
|
ია აბულაშვილი 01.08.2019
"როგორც ჩანს, არჩევნებამდე, ყველა თავის პარტიულ ტელევიზიას ხსნის. არავისთვის დასამალი აღარ არის, რომ კეზერაშვილი აფინანსებს "ევროპულ საქართველოს", ის დიდი ხანია ქართული პოლიტიკის აქტიური წევრია, მერე რა რომ ტელევიზიებში არ ჩნდება" - აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.08.2019
„რუსეთი გენოციდს იმიტომ გვაბრალებს, რომ ეს არის „გაღმა შეედავეს" პოლიტიკა," აცხადებს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური „რეზონანსთან" საუბრისას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|