ია აბულაშვილი
26.07.2019

 "კონსტიტუციით უფლება აქვთ 48 საათი დააკავონ, ალბათ ათქმევინებენ რაც იცის და გამოუშვებენ, შეიძლება სამაჯურიც არ დასჭირდეს. ვის სჭირდება ახლა, ოქრუაშვილის დაკავებას დაედოს პოლიტიკური სარჩული?!" - ასე ეხმაურება უფლებადამცველი ლია მუხაშავრია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას.

ეკატერინე ბასილაია
25.07.2019

 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით შს სამინისტრომ ირაკლი ოქრუაშვილი დააკავა, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება კი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ეკატერინე ბასილაია
25.07.2019

 „ფაქტია, რომ ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და რაღაც ისტერიულ და ქაოტურ მოქმედებებზეა გადასული. ერთადერთი ამოცანა აქვს - ძალაუფლების შენარჩუნება და მაგარ ბიჭობანას თამაში დაიწყო, პრინციპით - "ვინც არ დამემორჩლება ყველას დავიჭერ"... ყველგან ჩნდება კითხვები, კითხვები და კითხვები... კითხვა ჩნდება, თუ მელიაზე და სხვებზე სწრაფად „გახსნეს" საქმე, ოქრუაშვილის ბრალეულობა დროში ასე რატომ გაიწელა და რატომ მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილმა მოასწრო და ძალიან ბევრი სკანდალური განცხადება გააკეთა, მათ შორის აღიარებითი ჩვენებები ძალიან ბევრ, საზოგადოებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხზე, ვიდრე ეს საქმეა. ასე რომ, კითხვები ჩნდება...

ეკატერინე ბასილაია
25.07.2019

 „კემულარიასთან უნდა შევკრებილიყავით პარტიის წევრები და ჩვენს საქმიანობაზე გვემსჯელა. ირაკლი (ოქრუაშვილი) მანამდე დააკავეს. ველოდებოდით ამ დაკავებას, იმიტომ რომ, ბიძინა ივანიშვილს ფსიქიური აშლილობა სჭირს, გაშმაგებულია, აღარ არის ადეკვატური, ამიტომ ველოდებოდით.

ია აბულაშვილი
25.07.2019

 "პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი ჩაიშლება თუ არა, პროგნოზის გაკეთება ძნელია მმართველობის იმ ფორმაში, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. ქვეყანაში არის პატრონყმური მმართველობა, გვყავს არაფორმალური მმართველი, მას მოჰყვება პატარ-პატარა არაფორმალური მმრთველები, ყველა უბანს გაუჩნდა პატარუკა ფეოდალები" - აცხადებს პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე ვითარებაზე გაესაუბრა.

თამარ შუკვანი
25.07.2019

 „ირაკლი ჩემი მეგობარია," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ნანა ლეჟავა „იმედის" საინფორმაციო გამოშვების მთავარ რედაქტორად ლევან ჩიხლაძის დანიშვნას.

ეკატერინე ბასილაია
25.07.2019

 თბილისში, გურამიშვილის #78-ში 20 და 21 წლის ბიჭები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულები იპოვეს, ერთ-ერთ მათგანს ტყვია შუბლში აქვს ნასროლი. გარდაცვლილები შალვა (შაკო) ტყემალაძე და გურამ (გუგა) კოღუა არიან. ახლობლების თქმით, ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ.

ია აბულაშვილი
25.07.2019

 "ახლა ყველაზე კარგი იქნება თუ პროკურატურა საზოგადოებას ამ ინფორმაციას დამაჯერებლად მიაწვდის; წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ ხდება ბატონი ხაზარაძის რეკლამირება. ვიღაცამ ვერ გაიგო ის, რომ თუ პოლიტიკაში მოდის კაცი და მასზე ხმაურია ატეხილი, ეს ძალიან კარგია ამ ადამიანისთვის" - აცხადებს ექსპერტი და ანალისტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე ვითარებაზე გაესაბურა.

თამარ შუკვანი
25.07.2019

 გურამიშვილის გამზირზე გუშინ მომხდარ ორმაგ მკვლელობასთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს: ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბიჭები უცნობმა პირმა დახოცა და ადგილიდან მიიმალა. მეორე ვერსიით კი ბინაში მყოფი ორი პირიდან ერთ-ერთს იარაღი გაუვარდა, ან ისროლა, რის შედეგად მისი მეგობარი გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი, თავად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თამარ შუკვანი
24.07.2019

 „მზად ვარ ყველაფრისთვის და ვერავინ ვერავის შეაშინებს. ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამე მინახავს, რომ ასეთი შოუებისთვის გულის ფანცქალი დამეწყოს," - ამის შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 24 ივლისს გენერალურ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

ია აბულაშვილი
24.07.2019

 "მრჩება შთაბეჭდილება, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ დასავლეთიდან სრული კარტბლანში აქვს. პირველი, რასაც აკეთებს, ხაზარაძეს უპირებს დაჭერას" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი თიბისი ბანკის დამფუძნებლების მიმართ პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

თამარ შუკვანი
24.07.2019

 „უფრო მძაფრი იქნება დაპირისპირება, უფრო გამწვავდება და ვაითუ უფრო ცუდი შედეგებიც დადგეს, თუ აზერბაიჯანის მხარეს მკაცრად არ მოეთხოვა, რომ დატოვოს ჩვენი ტერიტორიები," - აცხადებს დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი ვიდეომიმართვაში, სადაც ის დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×